კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში აჩუქებს ახალდაბადებულ შვილს საკუთარი და მანიკა ასათიანს და ვინ ურჩევდა მის გამო დიდ კაცებს საქმეებს

მანიკა და ანი ასათიანები მიუხედავად იმისა, რომ დები არიან, ერთმანეთისგან, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათითაც, რადიკალურად განსხვავდებიან. თუმცა, ორივე ძალიან ლამაზი, მხიარული და საყვარელია. მათ შორის, ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელია, შესაბამისად, ისინი ერთდროულად იზრდებოდნენ. ერთად დადიოდნენ ბაღში, სკოლაში და თითქმის ერთდროულად გათხოვდნენ. მანიკას მეუღლეს, კალათბურთელ ბექა წივწივაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, ანის მეუღლე კი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი, ზურა არზიანია.

– ანი, ჯერ მანიკა გათხოვდა და ძალიან მალე შენც გათხოვდი. როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს ასეთ ნაადრევ გათხოვებას?

მანიკა: ჩემი გათხოვებით ისეთ შოკში იყვნენ მშობლები, რომ ანის ამბავმა შედარებით წყნარად ჩაიარა. ორი თვე არ ეყოთ შოკიდან გამოსასვლელად – მანიკა გაგვითხოვდაო და ესეც რომ მომყვა, იფიქრეს, სადაც ერთი, არა უშავს მეორეც გათხოვდესო.

ანი: 24 საათის განმავლობაში ყველა ერთად ვიყავით და 2 თვეში უცებ 2 გოგო რომ გაგითხოვდება, ცოტა ძნელია, მაგრამ შეეგუენ.

მანიკა: ჩვენც და ისინიც ძალიან ბედნიერები ვართ. თან ოჯახის წევრებს ყოველდღე ვნახულობთ. უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ აღარ გვძინავს.

– ორივეს სპორტსმენი მეუღლეები გყავთ, რთულია მათი ცოლობა?

– რთულია იმ მხრივ, რომ ყველაფერში ხელის შეწყობა უნდა. რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი ისედაც უწყობს ერთმანეთს ხელს, მაგრამ სპორტსმენებზე ძალიან მოქმედებს – უძილობა, ზედმეტი ძილი, სწორი კვებაა საჭირო. ბექას იმდენად გადატვირთული რეჟიმი აქვს, რომ ვერსად მივდივართ. ბაკურიანში მინდა ორი დღით წასვლა, მაგრამ ვერ მივდივართ, დასვენება არ აქვს.

ანი: ჩემთვის ერთადერთი ის პრობლემაა, რომ ყოველ სამ დღეში „ზბორები” აქვს, ფეხბურთელების ბაზაზე უნდა დარჩეს და მარტო ყოფნა მიწევს. თორემ საჭმლის გაკეთების მხრივ პრობლემა არ მაქვს, დედამთილი მეხმარება.

მანიკა: მეც დედამთილი მეხმარება, ერთად ვცხოვრობთ და ყველაფერს ის აკეთებს, – ზოგადად ვამბობ, თორემ საცხოვრებლად ცალკე რომ გადავალთ, ესეც ჩემი გასაკეთებელი იქნება.

– მანიკა, ბექასთან ერთად ბაკურიანში წასვლას რომ ვერ ახერხებ, ამას არ აპროტესტებს?

ანი: პირადად მე ბექას მიმართ მაქვს პროტესტი, ისევე, როგორც საკუთარი ქმრის მიმართ. თუ ბექა და მანიკა არ მოდიან, ესე იგი, მე და ჩემი ქმარიც ვერ მივდივართ.

მანიკა: შეგუებული ვარ, ვიცი, რომ ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ ბექამ კარგად ითამაშოს. მე ბაკურიანში წავიდე, 5 დღე „ვიგულაო“, ბექა ჩამოვიდეს და ფორმიდან ამოვარდეს, ამას მირჩევნია, თბილისში ვიყო. სხვათა შორის, როდესაც შეყვარებულები ვიყავით, ბექა ანის თავის დაზე მკაცრად ექცეოდა – აკონტროლებდა, ოღონდ, მისი ნებართვით. ანი რევდა თავის საქმეებში – ბექა, ეს ბიჭი მომწონს, რა ვქნა, რა გავაკეთოო. ბექაც სულ მის დარიგებაში იყო, ძირითადად, სულ ეჩხუბებოდა. როდესაც ანის შეუყვარდა, პირველი ეს ბექამ გაიგო.

