ბრძნული აზრები
შოუ: მატყუარა უფრო მეტს მოგცემს, ვიდრე გააჩნია.
ლაროშფუკო: ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვაცოფებს ის, ვინც ჩვენს მოტყუებას ცდილობს, რომ ჩვენზე ჭკვიანი ჰგონია თავი.
რაბლე: სიცილი ადამიანის შინაგანი ბუნებაა.
ჰორაციუსი: მომჭირნე ძუნწს არ ჰგავს.
მონტენი: ადამიანები ხშირად სარგებლობენ თავიანთი ჭკუით, სიბრიყვე რომ ჩაიდინონ.
ოვიდიუსი: დაე ნუ გვყოფნის ძალები, სურვილი მაინც საქებარია...
ლაფონტენი: თუმცა თავდება ამით წვალება, სიკვდილს სჯობია მაინც წამება.
ილია: მიზეზთა მიზეზი ყოველი უბედურებისა, ეგაა უვიცობა.
ლამეტრი: ის, რაც დაკავშირებულია კანონთან, უფლებას იძლევა, მაგრამ, თავად ეს უფლება არ არის არც ჭკუისა და არც სამართლიანობის უფლება, ეს ძალის უფლებაა.
არონი: ჩვენ გვჭირდება ფასეულობები, არა აუცილებლად ურთიერთსაწინააღმდეგო და არც ურთიერთშეთანხმებული.
ჰეგელი: პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ფილოსოფია უპასუხოდ ტოვებს, იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სხვანაირად უნდა იქნას დასმული.
ეზოპე: თუ ვინმეს ბედი სწყალობს, ნუ გშურს მისი, გიხაროდეს მასთან ერთად და მისი წარმატება შენი წარმატება იყოს; მას კი, ვისაც შურს, საკუთარ თავს უკეთებს ბოროტებას.
გოეთე: უფრო ადვილია მცდარობის გაგება, ვიდრე ჭეშმარიტების აღმოჩენა.
ჰაიეკი: ცივილიზაცია ითვალისწინებს იმას, რომ ინდივიდუუმი უნდა შეეგუოს გარდატეხებს, რომელთა მიზეზი და ბუნება მისთვის უცნობია.
ვოლტერი: ცრურწმენა საზოგადოებაში იგივეა, რაც მხდალი – მეომართა რიგებში: ისინი თვითონაც გრძნობენ და სხვებშიც აღძრავენ საშინელ პანიკას.
ჩესტერფილდი: მოჩვენებითი არცოდნა ხშირად ცოდნის აუცილებელ ნაწილს შეადგენს.
ტურგენევი: ცხოვრება სხვა არა არის რა, თუ არა მუდამ დაძლეული წინააღმდეგობა.
რენანი: ხასიათი და პირადი ძალა – აი, ერთადერთი ღირსეული შენაძენი.
ლაბრიუიერი: ჩვენ იმდენად გვიყვარს გაკრიტიკება, რომ ჭეშმარიტად მშვენიერი ქმნილების აღქმის ღრმა გრძნობას ვკარგავთ.
ბუალო: მოერიდეთ ხუმრობას ჯანმრთელი აზრის წინააღმდეგ.
ჰაინე: ერთადერთი სილამაზე, რომელიც მე ვიცი, ეს ჯანმრთელობაა.
კარნეგი: ადამიანებთან ურთიერთობისას გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს არალოგიკურ, ემოციურ, ამაყ და თავმოყვარე არსებებთან. კრიტიკა კი ის სახიფათო ნაპერწკალია, რომელმაც, შეიძლება, ააფეთქოს თავმოყვარეობა.
კანტი: იმ საქმიანობის ყოველი წუთის გაელვება, რომელსაც აღზრდა ჰქვია – ესაა მომავლის შექმნა და მომავლის ხედვა.
ჭაბუა: ბოროტი კაცი ერის მტერია, მისი განმარღვეველი, დამაკნინებელი ძალაა.
რემარკი: ქალი ქორწინდება იმისთვის, რომ მეტი დრო გაატაროს მამაკაცთან ერთად, ხოლო მამაკაცი ქორწინდება იმისთვის, რომ ნაკლები დრო დასჭირდეს ქალის მოსაპოვებლად.