კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო გადაწყვიტა ნინო აბრამიძემ სააღდგომო კვერცხების კოლექციის შექმნა

ნინო აბრამიძე ძალიან ლამაზი და ფერადი კოლექციის მფლობელია, რომლის ავტორიც და შემსრულებელიც თვითონ ბრძანდება – სააღდგომო კვერცხების კოლექცია მაქვს მხედველობაში. თუ როდის დაიბადა იდეა ამ კოლექციის შექმნისა, რამდენი კვერცხია ამჟამად მასში თავმოყრილი და რატომ ახლდება ეს კოლექცია ყოველწლიურად, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი თავად გვიამბობს.

ნინო აბრამიძე: შეიძლება ითქვას, ტრადიციის სიყვარულმა და აღდგომის დღესასწაულის უდიდესმა მნიშვნელობამ განაპირობა, რომ მე დღეს სააღდგომო კვერცხების კოლექციონერი ვარ.

– უფრო კონკრეტულად გვიამბეთ, როგორ დაიწყო ამ კოლექციის შექმნა?

– ძალიან მიყვარს აღდგომა და განსაკუთრებულად ვემზადები ამ დღესასწაულისთვის. ალბათ, ყველასთვის და ჩემთვისაც, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ დღეს. რაც თავი მახსოვს, დედაჩემი სულ განსაკუთრებულ მზადებაში იყო ხოლმე წინასააღდგომოდ. ამიტომ ეს უკვე ტრადიციად გვექცა და ჩემი ქმარ-შვილი მოვიყრით ხოლმე თავს მაგიდასთან და სააღდგომოდ ვიწყებთ კვერცხების მოხატვას. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე ძალიან კარგად ხატავს. ისეთი გულმოდგინებით სრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ დღესასწაულის მომდევნო დღეებში სულ გული მწყდებოდა ხოლმე, რომ აღდგომის დღეების გასვლის შემდეგ ჩვენი მოხატული კვერცხები სახლში აღარ გვრჩებოდა, საჩუქრებად ვარიგებდით. ჰოდა, ზუსტად ამან მიმიყვანა იდეამდე, რომ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც მომავალშიც გამახსენებდა გასულ აღდგომას. ამასთან ერთად, აღმოვაჩინე, რომ ჩვენი ნახელავი, შესანიშნავი სააღდგომო სუვენირიც იქნებოდა. ასე დავიწყე და, უკვე ცოტა ხანში, ძალიან ლამაზი კოლექციის მფლობელი გავხდი.

ძალიან მიყვარს კვერცხების გაფორმების პროცესი. წინასწარ ვამზადებ ხოლმე ნაქარგს, ან ლენტებით დამზადებულ ვარდებს და... შემდეგ ვაწყობ.

– ანუ, იმ ყველაფერთან ერთად, რაც გვიამბეთ, სხვა ხელსაქმეც გეხერხებათ?

– რა თქმა უნდა, ხელსაქმე მეხერხება: ქარგვა, ქსოვა, ძაფით, ბისერით. სხვათა შორის, ბისერებით ქსოვის ტექნიკა სპეციალური სახელმძღვანელოს საშუალებით შევისწავლე.

– რა მასალისგანაა შექმნილი ამ კოლექციის ნიმუშები?

– თვითონ კვერცხი, ანუ კარკასი, შიგნით – ხეა, გარედან კი გაფორმებული მაქვს ლენტებით, ნაქარგებით, ნაქსოვებით, ბისერებით, თვლებით, ტიულით და ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობ, არ გამოვიყენო წებო. ამიტომ, უმეტესწილად, ნემსითა და ძაფით ვამაგრებ კვერცხზე ამა თუ იმ ორნამენტსა თუ თვლებს. ეს კვერცხი, მაგალითად, თავიდან ბოლომდე ბისერითაა ნაქსოვი; ეს პეპელაც წინასწარ შეიქმნა და შემდეგ განვათავსე კვერცხზე, ისევე, როგორც ეს ვარდები და იები.

– განსაკუთრებით რომელი ნამუშევარი მოგწონთ?

– ეს შავისა და მოკრემისფრო-მონაცრისფროს კომბინაცია ძალიან მომწონს ვიზუალურად. მასზე გამოსახული ნაქარგი ტიულზეა შესრულებული. მუშაობის პროცესში ფანტაზია იღვიძებს და ერთ ნამუშევარს მეორე და სრულიად განსხვავებული მოსდევს ხოლმე.

– წეღან ახსენეთ, სააღდგომოდ მორთული კვერცხები ძალიან კარგი საჩუქარია, როდესაც სტუმრად მიდიხარო, ანუ, გაჩუქება შეგიძლიათ?

– ძალიან ბევრი კვერცხი მაქვს გაჩუქებული. გამოფენა მაქვს დაგეგმილი და ამიტომ შემიგროვდა ამ რაოდენობის ნიმუში, თორემ, რაც აქ არის წარმოდგენილი, ორი ამდენი, მეტი თუ არა ალბათ, გაჩუქებული მაქვს. არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ ასობით კვერცხი მაქვს დამზადებული, მაგრამ წლიდან წლამდე, თითქმის თითზე ჩამოსათვლელი ნიმუშიღა მრჩება ხოლმე. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კოლექცია ყოველწლიურად ახლდება.

წითელ კვერცხს თავისი დატვირთვა აქვს, მინდა, ბავშვმაც აღიქვას აღდგომის დღესასწაული და თვითონაც მიიღოს მონაწილეობა მისთვის მზადებაში, რაც ძალიან მოსწონს.

– დღეისთვის რამდენი კვერცხია ამ კოლექციაში?

– ამჟამად კოლექციაში სამოცდაათამდე კვერცხია და ყოველდღიურად, ინტენსიურად იზრდება მათი რაოდენობა.

– ერთი მათგანის შექმნას რა დრო სჭირდება?

– დაახლოებით ერთი დღე. როგორც მოგახსენეთ, წინასწარ ვამზადებ სხვადასხვა დეტალს და ამიტომ.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– ექიმი გახლავართ.

– რასთან ასოცირდება თქვენთვის ეს კოლექცია?

– რწმენასთნ, ენერგიასთან, ყველაფერ დადებითთან ასოცირდება ჩემთვის ეს კოლექცია.


скачать dle 11.3