კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მთავრდება მაკა შალიკაშვილის ურთიერთობები მამაკაცებთან და რას კარგავს ის ყველაზე ხშირად

ის საკმაოდ არაორდინარული ადამიანია. არც ეპატაჟია მისთვის უცხო და არც პატარ-პატარა სკანდალები. მუდამ მხიარულია და აქტიური... ასეთია მაკა შალიკაშვილი კადრში – მსახიობისა და ტელესახის ცხოვრებაში, კადრს მიღმა კი სიცოცხლის მოყვარულ „შალის” ცხოვრებამ ის როლიც ოსტატურად მოარგო, როცა ფერებს კარგავს და პატარა თინანოს გარდა ვერავინ და ვერაფერი შველის...

მაკა შალიკაშვილი: ცხოვრების ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს და ეს ძალიან მომწონს, რადგან, კარგად მახსოვს ის დრო, როცა, ჩემი სურვილის მიუხედავად, ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი. მაშინ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო და მას ვუვლიდი. დამხმარე საკმაოდ ბევრი მყავდა, მაგრამ პატარა ბავშვის მოვლა ძალიან რთულია, მით უფრო – პირველი შვილის. ბავშვის გაციებაზეც კი შეიძლებოდა, ისტერიკაში ჩავვარდნილიყავი, ჩემი ემოციები კვადრატში, კუბში იყო აყვანილი. ამას ემატებოდა ისიც, რომ მქონდა პროფესიული ტაიმ-აუტი – არ ვიყავი ფორმაში არა ფიზიკური პარამეტრებით, არამედ ისე, როგორც ჩვენი საქმე მოითხოვს, რომ მთლიანად მასში იყო ჩართული. მე ამას ვერ ვახერხებდი – ოჯახური ამბები მიმყვებოდა თეატრში, რეპეტიციაზე ვერ გამოვდიოდი ამ მდგომარეობიდან. დღეს კი, თეატრში რომ მივდივარ, არ მახსოვს არავინ და არაფერი, ვიცი, რომ თინანო საიმედო ხელშია და არაფერი მოაკლდება. ეს კი მაძლევს საშუალებას, ბევრ ფრონტზე ერთად ვიბრძოლო და ის ავინაზღაურო, რაც იმ წლებში დამაკლდა. საერთოდ, ძალიან აქტიური ვარ და ასე იყო ყოველთვის, ყოველთვის ვმუშაობდი და ვერთობოდი ბევრს (იცინის). ახლა ვერთობი ჩემი საქმით, ოღონდ, ვერთობი კარგად. თუ არ გიყვარს შენი საქმე და ტანჯვით აკეთებ, არაფერი გამოგივა.

– ერთდროულად ბევრ ფრონტზე ვიბრძვიო. ეს შენთვის პროფესიული ინტერესია თუ შემოსავლის წყარო?

– ერთიც და მეორეც, მე ვარ მარტო, არ მყავს ადამიანი, ვინც ყოველდღე ჯიბეში ფულს ჩამიდებს და მეტყვის: აბა, მაკა, შენ იცი, რაც გინდა, ის აკეთეო. შესაბამისად, უნდა ვიშრომო ბევრი, რომ უზრუნველვყო საკუთარი თავიც და შვილიც. მე და ჩემი და იგოეთიდან თბილისში მაშინ ჩამოვედით საცხოვრებლად, როდესაც სტუდენტები გავხდით და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვუძღვებით ჩვენს ცხოვრებას, ერთად გადაგვაქვს ყველაფერი. ჩემი და ძალიან მეხმარება, მეც უნდა ვიშრომო, აბა, სხვაგვარად როგორ ვიქნები? ბევრ საქმეში ვარ, მაგრამ, პირველ ყოვლისა ვარ თეატრში და მინდა, რომ ამ მხრივ უფრო მეტად ვიყო დაკავებული. „სარდაფის“ მსახიობები ჩვენი საყვარელი თეატრის გარეშე დავრჩით, ზოგი სად წავიდა, ზოგი – სად, ზოგი არსადაც არ არის, მე კი გამიმართლა და ბატონ ლევან წულაძესთან ვარ დაკავებული ახალ სპექტაკლში – „დეკამერონი”. გამიმართლა იმ მხრივაც, რომ ხშირად მიღებენ ფილმებში – როგორც მეუბნებიან, კინოსთვის ძალიან საინტერესო სახე მაქვს. ახლა მიღებენ ფარაჯანოვის ფილმში, სადაც საკმაოდ უცნაური როლი მომცეს; რამდენიმე თვეა, რაც ტელევიზიაშიც ვარ, მომწონს ტელევიზია, მაგრამ, პირველ ყოვლისა იქ ჩემი ინტერესი ფინანსური შემოსავალია, თუმცა, ამ საქმესაც სიამოვნებით ვაკეთებ.

