კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკვეთილი მკვლელობა თუ შემთხვევითი ძარცვა

მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით, დაკავებულ 37 წლის ლევან ს-ს 19 წლით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული, რომელიც რამდენიმე ადამიანმა ჩაიდინა, საკუთარ თავზე მხოლოდ ერთმა აიღო და განაცხადა, რომ თითქოს კახა ნ. მარტოდმარტომ მოკლა. ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა აწ გარდაცვლილის ბინის ძარცვას მოჰყვა, რასაც მოკლულის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. რადგან გარდაცვლილს მეორე ცოლი ჰყავდა, ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა კახა ნ-ს პირველი ცოლის ძმამ, ნოდარ გ.-მ შეუკვეთა, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში სერიოზული ავტორიტეტი აქვს. სწორედ ამიტომ, ჭირისუფალს რეალური მკვლელი აინტერესებს, რომელიც გამოძიებამ არ თუ ვერ დააკავა.

შეკვეთილ მკვლელობაში გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი არ ეპარება. ამის საფუძველი კი ნამდვილად აქვთ, რადგან აწ გარდაცვლილზე მისი პირველი ცოლის ოჯახი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული, განსაკუთრებით ცოლყოფილის ძმა – ნოდარ გ, რომელიც ქურდულ სამყაროსთან კეთილდამოკიდებულების გამო თავს რუსეთს აფარებს. თუმცა, როგორც ჭირისუფალი აცხადებს, მას „საქმის გამკეთებლები“ საქართველოში მრავლად ჰყავს. თუმცა, მუქარის მიუხედავად, გამოძიებას გარდაცვლილის პირადი ცხოვრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებია, მაშინ, როდესაც, საქმის მასალები ამაზე აშკარად და პირდაპირ მიანიშნებს.

აწ გარდაცვლილმა, თბილისელმა კახა ნ-მ პირველად 18 წლის ასაკში, თანაკლასელზე იქორწინა. უფრო ზუსტად, მან ბოლო ორი კლასი რაიონში დაამთავრა. იქ ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა და გავლენიანი ოჯახის შვილს სკოლაში ასევე გავლენიანი გვარის თანაკლასელი – ნინო გ. შეუყვარდა. მათ სკოლის დამთავრებისთანავე იქორწინეს, მაგრამ ოჯახი 9 თვეში დაენგრათ – ასაკის გამო, ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ბიჭისა და განსაკუთრებით, გოგოს მშობლები, ცუდად ერეოდნენ. ყველაფერი კი მათი გაყრით დასრულდა – გოგონას მშობლებმა ფეხმძიმე შვილი ქმარს გააცილეს.

ბავშვის გამო კახას ნ-ს ოჯახი ცოლ-ქმრის შერიგებას ყველანაირად ცდილობდა, მაგრამ, ვინაიდან ნინო გ-ს მუცელი მოეშალა, შერიგებაზე საუბარი საბოლოოდ დასრულდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გაყრის ინიციატორი ნინოს მშობლები იყვნენ, მთელმა რაიონმა იცოდა, რომ გოგონას მშობლები და ნათესაობა ყოფილ სიძეს მოკვლით ემუქრებოდნენ. ამის გამო, კახა ნ. საქართველოდანაც კი გაიყვანეს და არცთუ უსაფუძვლოდ – უკან დაბრუნების შემდეგ მისი მოკვლა ცოლისძმამ სცადა. შედეგდ, ნოდარ გ. ერთი წლით ციხეშიც მოხვდა.

რომ არა დის საბედისწერო ქორწინება, შესაძლოა, ნოდარ გ-ს სხვა ცხოვრება ჰქონოდა, არც ციხეში მოხვედრილიყო და არც რუსეთში წასულიყო და საერთოდ, კრიმინალურ ცხოვრებაზე არც კი ეფიქრა. მაგრამ, პირველად ციხეში სწორედ ყოფილი სიძის გამო აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს, კახა ნ. ბებია-ბაბუასთან ჩასვლას თავს არიდებდა. მაგრამ, ბებიის გარდაცვალების გამო სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ჩანს, მიცვალებულის გამო, იმ პერიოდში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ მეორედ ჩასვლისას, კახა ნ., ფაქტობრივად, სიკვდილს გადაურჩა.

