კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინდოეთის მოსახლეობამ 1,21 მილიარდს მიაღწია – ჩინეთამდე „სულ რაღაც“ 120 მილიონი დარჩა

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ინდოეთის მოსახლეობა 181 მილიონით გაიზარდა და ბოლო აღწერის შედეგების მიხედვით, 1,21 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებლებით, ინდოეთი ძალიან მიუახლოვდა ჩინეთს, რომლის მოსახლეობა, უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთისას მხოლოდ 120 მილიონი ადამიანით აჭარბებს.

მოსახლეობის აღწერა ინდოეთში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო აღწერა 2010 წლის მიწურულს ჩატარდა, რომლის დროსაც 2,5 მილიონმა ჩინოვნიკმა მოინახულა ინდოეთის 7 ათასი ქალაქისა და 600 ათასი სოფლის ყოველი სახლი.

ინდოეთის ახლანდელი მოსახლეობა აჭარბებს ამერიკის შეერთებული შტატების, ინდონეზიის, ბრაზილიის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ერთად აღებულ მოსახლეობას. ამ ქვეყანაში ცხოვრობს პლანეტის მოსახლეობის 17,5 პროცენტი, მაშინ, როცა მასზე დედამიწის ტერიტორიის მხოლოდ 2 პროცენტი მოდის.


скачать dle 11.3