„ალ-ქაიდას“ „რექტალური“ ბომბები
„ალ-ქაიდას“ თვითმკვლელები ასაფეთქებელი მასალის გადატანის ახალ მეთოდს იყენებენ – თუკი ადრე ისინი ასაფეთქებელ მასალას სხეულზე გარედან იმაგრებდნენ, ახლა ისინი მას სხეულის შიგნით, კერძოდ, ანალურ ხვრელში მალავენ. ბომბს რექტალური სანთლის მსგავსად ამზადებენ და მისი აღმოჩენა მხოლოდ რენტგენის აპარატით შეიძლება. მაგრამ, რადგან ადამიანების დასხივება, განსაკუთრებით – დაცულ ადგილებში, საშიშია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ასეთი მეთოდით მგზავრთა ან მოქალაქეთა შემოწმება იშვიათად ხდება. ასე რომ, ტერორისტებს შეუძლიათ, თავიანთ მიზანს პრაქტიკულად წინაღობის გარეშე მიუახლოვდნენ.
პირველი ასეთი შემთხვევა აგვისტოს ბოლოს საუდის არაბეთში მოხდა, როდესაც ძებნილმა ისლამისტმა მოაწყო აფეთქება საუდის არაბეთის პრინცის – მუჰამედ ბენ ჰაიეფას მიღებაზე. კამიკაძემ სრულიად უპრობლემოდ გაიარა ლითონის მაძიებელი აპარატი. განსაზღვრულ მომენტში კი უბრალოდ, დააჭირა ხელი მობილური ტელეფონის ღილაკს, რომელიც დაცვამ მას შესვლის წინ არ ჩამოართვა. შედეგად, როგორც „ფიგარო“ წერს, ტერორისტი პატარა ნაწილებად დაგლიჯა აფეთქებამ, ხოლო პრინცი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, რადგან სწორედ იმ მომენტში იგი შენობიდან გავიდა.
ამ ინციდენტის შემდეგ საფრანგეთის სპეცსამსახურები სერიოზულად შეშფოთდნენ, რადგან ავიარეისების მგზავრების შემოწმებისას თანამედროვე მეთოდები ვერ შეძლებენ თავის დროზე აღმოაჩინონ და გააუვნებელყონ ტერორისტები.
სამართალდამცავი ორგანოები სხვა ვარიანტსაც განიხილავენ – გააუვნებელყონ არა მარტო ბომბი, არამედ დეტონატორიც, ამ შემთხვევაში – მობილური ტელეფონი. შეიძლება ისინი ფრენისას აიკრძალოს, მაგრამ ეს მიუღებელია ბიზნესმენებისთვის. შეიძლება, მგზავრები აიძულონ, მობილური ტელეფონები სტიუარდესას ჩააბარონ.