როგორც საქმიდან ირკვევა, კახა ნ. მეგობრებთან ერთად, სტუმრად მისი რაიონის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. სიმთვრალის გამო, ბიჭები თბილისში ვერ დაბრუნდნენ და გვიან ღამით კახა ნ-მ ბიჭები დასაძინებლად მამაპაპისეულ სახლში მიიყვანა. ვინ იყო ინფორმატორი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ამბავი მისი ცოლყოფილის ოჯახმა, დაახლოებით, საათ-ნახევარში შეიტყო.

გამოძიების მასალებით, კახა ნ-ს ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და სთხოვა, გარეთ გასულიყო. ასეც მოიქცა, ეგონა, რომ დანარჩენმა სტუმრებმაც მასთან გადაწყვიტეს სუფრასთან ღამის გათევა და უკვე დაწოლილი, ადგა და გარეთ გავიდა. მისი გასვლა და გასროლა, ერთი იყო – ყოფილ სიძეს ყოფილმა ცოლისძმამ ესროლა... მართალია, ტყვია ააცდინა, მაგრამ ამის გამო ნოდარ გ. ციხეში მოხვდა. თუმცა, რამდენიმე დღეში მისი საქმიდან იარაღი გაქრა და მხოლოდ ხულიგნობისთვის, ციხეში ერთი წლით გაამწესეს.

სწორედ ასეთი ფაქტების გამო, გარდაცვლილის მეორე ცოლი და მთლიანად მისი ოჯახი მიიჩნევს, რომ კახა ნ. არა უბრალოდ ძარცვის, როგორც გამოძიება ამბობს, არამედ შურისძიების მსხვერპლი გახდა. რევანში კი ყოფილმა ცოლისძმამ აიღო, რომელიც ყოფილ სიძეს წლების განმავლობაში ემუქრებოდა...

მკვლელობის ოფიციალური ვერსია

კახა ნ-ს მკვლელობის საქმეს თავიდან ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია ჰქონდა, მაგრამ სასამართლოში საქმე მხოლოდ ლევან ს-ს მიმართ წარიმართა.

გამოძიების მასალებით, კახა ნ, რომელიც იმ პერიოდში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული, სახლში მარტო იმყოფებოდა. როდესაც ბინაში თავდამსხმელები შეიჭრნენ, აწ გარდაცვლილმა დამნაშავეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ მათი მოგერიება ვერ შეძლო. შედეგად, ინციდენტი უმძიმესი შედეგით – მკვლელობით დასრულდა. მეორე დღეს მოკლული სახლში დაბრუნებულმა ფეხმძიმე მეუღლემ სასტიკად დასახიჩრებული იპოვა (გარდაცვლილის მეორე ცოლი ექიმია). რამდენიმე თვის შემდეგ კი, დანაშაული გახსნილად გამოაცხადდა – ლევან ს. პოლიციას თავად ჩაბარდა და აღიარებითი ჩვენებაც მისცა...

დაკავებულის პირველი ჩვენების თანახმად, იმ დღეს ქუჩაში შემთხვევით, ძველ ნაცნობს შეხვდა, რომელთან ერთადაც დალია და ვინაიდან კახა ნ-ს ბინა წინასწარ ჰქონდა შერჩეული, თავდასხმაში მონაწილეობა შესთავაზა. მისი თქმით, გვიან ღამით პატრონს სახლში შეეჭრნენ და თანხა მოსთხოვეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ლევან ს-ს თქმით, ვინაიდან გარდაცვლილი ფიზიკურად ძლიერი იყო, მისმა ნაცნობმა დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, რის გამოც კახა ნ. ადგილზე გარდაიცვალა. ამ ჩვენებაზე დაყრდნობით, გამოძიებამ საქმეს ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა, მაგრამ განსასჯელმა ჩვენება რადიკალურად შეცვალა. ირწმუნებოდა, თითქოს, შემთხვევის ადგილზე მარტო იმყოფებოდა. ამიტომ, გამოძიებამაც ბოლოს დაასკვნა, რომ საქმეში მხოლოდ ერთი პირი – ლევან ს. მონაწილეობდა. გამოძიება აცხადებდა, რომ თავდამსხმელი ბინაში ფულსა და ოქროს ეძებდა, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ სახლში ერთიც იყო და მეორეც, მკვლელს ბინიდან არაფერი წაუღია... ეს გარემოება კიდევ ერთხელ უმძაფრებდა გარდაცვლილის ოჯახს ეჭვს, რომ ფული და ძვირფასეულება საერთოდ არაფერ შუაში იყო, მაგრამ გამოძიებამ ჭირისუფლის ვერსია რატომღაც არ გაითვალისწინა.