ანი: პირველად ბექას გავაცანი. საერთოდ არავის აზრს არ ვითვალისწინებ, ყველაფერს დამოუკიდებლად ვწყვეტ, მაგრამ ბექას აზრს სულ ვითვალისწინებდი.

მანიკა: იცი, რატომ? ერთნაირები არიან, თითქმის ყველაფერში ჰგვანან ერთმანეთს. სულ კამათობენ, ბექა კი მეუბნება: იცი, რა მაღიზიანებს და ნერვები რაზე მეშლება – ზუსტად ჩემნაირიაო.

ანი: სამაგიეროდ, მანიკასა და ჩემი მეუღლის ურთიერთობა სულ სხვა უკიდურესობაა – აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა აქვთ. ჩემი მეუღლე რადიკალურად განსხვავდება ბექასგან, ისევე, როგორც მე – მანიკასგან და კარგად უგებენ ერთმანეთს, არც ჩხუბობენ.

მანიკა: ანის მეუღლე ძმასავით მიყვარს, უბრალოდ, ანის და ბექას სულ დაკა-დაკა აქვთ.

ანი: ნებისმიერ თემაზე ვკამათობთ, მანიკა შეგუებულია. ერთი-ორჯერ გაშველებაც დაგვჭირდა, ხუმრობის დონეზე, მაგრამ მაინც.

– მანიკა, ალბათ, უკვე ემზადები დეიდობისთვის?

მანიკა: კი, აუცილებლად, დეიდას უნდა დაემსგავსოს.

ანი: ხუთი თვის ფეხმძიმე ვარ, ყველაფერი მშვიდად, ჰარმონიულად მიდის. ჯერ არ მიგრძნია ორსულობა.

მანიკა: რომ გავიგე, ორსულად იყო, კივილი დავიწყე, ისე გამიხარდა. რომ გაჩნდება, არ ვიცი რას ვიზამ.

ანი: ვხუმრობთ ხოლმე, თუ „რიჟა“ ბავშვი გამიჩნდება, მანიკას ვაძლევ, ვცვლით ბავშვებს.

მანიკა: იმდენი ვიძახეთ, მე შავგვრემანი მეყოლება, შენ კი „რიჟაო“, რომ ზუსტად ვიცი, ანის „რიჟა“ შვილი ეყოლება.

– როგორები იყავით ბავშვობაში?

ანი: მანიკა იყო ბოთე ბავშვი, ძალიან წყნარი, სულ იცინოდა, ყველას უღიმოდა, სულ გაღრეჭილი იყო. მე სულ წარბშეკრული დავდიოდი. მე „რაიკომის მდივანს” მეძახდნენ.

მანიკა: ბაბუაჩემის მეგობარმა შეარქვა, „გადაყენებული რაიკომის მდივანი”. ანის სულ პირველობა უნდოდა, ყველაფერს აკეთებდა, საკუთარი მიზნის მისაღწევად. ასეთი შვილი რომ მყავდეს, ალბათ, მოვკლავ. 4 წლის იყო, ჩემები ქორწილში მიდიოდნენ და ამან ჩაიცვა ბებიაჩემის საქორწინო კაბა, მთელ სახეზე წითელი პომადა წაისვა და ასე უნდა წავიდეო, თან, გაწვა იატაკზე, ვერც სახლში ტოვებდნენ, ვერც მიჰყავდათ. მამაჩემი გიჟს ჰგავდა. დაბლა ჩავიდა, იქ დაგელოდებით, რომ რამე არ ვუქნაო. მაინც ასე ჩაცმული წავიდა.

ანი: ძალიან ჯიუტი ვარ, ხანდახან მეც კი მეშლება თავზე ნერვები. ამის გამო პრობლემებიც შემქმნია ჯერჯერობით მხოლოდ ქმართან არ შემქმნია პრობლემები, რადგან სიყვარულის გამო დათმობებზე წასვლა ვისწავლე.

მანიკა: ეზოში სულ „პალაჟენია” ეჭირა. მე სახლში სათამაშოებით ვთამაშობდი, ეს კი ქაჯი, სულ ბოძებზე დაძვრებოდა. ერთხელ, ლამპიონის ბოძზე ბოლომდე ავიდა. მე მსუქანი და მოუქნელი ვიყავი, ცეკვაზეც ბოლოს მივჩანჩალებდი. მეზობელი მოვიდა და მეუბნება, შენ რატომ არ ძვრებიო. მე ვუპასუხე, ბოთე ვარ და იმიტომ-მეთქი. ამის მერე შემარქვა ბოთე.

