კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტებასთან ახლოს

როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ მან ქალბატონების ყურადღება მიიპყროს და მათი აღფრთოვანებაც დაიმსახუროს?! ალბათ, შეფასების კრიტერიუმი იმდენნაირი იქნება, რამდენი ქალიც დადის დედამიწის ზურგზე. თუმცა, ჯენტლმენების ქვეყანაში, ანუ დიდ ბრიტანეთში, მიაჩნიათ, რომ, თუ ჭეშმარიტი მამაკაცი ხარ, ან, გაქვს ამის პრეტენზია, აუცილებელია:

* შეგეძლოთ, ერთი საქმე მაინც ნამდვილად კარგად, პროფესიონალურად გააკეთოთ. რა თქმა უნდა, შესანიშნავია, იყო ვირტუოზი მუსიკოსი ან ბრწყინვალე ფეხბურთელი, მაგრამ, თუ ღმერთმა ამის ნიჭი არ დაგამადლათ, აკეთეთ ის, რაც მართლა კარგად გამოგდით, თუნდაც, ხისგან ფიგურებს თლიდეთ.

* ნუ წაეჩხუბებით ქალს წვრილმანებზე, თუნდაც ის ცემას იმსახურებდეს. გახსოვდეთ, თქვენ მამაკაცი ხართ და მეტი მოგეთხოვებათ.

* ნურასოდეს იწუწუნებთ პრობლემების გამო. ზოგჯერ ქალი და მამაკაცი ერთნაირად უძლურები არიან. გასაგებია, რომ ერთნაირად სტკივათ მარცხიც, მაგრამ, ისევ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ძლიერი სქესის ძლიერი წარმომადგენლები, მეტი გამძლეობა, ღირსება და მოთმენა გმართებთ, ყოველგვარი წუწუნის, კვნესისა და ზლუქუნის გარეშე.

* არასოდეს დაამციროთ თუნდაც ყველაზე უღირსი ქალი. ამით, უპირველესად, საკუთარ თავს ამცირებთ. იფიქრეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – საკუთარი სიმართლის დამტკიცება (როცა ვერც კი ხვდებით, რისთვის გჭირდებათ ეს) თუ – ღირსების შენარჩუნება, მთავარი ხომ ის არის, საკუთარ თავთან იყოთ მართალი.

* ეცით პატივი საკუთარ თავს და არასდროს იტრაბახოთ საკუთარი სექსუალური მიღწევებით. მაინც, რის დამტკიცებას აპირებთ? თუ კაცს მართლაც მდიდარი სექსუალური გამოცდილება აქვს, ამის აფიშირება არაფერში სჭირდება.

* დაეხმარეთ ქალს ყოველთვის, როცა ხედავთ, რომ მას ეს სჭირდება. ნუ დაელოდებით, როდის შეგეხვეწებათ.

* ძალიან ძნელია, დააფასო ადამიანი და პატივი სცე იმას, ვინც საკუთარ თავს თვითონვე არ სცემს პატივს. ასეთი ადამიანი ბევრია. ისინი თითქოს ზრუნავენ საკუთარ თავზე, მაგრამ რეალურად პატივს არ სცემენ. ნუ ჩაიდენთ საქციელს, რომელიც თავიდანვე სამარცხვინოდ მიგაჩნიათ.

P.S. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ძნელად შესასრულებელია, მამაკაცი ხართ, მაგრამ...


скачать dle 11.3