ბევრი მამაკაცი ფიქრობს‚ რომ ყველა ქალი „სტერვაა“ და ზოგიერთი ქალი სიამოვნებით ეთანხმება მათ.
***
ახალგაზრდა წყვილი ტაილანდურ რესტორანში შევიდა. ვაჟმა მენიუ აიღო‚ კარგა ხანს ატრიალა ხელში და გოგონას გაუწოდა:
– ასეთ ადგილებში ვერასოდეს ვარჩევ‚ რა შევუკვეთო. იქნებ შენ ნახო. მე კი ოფიციანტს დავუძახებ.
– ჯობია‚ სასწრაფოს დაუძახო‚ ჩემი ქმარი შემოვიდა...
***
„მან დაარღვია ქალიშვილობის შინაგანი სივრცის სუვერენიტეტი“.
***
თუ ტუალეტის ან ექსკრემენტების სიზმარში ნახვა ფულს ნიშნავს‚ წარმოიდგინე ბილ გეითსის სიზმრები.
***
– გაიგე? ნაზიკიას ბიჭს იმდენი ძვირფასეულობა უჩუქებია იმ გოგოსთვის‚ ახლა იძულებულია, ცოლად შეირთოს.
***
მამაკაცმა სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებითა და პაკეტებით აავსო ურიკა. მოლარე კარგა ხნის განმავლობაში აწყობდა ურიკიდან ნავაჭრს და შეჰყავდა სალარო აპარატში‚ ბოლოს ირონიული ღიმილით მიმართა მყიდველს:
– იცით‚ მგონი‚ ტუალეტის ქაღალდი დაგავიწყდათ!
– ნუ ღელავ‚ გენაცვალე‚ სალაროს ჩეკი 69 თუ არა 50-მეტრიანი მაინც იქნება.
***
– იცი‚ ერთი კვირაა‚ რაღაცის კითხვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია.
– ნუ გეშინია‚ თამამად შემეკითხე‚ პასუხი უკვე ერთი თვეა, მზად მაქვს.
***
– შეგიძლია‚ შენი სიყვარული დამიმტკიცო?
– რა თქმა უნდა‚ ნებისმიერი ხერხით... რომლით დავიწყოთ?
***
ქმარი სახლში დაღვრემილი ბრუნდება საავადმყოფოდან‚ სადაც სიდედრის სანახავად იყო მისული.
– ეტყობა‚ დედაშენს მალე გამოწერენ. ექიმმა თქვა‚ უარესისთვის მოემზადეთო...
***
ბადროს მტყორცნელი ძალიან დიდხანს ემზადება: სამჯერ მიიღო საწყისი მდგომარეობა‚ ხუთჯერ გადაიტანა ბადრო ერთი ხელიდან მეორეში... მსაჯს ნერვებმა უმტყუნა‚ მიირბინა და ეკითხება:
– ისვრი, ბოლოს და ბოლოს, თუ არა?
– იცი‚ ცოლი წამოვიყვანე‚ აი‚ იქ ზის და, მინდა, მაგარი ტყორცნა გამომივიდეს...
– და შენ დარწმუნებული ხარ‚ რომ აქედან ზუსტად მოარტყამ?!
***
მამაკაცი სამსახურში ახალი კოსტიუმით მივიდა.
– ვა‚ რა მაგარია! – შეუქეს თანამშრომლებმა.
– ცოლმა მაჩუქა.
– დაბადების დღე გქონდა?
– არა‚ უბრალოდ‚ ისე... გუშინ ხომ ცოტა ადრე წავედი სახლში... შევდივარ ოთახში და, ვხედავ, სკამზეა კოხტად გადაკიდებული.
***
ცოლი მივლინებით იტალიაში მიდის. ქმარმა აეროპორტში მიიყვანა. გამომშვიდობებისას ცოლი ეკითხება:
– აბა‚ რა ჩამოგიტანო საჩუქრად?
– იტალიელ გოგონაზე უარს არ ვიტყვი‚ – იხუმრა ქმარმა.
გავიდა ერთი თვე და ცოლი დაბრუნდა. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ქმარმა საჩუქარი შეახსენა.