– მსახიობებს ძალიან ბევრი ნიღბის ტარება გიწევთ, მაგრამ, როგორია შენი, საკუთარი ნიღაბი?

– ამას წინათ ერთმა ჩემმა რესპონდენტმა ზუსტად იგივე მკითხა. მე ვთამაშობ საკუთარ თავს, აი, დილით რომ გაიღვიძებ და დაიწყებ იმაზე ფიქრს, რაც წინა დღეს მოხდა, იხსენებ ცუდსაც და კარგსაც; მერე ვიწყებ ფიქრს: გუშინ თუ ცუდად მოვიქეცი, ახლა გამოვასწორო, ბოდიში მოვიხადო თუ არ შევიმჩნიო? ან, თუ კარგად მოვიქეცი, ამას მეტი სიკარგე დავამატო… ასეთი ფიქრებით აღჭურვილი გავდივარ დილით სახლიდან, უკან მობრუნებული კი ფერებს ვკარგავ ხოლმე და ვხდები მუქი, რუხი; იგივე მაკა ვარ, მაგრამ, რაღაცეებს აღარ ვთამაშობ, აღარ ვარ ისეთი, როგორიც გარეთ: ვაა, როგორ ხარ, რას შვრები, ხო მაგრად?

ამის მიუხედავად, მე მიყვარს ადამიანები, ისეთი ტიპი ვარ, ვისაც საშინლად არ უყვარს მარტოობა. მიყვარს ცხოვრება იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ძალიან ვუყვარვარ, მათთან ძალიან ლაღი და ბედნიერი ვარ, რადგან, ვიცი, რომ ისინი არაფერს მატკენენ, თუმცა, იგოეთელი ვარ და ტკივილს მაგრად ვიტან (იცინის). ბოლო პერიოდში მხოლოდ მაშინ მტკივა, როცა მწყინს. იშვიათად ვტირი, მაგრამ, შემიძლია, ვიტირო, როცა კარგი ადამიანი ძალიან მაგრად იქცევა, როცა მაგრად კითხულობენ ლექსს, როცა მაგრად თამაშობენ როლს... ცხოვრების კულისებშიც უკვე გამოწრთობილი ვარ – ცხოვრება ხომ ბრძოლაა და მეც ვიბრძვი.

– ისე, ბრძოლის გარეშე, არაფერს იღებ?

– ასეც ყოფილა: ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი პერიოდი, რომელიც „სარდაფს“ უკავშირდება, „პოდნოსით” მოვიდა – ერთ მშვენიერ, ბედნიერ დღეს, ჩავედი „სარდაფში“, დარეკვა მინდოდა და მითხრეს, ჭოლა გეძებს როლისთვისო. არ იყო ეს ლანგრით მორთმევა?! (იცინის). როგორც ქალსაც მიმართლებს ხოლმე, უბრალოდ, მერე ვეღარ ვინარჩუნებ იმას, რასაც ცხოვრებისგან ვიღებ.

– რატომ?

– ჩემი იგოეთური ემოციები იმძლავრებს ხოლმე, თან, ალბათ, ბევრ შეცდომასაც ვუშვებ. ზოგჯერ ვნანობ ამ შეცდომებს, ზოგჯერ არ ვტყდები. იცი, რამდენჯერ მქონია მომენტი, როცა მიფიქრია: „უი, ეს მე გავაკეთე“? დიდი ხანია, მე მწყინს და მტკივა თავში, გულს უკვე იმდენი ეწყინა, აღარაფერი აღარ სტკივა; იმდენჯერ გამიტყდა, აღარ მიტყდება. რას ვიზამ ასეთია ცხოვრება და არც მე ვარ მარტივი – საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს, სახლშიც კი: ვერ ვიტან, როცა ეხებიან ჩემს ნივთებს; როცა დაუკითხავად მცემენ პატივს და მირეცხავენ. არ მინდა, ბატონო! მარტივი პრობლემებით ცხოვრებას არ ვირთულებ – სახლში სტუმარს თუ ველი, თავს არ მოვიკლავ იმაზე ფიქრით, თუ რა მივართვა, ან, ისე უნდა დავაწკრიალო ყველაფერი, რომ მან რამე არ თქვას. ჩემს სახლში მოდიან მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები, ვინც საწოლზე დაგდებულ ჩემს პიჟამოსაც აიტანს და დივანზე მიგდებულ კურტკასაც. აქ ისეთი ხალხი მოდის, ვინც მეტყვის: „აუ, შალ, მშია და რა ვქნათ?“ ისედაც იმდენი სიყალბეა ირგვლივ, ამით როგორ დავიმძიმო ცხოვრება?! სახლში ვართ მე, თინანო და ჩემი და და ისიც ხშირად მემუქრება, წავალო. ვერ ვიტან ფრაზას: „მე წავალ“. ერთხელ ვუთხარი ჩემს დას, მირჩევნია მითხრა: „შენ წადი აქედან“, ოღონდ „მე წავალ“ არ მითხრა-მეთქი. წასასვლელი მიდის, მოსასვლელი მოდის, მაგრამ და მათ რიცხვში ნამდვილად არაა – სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც მოვა ჩემთან.

