ცნობილი მსახიობური წყვილი შვილს ელოდება
ერთი წელია, რაც ცნობილი ტელეწყვილი, უსაყვარლესი და ულამაზესი მსახიობები – გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი დაქორწინდნენ. აქტიური, სამუშაო გრაფიკისა და რთული მსახიობური ცხოვრების ფონზე, ჩვენთან ინტერვიუებში ისინი ხშირად ამბობდნენ, რომ მათ უძლიერეს სიყვარულს შვილი კიდევ უფრო მეტ სიღრმესა და სიტკობს მიანიჭებდა. ამ რამდენიმე დღის წინ კი, როცა გიორგის „ფეისბუქის” გვერდზე გაჩნდა პოსტი – „ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ საქართველოში”, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. იმ დღეს წიწის (ასე ეძახიან მეგობრები ნათიას) ექიმმა ახარა, რომ მალე დედა გახდება. ჩვენ, ნათიას და გიორგის მეგობრები, მთელი გულით ვუერთდებით მათ ბედნიერებას!