ანი: მშურდა, ყველა რომ ეუბნებოდა, ვაიმე, რა ლამაზი ფერის თმა გაქვს, როგორი „რიჟააო“. ერთხელ, თმაზე სანთებელით ცეცხლი წავუკიდე, მთლიანად აალდა. ხმა არ ამოუღია. 50-თეთრიანს ვუცვლიდი 10-ლარიანში, ვატყუებდი, ეს უფრო მეტია-მეთქი, ძალიან ვჩაგრავდი.

მანიკა: სულ მატირებდა, მეუბნებოდა, ვერ ხედავ ყველას შავი თმა გვაქვს, შენ კი – რიჟა, ნაშვილები ხარო. მე რომ ვტიროდი, ეს სხვა ოთახში იმაზე ტიროდა – „რიჟა“ თმა მინდაო. ისე თუ ხელით ჩხუბზე წავიდოდა საქმე, მეც ჯანიანი ვიყავი, არ ვუთმობდი. ხელში რაც მოგვხვდებოდა, ყველაფერს ვისროდით, თმებს ვწიწკნიდით ერთმანეთს.

ანი: მერე მშობლები გვაშველებდნენ. ძირითადად, ტანსაცმელზე ვჩხუბობდით.

მანიკა: ეს ბაღის ასაკიდან შეყვარებული იყო, მე კი არასდროს მომწონებია ბიჭი. 15 წლისამ დავიწყე გაპრანჭვა, ამიტომ სულ დამცინოდა, შენ ბიჭები არ მოგწონს და ვერ გათხოვდებიო. დილით რომ ავდგებოდი, რაც მომხვდებოდა, იმას ვიცვამდი. ეს წინა საღამოს, კარადას აღებდა და უყურებდა ტანსაცმელს, რას ხედავდა განსხვავებულს, არ ვიცი. ზოგჯერ, მე ადრე ვდგებოდი და ამის გამზადებულ ტანსაცმელს ვიცვამდი. მერე იყო ომი, ისტერიკა.

ანი: ქუჩაში, სკოლაში, ყველგან ვიცავდი, მამაჩემის ასაკის კაცი შეიძლება ისე გამელანძღა, უკან არ მომეხედა.

მანიკა: რომ გაიგებდა, ვინმეს მოვწონდი, ეუბნებოდა, არ მოეწონები, შეეშვი, ჩემი დააო. ერთხელ, ქუჩაში ვიღაც კაცი გამომყვა უკან. ანიმ იმას საქმე გაურჩია, შენ ვის უბედავო, კაცი გაგიჟდა. ისიც და სხვების ბოდიშებს გვიხდიდნენ.

– ანი, როდესაც გაიგე, რომ მანიკა შეყვარებული იყო, როგორი რეაქცია გქონდა?

ანი: არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ ვინმე შეუყვარდებოდა. მერე შევამჩნიე, რომ ყოველ ღამე ტელეფონზე ჩუმად ელაპარაკებოდა ვიღაცას, სკოლიდან გადიოდა, ვიღაცას ხვდებოდა.

მანიკა: „ელიტი” მიმყავდა, დედაჩემმა და ანიმ მომაკითხეს, ბექა დილიდან მელოდებოდა. დედაჩემმა ყველაფერი იცოდა, ისიც, რომ ვიღაც ბექა წივწივაძეს მოვწონდი. ჩემს დეიდებს კალათბურთელი მეუღლეები ჰყავთ, ბექას ოჯახსაც იცნობდნენ და ვიცოდით, რომ კარგი ოჯახი ჰქონდა. დედაჩემიც არ იყო მის მიმართ ცუდად განწყობილი.

ანი: მთელი საღამო, დაახლოებით ოთხი საათი მე და ბექა მარტოები ვიყინებოდით „კრუიზის” ვერანდაზე და ვლაპარაკობდით ისე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.

მანიკა: ბოლოს, ბექამ უთხრა, ვიძმაკაცოთო, შეამჩნია, რომ თავისნაირი იყო.

ანი: იმის მერე, სულ ვძმაკაცობთ.


скачать dle 11.3