– შენს ახალ როლზე მომიყევი, ვის თამაშობ?

– მე ვარ ზმანება, ახალგაზრდა ბიჭის ზმანება. კეთილი ანგელოზი ვარ, ხმას არ ვიღებ, უტყვი როლი მაქვს. გადაღების დროს ძალიან ბევრჯერ მოვხვედრილვარ არაორდინარულ სიტუაციაში, მაგრამ, ამ როლის გადაღების დროს მართლა საოცრება იყო. მითხრეს, რომ ფეხი სისხლით უნდა მქონოდა მოსვრილი. რას წარმოვიდგენდი, რა მელოდა? იცი, რაში ჩავყავი ფეხი? ძროხის ნაწლავში, რომელსაც ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, რადგან ახალი გამოშიგნული იყო. გადაღება ბოსელში მიმდინარეობდა და ამ ნაწლავს საშინელი სუნი ასდიოდა. თან მეუბნებოდნენ დააწექი, ფეხით დააწექიო და მეც ნაწლავში ბოლომდე ჩავყავი ფეხი. გადაღების გამო ბევრ მსხვერპლზე წავსულვარ, მაგრამ ასეთზე – ნამდვილად არა. თუმცა, ჩემი საყვარელი საქმისთვის ყველაფერს გავაკეთებ (იცინის). დამიჯერე, როცა ნაწლავში ფეხს ვყოფდი, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია ჰონორარზე. მე ვარ მსახიობი და როცა ასეთი რამის გაკეთებას შემომთავაზებენ, რა უნდა ვთქვა? „მეშინია, მშიშარა ვარ“? „არ შემიძლია და, მოდი, რა, წავალ“? „სტავკას“ არ ავწევ არც ერთ შემთხვევაში, ჩემი სიტყვა სიტყვაა. არ შეგიძლია?! უნდა შეძლო.

– ერთი წელია, რაც შვილს მარტო ზრდი, შენი რეჟიმიდან გამომდინარე, ბავშვის მოვლას როგორ ახერხებ?

– მაინც ვცდილობ, რომ ვიყო მზრუნველი დედა. იცი, უკვე ყელში ამომივიდა ქმარს გაშორებული ქალების ვაება... იმაზე, რასაც ახლა ვაკეთებ – რომ ვარ კინოში, თეატრში, ტელევიზიაში, – უარს არ ვიტყოდი, ქმარიც რომ მყავდეს გვერდით; ვერავის გამო ვერ ვიტყოდი უარს როლზე, მათ შორის შვილის გამოც კი, მაგრამ, თინანოს გამო ვიტყვი უარს სხვა ყველაზე და ყველაფერზე. ის, რასაც ვაკეთებ, თინანოსთვის მინდა, დანარჩენი – რომ წავიდე, ვიცეკვო, გავერთო, ვისაუბრო... – არა. მით უმეტეს, არ შემიძლია ახლა კაცი, საქმრო, ქმარი. ვიღაცის გამო ჩემს შვილს რაღაცეებს ვერ დავაკლებ, თინანოს გვერდით იცხოვროს მამაკაცმა?! ან, თინანო დავტოვო და მე სხვა კაცთან გადავიდე?! არა, ეს ამ ეტაპზე ჩემთვის წარმოუდგენელია. იმდენად ჩქარა გადის დრო, ისე მოკლეა ეს ცხოვრება, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი რამ მოვასწრო თინანოსთან ერთად, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო. მამაკაცებთან, იცი, როგორი ურთიერთობა მაქვს? „რავა ხარ, ბრატ“? – და აქ მთავრდება ყველაფერი. ახალი ურთიერთობების აწყობა, დრო, ნერვები – არა, ახლა ეს ნამდვილად არ შემიძლია, თან საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს – ჩემთვის უახლოესი ადამიანი ებრძვის სიკვდილს და განწყობაც შესაბამისი მაქვს – ირგვლივ ყველაფერს მუქი ფერები ახლავს. ახლა მშველის მხოლოდ ეკლესია და ჩემი შვილი... ჩემს ცრემლებს მხოლოდ თინანო შველის – ჩაიდებს ჩემს თავს თავის პატარა ფეხებში, მეფერება და ტიტინებს – ყველაფერი კარგად იქნებაო...


скачать dle 11.3