კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა შინაურ ცხოველს ადამიანების ბედზე ზეგავლენის მოხდენა და რა შემთხვევაშია საშიში მისი წყევლა და შურისძიება

უბრალო, შინაურ ცხოველს უდიდესი მაგიური ძალა გააჩნია. მას საკუთარ პატრონზე შეუძლია შურიც იძიოს და რაც უნდა გასაკვირად ჩანდეს, არ არის გამორიცხული გათვალოს და ცხოვრებაში უკან დასწიოს ის, ვის ბინაშიც თავად ბინადრობს. შინაური ცხოველის წყევლის შესახებ უძველესი დროიდან არის ცნობილი და არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც აუსახავთ ეს. როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი ნანი ამბობს, შინაურ ცხოველებს, შესწევთ უნარი, ჩვენი იდილიური და ჰარმონიული ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ და ყველაფერი თავდაყირა დააყენონ – რასაკვირველია, თუ მათ გააბრაზებთ, ან საკადრისად ვერ აასრულებთ მათ სურვილებს. დამეთანხმებით რთულია, გაიგო, რას ითხოვს შენგან კატა ან ძაღლი, რომელიც შეიძინე ან გაჩუქეს. როგორ უნდა მიხვდე, რა მოსწონს მას და რა აღიზიანებს?!

ნანი: შინაურ ცხოველებს შურისძიება შეუძლიათ და ამის არაერთი ფაქტიც არსებობს. წარმოიდგინეთ, იმდენად მაგიური თვისებით გამოირჩევა, ერთი შეხედვით საყვარელი, ფუმფულა და უწყინარი კატა, რომ ამას ბევრი არც კი დაიჯერებს. მას შეუძლია, პატრონის სიყვარული, თანაგრძნობა, სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, მაგრამ თუ გაგინაწყენდათ და გაბრაზდა თქვენზე, მაშინ საშინელი წყევლა იცის, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ზედმიწევნით უხდება. საერთოდ, როცა ადამიანს რაღაცის არ სჯერა, ძნელია მისი დარწმუნება ან გადარწმუნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი მეკამათება ხოლმე, ვის გაუგია კატამ ან ძაღლმა დაიწყევლოს ან ადამიანზე შური იძიოსო. დამიჯერეთ, ეს რეალობაა და შემიძლია, ამის უამრავი ფაქტი მოვიყვანო. ამ საკითხით დიდი ხანია, დავინტერესდი და ასე თამამად ამიტომ ვლაპარაკობ. ბევრისგან მსმენია, ბავშვობაში კატას ვაწვალებდი, ძალით ვიჭერდი და ნემსს ვუკეთებდი, ხეზე ვკიდებდი, კუდს ვუწელავდი, თოკს გამოვაბამდი და ისე დავარბენინებდიო. მოკლედ, ასეთ სისულელეს და სიცელქეს ბევრი ბავშვი სჩადის, მაგრამ დიდობაში, რომ სამაგიეროს იხდის ამის გამო, ამას ვეღარ აცნობიერებს.

– თქვით, წლების წინ დავინტერესდი მსგავსი რამეებითო. თავად შეგემთხვათ რაიმე ცხოველებთან დაკავშირებით, თუ ეს უბრალო დაინტერესება იყო?

– ახლავე მოგახსენებთ. ბავშვობაში დეიდაჩემთან მტოვებდნენ ხშირად და მას ჰყავდა ერთი ლამაზი, ციმბირული ჯიშის, თეთრი და ფუმფულა, დიდი კატა. მას ვეთამაშებოდი ხოლმე. აჩემებული მქონდა, რომ გავიზრდები, ექიმი უნდა გამოვიდე, ნემსი გაგიკეთოთ და მოგარჩინოთ-მეთქი. ბებია მყავდა ძალიან ავად და რომ ვუყურებდი, ნემსს როგორ უკეთებდნენ, იმიტომ გამიჩნდა ასეთი სურვილი. მოკლედ, ერთ დღესაც, მოვიპარე შპრიცი, ამპულა და იმ კატას ნემსი გავუკეთე. საწყალი, ისე გავამწარე, მისი კნავილი იქაურობას იკლებდა. ამის გამო ძალიან დამსაჯეს. დეიდაჩემმა სულ სადისტი მეძახა. რამდენიმე დღეში ის კატა მოკვდა და დღესაც მჯერა, რომ სიკვდილის წინ ისე დამწყევლა, მთელი ცხოვრება წამლებისა და ნემსების ქვეშ ვარ. სწორედ ეს ფაქტი გახდა იმის მიზეზი, რომ მსგავსი მოვლენებით დავინტერესებულიყავი. თან, ჩემი მეზობელი ძალიან განათლებული ქალი იყო და მან მითხრა საუბარში, ცხოველს წყევლა შეუძლია და სიკვდილის წინ ყველა იმ ადამიანს სწყევლის, ვინც გაამწარაო.

– ცხოველის წყევლის შესახებ ეზოთერულ ლიტერატურაში მართლაც ბევრი ფაქტია მოყვანილი, მაგრამ ვერსად ამოვიკითხე მისი მოხსნის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

– სწორედ, ამის გამო დავინტერესდი ეზოთერული სფეროთი, რომ ცხოველების წყევლის შესახებ უფრო მეტი გამეგო და ისიც ამეხსნა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ წყევლის განეიტრალება ან, საერთოდ, მოხსნა. ერთ-ერთ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ისეთი ინფორმაცია, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. მისი წყალობით, ბევრ კითხვას გავეცი პასუხი. ანუ იმ კითხვებს, რომელზედაც პასუხი ბევრს არ აქვს და მით უმეტეს, ამ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს. მოკლედ, ცხოველებსაც შეუძლიათ, ადამიანის დაწყევლა, მაგრამ მისი მოხსნა შეუძლებელია. ამას ვერავინ შველის, მით უმეტეს, თუ ის ცხოველი, რომელმაც დაიწყევლა, უკვე მკვდარია.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, როდის იწყევლება შინაური ცხოველი?

