“შატო თელავის„ მარნის პრეზენტაცია
16 აპრილს ქალაქის ძველ უბანში, შენობაში, რომელიც ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული, ღვინის კომპანია „შატო თელავის” მარნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოეწყო ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის, ზურა ჯანიაშვილის თემატური ნახატების გამოფენაც, რომელმაც განსაკუთრებული სული შთაბერა ღვინის წარდგენას. აღსანიშნავია, რომ „შატო თელავი” ის კომპანიაა, რომელიც ღვინო „ნინო ჩხეიძეს” ასხამს. მსგავსი გამოფენები მარანში რეგულარულ სახეს მიიღებს. როგორც ხელმძღვანელობამ გვითხრა, მარანი საერთაშორისო ღვინის მარშრუტში ჩაჯდება და უამრავ ტურისტს მოიზიდავს, რომლებსაც საშუალება ექნებათ, ქართულ ღვინოს ფერწერულ გარემოში, პირდაპირ დედაქალაქში გაეცნონ. გამოფენებთან და დეგუსტაციებთან ერთად, რა თქმა უნდა, მოხდება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინის გაყიდვა. მსურველებს შეეძლებათ წალმის შეძენაც. მომავალში მარანში გამოიფინება და გაიყიდება ყველა სახის ღვინოსთან დაკავშირებული აქსესუარები. „შატო თელავის” მარნიდან მოხდება რესტორნების მომარაგებაც და, ამიტომ, პრეზენტაციაზე რესტორნების მეპატრონეებიც შეიკრიბნენ. მარანი აუცილებლად იქცევა ღვინის მოყვარულების საყვარელ ადგილად.