კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“დაბადებულები საქართველოში” ისევ ნაღმზე ვართ!

15 აპრილს კინოთეატრ „ამირანში” კინოკომპანია „სანგუკოს” ახალი ფილმის, თაკო შავგულიძის „დაბადებულები საქართველოში” პრესჩვენება გაიმართა. ფილმი, რომელიც კინოგაქირავებაში 28 აპრილს გამოვა, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს უჩვენეს, რომლის შემდეგ შემქმნელებთან და მსახიობებთან პრესკონფერენცია გაიმართა. თუმცა, ფილმმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ კითხვების დასმა აღარ გახდა საჭირო – ყველაფერი ძალიან სადა, ლამაზი, საოცრად მუსიკალური და გასაგები იყო. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, ოთხ გმირზე აგებულ ფილმს ბოლომდე ისე უყურო, რომ არც ერთი წამით არ მოგბეზრდეს. ნუცა კუხიანიძე, თამრი ბზიავა, გიორგი გიორგანაშვილი და ვანიკო თარხნიშვილი ისე თამაშობენ, რომ ფილმში ერთი ზედმეტი სიტყვა, ერთი გადაჭარბებული მიმიკა არ არის. შესრულებაში – ბრავო! ქართული კინოინდუსტრიის ფონზე ეს ფილმი ნამდვილი საჩუქარია: მარტივი დიალოგებით, მაგარი მუსიკით, ლამაზი პეიზაჟებით; ფილმი ზედმეტი, არაბუნებრივი „ექშენის”, ბევრი იარაღის, ნარკოტიკების გარეშე; სადაც ყველა პერსონაჟი ჩახლეჩილი ხმითა და ცივი თვალებით არ ლაპარაკობს. „ქალის გადაღებული ფილმი“ – ბევრისგან მოვისმინე მსგავსი შეფასება, რითაც ხაზს უსვამდნენ ფილმის სითბოს. ოთხი მეგობრის – ორი წყვილის პირადი, ძალიან ადამიანური ურთიერთობების ფონზე ისეთი სერიოზული თემა იშლება, როგორიც ომია. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ, ფილმი, სადაც იარაღი დანის სახითაც კი არ ჩანს, რუსეთ-საქართველოს ომზეა. თუმცა, ფილმში მხოლოდ საქართველოს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის პრობლემა არ ჩანს, ეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა იმ ადამიანის პრობლემაა, ვინც ტერორიზმის, ბირთვული იარაღის და განადგურების ეპოქაში დაიბადა.

და, ბოლოს – 28 აპრილიდან ნახეთ ყველამ!


скачать dle 11.3