– მართალია, ეს არც ისე ადვილი მისახვედრია, მაგრამ თუ რომელიმე ცხოველს გააბრაზებთ და მერე კარგად დააკვირდებით მის თვალებს, მათში თქვენკენ მომართულ ზიზღს ადვილად ამოიკითხავთ. არ არის გამორიცხული, სწორედ იმ მომენტში გწყევლიდეთ. ამიტომ, არ გირჩევთ, ცხოველებს რაიმე დაუშავოთ, თორემ მისი შურისძიება მთელი ცხოვრება გაგყვებათ და სიცოცხლეს მოგიშხამავთ.

– კატის გათვალვაზე ბევრს სმენია. მაგალითად, როცა ის წინ გადაურბენს ადამიანს, განსაკუთრებით კი შავი ფერის, ცდილობენ, მის გადანარბენზე არ გაიარონ და შორიდან მოუარონ. ამაზე რას გვეტყვით?

– (იცინის). ეს მეც ბავშვობიდან ვიცი და დღესაც ასე ვიქცევი. ვერ გეტყვით ეს ცრურწმენა საიდან იღებს სათავეს, მაგრამ რადგან ჩვენი წინაპრებიც ასე იქცეოდნენ, უმჯობესია ჩვენც დავიზღვიოთ თავი და კატის გადარბენილზე არ გავიაროთ. მით უმეტეს, დილით, თუ საქმეზე მიგვეჩქარება. ასევე, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დღეებსაც გააჩნია. მაგალითად, თუ კატა ორშაბათს, პარასკევს, შაბათს ან კვირას გადაგიჭრით გზას, მაშინ საქმე იმ დღეს ცუდად წაგივათ და მეტად ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოთ. ამ დროს, უნდა შეჩერდეთ, დადგეთ მარცხენა ფეხზე და მარჯვენა ნეკზე იკბინოთ. ეს ერთგვარი დაცვაა, რომ საქმეში წარუმატებლობის შანსები შეამციროთ. ასევე, თუ შავმა კატამ, თაგვმა ან ძაღლმა გზაზე გადაგირბინათ და არ შემოგხედათ, მაშინ საშიში არაფერია. ხომ იცით, ცხოველებს განსაკუთრებული ინტუიცია გააჩნიათ და ამით გრძნობენ შესაძლო საფრთხეს. ამასვე განიცდიან ადამიანებთან დაკავშირებით. მთავარია, თქვენკენ არ მობრუნდეს და არ დაგაკვირდეთ დაჟინებული მზერით ის ცხოველი, რომელიც გზას გიჭრით.

– იმასაც ხომ ამბობენ, თუ შინაურმა ცხოველმა თქვენგან სითბო და სიყვარული იგრძნო, მისგან დახმარებას და ერთგულებას უნდა ელოდოო?

– რასაკვირველია, ასეც ამბობენ და ეს სრული სიმართლეა. თუ შინაურმა კატამ ან ძაღლმა თქვენგან სითბო და სიყვარული იგრძნო, მაშინ ისიც ერთგულებით გიპასუხებთ და არ არის გამორიცხული, მოსალოდნელ შესაძლო საფრთხეზეც მიგანიშნოთ ქცევით. მაგალითად, თუ კატა სახლიდან გასვლამდე ფეხებში გედებათ და გელაქუცებათ, უმჯობესია ცოტა ხნით სახლში შეყოვნდეთ და მერე გახვიდეთ ქუჩაში, მაგრამ, თუ ძაღლმა ყეფა დაგიწყოთ, მაშინ იმ დღეს საერთოდ მოერიდეთ სახლიდან ფეხის გადგმას ან რაიმე სერიოზულ საქმეზე წასვლას. თუ სახლში თაგვი გაჩნდა, ფული ეკონომიურად ხარჯეთ, რადგან ეს სიღარიბის მომასწავებელია, თუ კატა არ გშორდებათ, მოეფერეთ, რადგან ის ამით თქვენს შესაძლო დაავადებას ებრძვის და უტევს, ანუ საკუთარ თავზე იღებს მისგან თქვენს დაცვას. მაგრამ, თუ ძაღლი არ გაქცევთ ყურადღებას და თავისთვის ოთახში წევს, უნდა ივარაუდოთ, რომ არასასიამოვნო პერიოდი დადგა თქვენს ცხოვრებაში და რაიმეს შეცვლა ან გადაფასება, გარდაუვალია. მოკლედ, შინაური ცხოველები თავისებურად გვაფრთხილებენ და თუ თქვენ დაკვირვებული თვალი გაქვთ, ამას ადვილად შენიშნავთ. ტყუილად როდი უწოდებენ ცხოველებს ერთგულ და დამცველ მეგობრებს. ისინი ერთგულად გემსახურებიან და საფრთხესაც აგარიდებენ თავიდან, თუ სწორად და გულით მიუდგებით. მაგრამ, თუ მათ თქვენგან სიცივე და აგრესია იგრძნეს, ასევე გიპასუხებენ. ეს კი თქვენს ცხოვრებაზე გარკვეულ კვალს დატოვებს და ნეგატიურად აისახება მომავალში ბედნიერებასა თუ იღბალზე.


скачать dle 11.3