კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მორიგი სიახლე: „X&O” – მომენტალური ლატარიის ბილეთი

5 აპრილს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სერვისცენტრში ახალი მომენტალური ლატარიის პრეზენტაცია გაიმართა. ტრადიციისამებრ, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები სიახლის მოლოდინში შევიკრიბეთ და მოუთმენლად ველოდით, რას შესთავაზებდა საქართველოს მოსახლეობას კომპანია, რომელიც ხალხს სიურპრიზებით ხშირად ანებივრებს. ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველს წინა ნომრებიდან კარგად ახსოვს, რომ ლატარიის კომპანიას უკვე ჰქონდა მომენტალური ლატარია „ჯოკერი”, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან ნაცნობი და სახალისო ბანქოს თამაშის პრინციპებს ეფუძნება. თუმცა, კომპანია მიღწეულით არ კმაყოფილდება და კვლავაც ახორციელებს ნოვატორულ იდეებს.

ტრადიციისამებრ, პრეზენტაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლალი კრიხელმა და მარკეტინგის დირექტორმა, გია ბარკალაიამ გამართეს. მათი თქმით, კომპანიამ კიდევ ერთხელ შესთავაზა მომხმარებელს სახალისო და გასართობი მომენტალური ლატარიის ბილეთი, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, ითამაშოს და მოიგოს.

რაც შეეხება უშუალოდ შემოთავაზებულ სიახლეს, მომენტალური ლატარია „X&O” ქართულ საზოგადოებაზე კარგადაა ადაპტირებული და მორგებული. ლატარიის პრინციპი ეფუძნება ყველასთვის საყვარელ და ნაცნობ ბავშვურ თამაშს, ეგრეთ წოდებულ „კრესტიკ-ნოლიკს”.

თამაშის წესი ასეთია:

გადაფხიკეთ საფარი. თუ 3 ერთნაირი სიმბოლო განთავსებულია ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალურად, ესე იგი, მოიგეთ შესაბამისი პრიზი, რომელიც გამოსახულია სიმბოლოების მარჯვენა მხარეს.

მომგებიანი ბილეთების – „X&O”-ის შეძენა შეგიძლიათ 5 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახალი მომენტალური ლატარიის ბილეთები მედიის წარმომადგენლებმაც მოვსინჯეთ და, მინდა გითხრათ, რომ თამაში ძალიან სახალისო და აზარტულია.

გია ბარკალაია („საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის დირექტორი):

ეს არის რიგით მეთოთხმეტე თამაში, რომელსაც „საქართველოს ლატარიის კომპანია“ სთავაზობს თავის ერთგულ მომხმარებელს. „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ მომენტალურ ლატარიაში მოგებების სახით უკვე გასცა 14 მილიონ ლარზე მეტი. „X&O” ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი თამაშია, ანუ, ყველაფერს ისევ ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე ვაკეთებთ: ვატარებთ კვლევებს, ფოკუს-ჯგუფებს და მხოლოდ მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით ვთავაზობთ სიახლეებს.

ლალი კრიხელი: „საქართველოს ლატარიის კომპანია“ განაგრძობს მოსახლეობისთვის სიახლეების შეთავაზებას და წარმოგიდგენთ ახალ მომგებიან ბილეთს – „X&O”. აღნიშნული მომგებიანი ბილეთი მომხმარებელს სთავაზობს, მხოლოდ და მხოლოდ 1 ლარად მოიგოს 2 000 ლარამდე. თამაშის პრინციპი საკმაოდ მარტივი და სახალისოა, თან, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი. „საქართველოს ლატარიის კომპანია“ გისურვებთ წარმატებას!

შეეჩვიე მოგებას!


скачать dle 11.3