კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაზათიანად მომუშავე

ფარული დიპნიჭის გაბრწყინება

შესაძლოა იმიტომ, რომ ამ ჩვენს ახალ კონსტიტუციაზე მოსალოდნელზე ლაზათიანად იმუშავა, ან, სულაც იმიტომ, რომ ფარული (რა თქმა უნდა, აქამომდე ფარული) დიპლომატიური ნიჭი აღმოაჩნდა, თენგიზ შარმანაშვილი საქართველოს ელჩად სომხეთში არა მხოლოდ დაინიშნა, საქმიანობასაც ფრიად ენერგიულად შეუდგა. იმდენად, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანთან ერთად ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა.

მეტიც, სომხური მედიის ცნობით, ბ-ნ ოგანიანს ბ-ნი შარმანაშვილის ელჩად დანიშვნა იმის ნიშნად აღუქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების ახალი იმპულსი მიეცემა (რაც სიხარულით გვაფიქრებინებს, რომ ბ-ნ შარმანაშვილისგან კიდევ არაერთი ფარული ნიჭის გამობრწყინებას უნდა ველოდოთ).

ხოლო, სანამ დაფარული გაცხადდება, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეზობელი სომხეთი ჩვენი მტერი რფ-ის არა მხოლოდ სატელიტი, არამედ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სამხედრო მოკავშირეა; უფრო მეტიც, სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა (ერთ-ერთი სამხედრო გეგმის მიხედვით, სწორედ ამ ბაზიდან უნდა დაესხას თავს რუსეთი საქართველოს, თუ საჭიროდ ჩათვლის და, დეტალურადაც აქვს გაწერილი, რამდენ საათში და რა მიმართულებებით უნდა შემოუტიოს საქართველოს დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს, ანუ მისგან დღეს დარჩენილ ტერიტორიას). რაც მთავარია, სომხეთში რუსული ბაზა უფლებას იტოვებს, ჩაერთოს სომხეთის თადაცვით ოპერაციაში. რაც მთავარია, ერევნის აღშფოთება გამოიწვია ოფიციალური თბილისის განცხადებამ, რომ საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ რუსულ აგრესიას.

ერთი სიტყვით, ვითარება არცთუ მარტივია და, აქედან გამომდინარე, უცნობია, რა ახალი იმპულსები აგრძნობინა ჩვენმა ელჩმა ბ-ნ ოგანიანს; თუმცა, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნ შარმანაშვილს სომხურ-ქართული სამხედრო თანამშრომლობა კონსტიტუციის წერა ჰგონია.


скачать dle 11.3