ქალიშვილობა – აუქციონზე
ბელგიელმა სტუდენტმა, სახელად ნოელმა, ინტერნეტში გასაყიდად „გამოფინა“... საკუთარი ქალწულობა.
„აუქციონს” ორგანიზება გაუწია ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა სააგენტომ. ეს სააგენტო სთავაზობს თავის კლიენტებს ესკორტ-მომსახურებას. ნოელთან პირველი ღამის უფლებაზე ბოლო ფსონმა 175 ათას 500 ევრო შეადგინა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემებით, ანტვერპენელი ქალიშვილი იმედოვნებს, მოხსნას ამერიკელი ნატალი დილანის „რეკორდი”, რომელმაც თავისი ქალწულობა 2,8 მილიონ ევროდ „დაკარგა“.
სტუდენტი ქალწული, თავის მხრივ, პირობას დებს, აუქციონიდან მიღებული თანხის 5 პროცენტი ქველმოქმედებას მოახმაროს.
„მე ნორმალური აღზრდა მივიღე და ჩემი მშობლები ვერ გადაიტანენ, თუ ამ ამბავს გაიგებენ. საქმის კურსში მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარია. თავიდან იგი მარწმუნებდა, უარი მეთქვა განზრახვაზე, მაგრამ ახლა დაწყნარდა და ჩემს გადაწყვეტილებას პატივისცემით ეპყრობა“, – განუცხადა ნოელმა ინტერვიუში ჰოლანდიურ ჟურნალ „პანორამას”.