სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
11 აპრილს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენის ციხეში, რომელიც გარეუბანში მდებარეობდა, „ესესის” ¹3 ზონდერჯგუფი შეიჭრა, კბილებამდე შეიარაღებულებმა, ეგრეთ წოდებული საწვრთნელი გეგმა ¹11 განახორციელეს, რაც ადამიანების უმოწყალო ხოცვას ითვალისწინებდა. ფაშისტმა ჯალათებმა 30 წუთის განმავლობაში 260 ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს, რომლებიც სათითაოდ დაჩეხეს.
12 აპრილს ტრანსციმბირულ მაგისტრალზე მიმავალმა მატარებელმა, რომელსაც საიდუმლო სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, კატასტროფა განიცადა. ორთქლმავალს ღუმელი აუფეთქდა, რელსებიდან გადავარდა და 50 სამხედრო გამცილებელი დაიღუპა. სახელმწიფომ კი 32 მილიონი მანეთით იზარალა.
13 აპრილს სტოკჰოლმში 30 წლის ფრანგი მანიაკი – რენე ბორჟენი დააპატიმრეს და საფრანგეთის პოლიციას გადასცეს. ბორჟენი პროფესიით სანიტარული ექიმი იყო და 10 ადამიანი ჰყავდა მოკლული. სერიული მკვლელი წითურებს ერჩოდა. მათ ის ჩაქუჩით ხოცავდა, თავს ჰკვეთდა და უჩინარდებოდა. მანიაკი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
60 წლის წინათ – 1951 წელი
13 აპრილს მოსკოვში 40 წლის ანდრეი პროხორენკო დახვრიტეს, რომელიც მძღოლი იყო და 13 ადამიანი სადისტურად ჰყავდა მოკლული. მანიაკი მსხვერპლად ძირითადად ქალებს ირჩევდა. მათ მანქანაში იტყუებდა და თიშავდა. შემდეგ აბამდა, აუპატიურებდა და ბოლოს სასქესო ორგანოებს კვეთდა. გვამებს კი ბენზინს ასხამდა და წვავდა.
14 აპრილს რიო-დე-ჟანეიროს მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და გაქცევა სცადეს. მათ ჯერ ციხის ადმინისტრაციის 19 წევრი აიყვანეს მძევლად და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიგდეს ხელში, შემდეგ კი ციხეს ცეცხლი წაუკიდეს და გაქცევა სცადეს. თუმცა, ციხესთან მობილიზებულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს და 160 ადამიანი გაანადგურეს.
15 აპრილს შოტლანდიის ქალაქ დანდიში, ერთ-ერთი სტუდენტური საფეხბურთო გუნდების მატჩისას, აღმოსავლეთ ტრიბუნა ჩაინგრა და გულშემატკივრებით სავსე სკამები ქვევით ჩაიტანა. ნანგრევებში 500 ადამიანი მოყვა, რომელთაგან 61 დაიღუპა, დანარჩენებმა კი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.
50 წლის წინათ – 1961 წელი
15 აპრილს, კიევში, 35 წლის მიროსლავ კოზლოვსკი დახვრიტეს. პროფესიით არქიტექტორს 9 ადამიანი ჰყავდა მოკლული და შეჭმული. კანიბალი კოზლოვსკი ადამიანებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამით სარგებლობდა უახლოვდებოდა მომავალ მსხვერპლს და შემდეგ სახლში პატიჟებდა, თიშავდა და სარდაფში ჩაჰყავდა, სადაც სასაკლაო ჰქონდა მოწყობილი. იქ მათ ანაწევრებდა და ხორცისგან სხვადასხვა კერძს ამზადებდა, რომლებსაც მხოლოდ თვითონ ჭამდა.
16 აპრილს ბერლინში დისლოცირებული საბჭოთა სატანკო ნაწილის უმცროსი ლეიტენანტი – იური როგოვი, რომელიც არყით იყო გალეშილი, ავტომატმომარჯვებული შეიჭრა ოფიცერთა ყაზარმაში და კოლეგებს ცეცხლი გაუხსნა. როგოვის საქციელმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თავად თავდამსხმელი კი კოლეგებმა მოკლეს.
17 აპრილს ავსტრიის ქალაქ ვენის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე მოხუცთა თავშესაფარს ცეცხლი გაუჩნდა და ორსართულიანი ხის ნაგებობა ისე ჩაიფერფლა, იქ მყოფმა 32 მოხუცმა გამოსვლა ვერ მოახერხა და დაიღუპნენ.