– ო‚ ვიზრუნე შენს დანაბარებზე‚ – უპასუხა ცოლმა‚ – იტალიელი კია‚ მაგრამ, ცოტა ხანს მოცდა მოგიწევს‚ რომ გაირკვეს, გოგოა თუ ბიჭი...
***
ცოლი ქმარს სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა‚ რომანტიკულად მიაპყრო თვალები ჭერს და ეკითხება:
– გახსოვს‚ ერთმანეთი რომ გავიცანით‚ რა ლამაზი იყო ზღვის სანაპირო‚ ჩამავალი მზე?..
– ეჰ‚ ჯობდა, უფრო ადრე შეგხვედროდი...
– რატომ? – კეკლუცად ჰკითხა ცოლმა.
– კარგად შეგათვალიერებდი და ახლა სხვადასხვა ადგილზე დავტკბებოდით ცხოვრებით.
– არა გრცხვენია‚ მაგას რომ ამბობ?
– კარგი‚ ჰო‚ მაშინ, ცოტა გვიან შეგხვედროდი...
– ეგ რატომ?
– სიბნელეში საერთოდ ვერ შეგამჩნევდი.
***
– თქვენ გემსახურებათ სექსი ტელეფონით... მე შევასრულებ ნებისმიერ თქვენს სურვილს...
– ეკუშ‚ მე ვარ‚ რომ წამოხვალ‚ პური წამოაყოლე...
***
დედასთან დასასვენებლად წასულმა ცოლმა ქმარს მესიჯი მისწერა:
„არ დაივიწყო‚ რომ ცოლიანი ხარ“.
პასუხი მეორე დღეს მოვიდა:
„მაპატიე‚ მაგრამ, შენმა მესიჯმა დააგვიანა“.
***
– რატომ უკეთებენ პაციენტს ნარკოზს ოპერაციის წინ?
– იმიტომ‚ რომ ქირურგს ხელი არ შეუშალოს ჭკუის სწავლებითა და მითითებებით.
***
ამ ბოლო დროს ისეთი ამინდებია‚ რომ პროგნოზს სულ გინებით გადმოსცემენ.
***
ფსიქოანალიტიკოსთან:
– ექიმო‚ რა შეიძლება, ეშველოს ამას, რაც გვჭირს? მუდმივად ერევა ჩვენს საქმეებში‚ ჭკუას გვარიგებს‚ გვასწავლის‚ როგორ ვიცხოვროთ და სულ გვაკონტროლებს‚ რას ვაკეთებთ... მოშორებაც არ შეიძლება‚ იმიტომ, რომ ხანდახან ფულს გვაძლევს...
– ნუ ნერვიულობთ‚ ასეთი კონფლიქტი ყველას აქვს სიდედრთან...
– რა სიდედრი‚ ევროპაზე გეუბნებით...
***
დილით ახალგაღვიძებულ კაცს ანგელოზი შემოხვდა:
– შენ სუფთა და სწორი ცხოვრებისთვის ერთი სურვილის შესრულებას იმსახურებ. თქვი‚ რა გინდა:
– მინდა‚ მსოფლიო ვმართო...
– დაე‚ აღსრულდეს!
... და კაცი დოლარად გადაიქცა‚ სურვილი კი ნამდვილად აუსრულდა – განაგებს მთელ მსოფლიოს.
***
ჩინელები ფოტოგრაფთან მივიდნენ‚ დროებითი რეგისტრაციისთვის ფოტოსურათები სჭირდებათ. გადაუღო ფოტო ერთს‚ მეორეს‚ მესამეს... მეათეს... დაიღალა... – „ახლა ამათი დაბეჭდვა არ გინდა? – ფიქრობს‚ რაფიკა‚ – ყველა მაინც ერთნაირია‚ ვინ გაარჩევს?!“ აიღო ერთი სურათი და გაამრავლა. მოვიდა ფოტოს წაღების დრო. დახედა სურათს ჩინელმა.
– ეს ჩემი ფოტო არ არის! – თქვა კარგა ხნის დაკვირვების შემდეგ.
– როგორ არ არის? საკუთარ თავს ვერ ცნობ? სახე ხომ შენია?
– კი‚ სახე ჩემია‚ მაგრამ კოსტიუმი ჩემი არ არის.