საქმეში ლევან ს. რომ მონაწილეობდა, ამას ადასტურებს მკვლელობის იარაღი – დანა, რომელზეც მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა, მაგრამ, ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობაში არა ერთი, მინიმუმ ორი პირი მაინც მონაწილეობდა, იმიტომ, რომ:. 1. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა ქუდი, მაგრამ გამოძიება ისე დასრულდა, ვერ დადგინდა, ვის ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ქუდიდან ამოღებულ თმას, მაგრამ მკვლელობაში ბრალდებულ ლევან ს-ს ის არ კუთვნოდა. 2. მოკლულს სხეული მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ორი ღრმა ჭრილობა კისერში, სამი კი – მუცელში ჰქონდა მიყენებული. თუმცა, მის სხეულზე აღმოჩნდა პირველი ჯგუფის სისხლის კვალიც. მაგრამ, არც გარდაცვლილს და არც დაკავებულს ამ ჯგუფის სისხლი არ აქვთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განსასჯელი მარტო არ მოქმედებდა...

ამის მიუხედავად, განსასჯელმა სასამართლოზე განაცხადა: „მთვრალი ვიყავი და ქურდობა გადავწყვიტე. ვიცოდი, კახა ნ-ს სახლში ფული ექნებოდა. არ მეგონა, შინ თუ დამხვდებოდა. გასაქურდად რომ შევედი, ეზოში მანქანა არ იდგა და დავრწმუნდი, რომ სახლში არავინ იყო. როცა შიგნით შევედი, კახა ოთახში დამხვდა. უკნიდან მივეპარე და თავში რაღაც ჩავარტყი. მინდოდა, გამეთიშა, მაგრამ წამოხტა და დამარტყა. წავიქეცი. ამ დროს მაგიდიდან დანა აიღო და ჩემს მოკვლას ცდილობდა. მის მოგერიებას ვცდილობდი და არ ვიცი, რამდენ ხანს ვჩხუბობდით. მინდოდა, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ ბოლოს მიცნო და მისი მოკვლა გადავწყვიტე. დანა წავართვი, მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი. როცა მივხვდი, ცოცხალი აღარ იყო, ფულის ძებნა დავიწყე. ვერ ვიპოვე. იქიდან მეგობრის სახლში წამოვედი. მისთვის არაფერი მითქვამს, მინდოდა, საქართველოდან წავსულიყავი და ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი. მაგრამ ბოლოს ჩაბარება გადავწყვიტე... ჩემთან ერთად არავინ ყოფილა, არ ვიცი, ვის ეკუთვნოდა ქუდი და ვისი სისხლის კვალი აღმოაჩნდა მოკლულს. ეს მე მარტომ ჩავიდინე. ვაღიარებ ჩადენილ დანაშაულს და ვნანობ მომხდარს“.

გარდაცვლილის მეუღლის ჩვენებიდან: „იმ საბედისწერო დღეს სამსახურში ვიყავი. დილით კარი ღია დამხვდა. საშინელება იყო... ჩემი მეუღლე დასახიჩრებული ეგდო. გარეთ გავვარდი და ვკიოდი. მეზობლებიც მოგროვდნენ.... მერე არაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. ის დანა ჩვენია. დარწმუნებული ვარ, განსასჯელი მარტო არ ყოფილა. ჩემი ქმარი ფიზიკურად ძლიერი იყო, მას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. მოვითხოვ, აღიაროს ვინ შეუკვეთა ჩემი ქმრის მკვლელობა... დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი ქმრის პირველი ოჯახის შურისძიებაა. ვერ აიტანეს, რომ ბავშვს ველოდებოდით.“

საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ჯგუფური, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ამიტომ, გამოძიებას დანარჩენი ეჭვმიტანილების ვინაობის დადგენა და დაკავება დაევალა. რაც შეეხება ლევან ს-ს, მას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ დაზარალებული ოჯახისთვის ეს არაფერს ნიშნავს. მათთვის მთავარი მკვლელობის შემკვეთის დადგენაა.




скачать dle 11.3