კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


უსუფაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი უსუფა. ფუძეთი უსუფა, დღეს გვხვდება გვარები – უსუბოვი, უსუბიანი, უსუპიანი, უსუპოვი, უსუფოვი, უსუფაშვილი.

საკუთარი სახელები: უსუბა, უსუპა, უსუფა, რეალურად, ერთსა და იმავე სახელიდან – უსუფიდან მომდინარეობს. ყველა კი, სათავეს იღებს სახელიდან – იოსები, რომელიც, ძველ ებრაულად, გამრავლებას ნიშნავს. იოსები ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში.

უსუფაშვილების წინაპრები ცხოვრობდნენ ქვემო ქართლში. 1721 წლის აღწერით, რამდენჯერმე მეორდება საკუთარი სახელი უსუფა.

მემამულე-მებატონე ურქმაზა უსუფაშვილი 1670-1716 წლებში ცხოვრობდა სოფელ სამწევრისში, რომელიც მდებარეობდა ფოლადაურის მარჯვენა მხარეს, ბერდოკის აღმოსავლეთით.

1721 წელს, ურქმაზა უსუფაშვილი მოიხსენიება სამწევრისში, როგორც მამასახლისი.

საქართველოში 329 უსუფაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 233, თბილისში – 47, რუსთავში – 26, არიან სხვაგანაც.

ბალუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბალო.

1721 წელს მოიხსენიება საკარის მცხოვრები ვახუშტი ბალუაშვილი.

გიორგი ბალუაშვილი მოიხსენიება სოფელ ჩხრიკვათში ანდრია ბაიდარიშვილის ასულის, ქეთევანის თავდებად 1882 წელს.

საქართველოში 226 ბალუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, გურჯაანში – 58, თბილისში – 44, არიან სხვაგანაც.

ბეგლარიშვილი –

ბეგლარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ბეგლარი, რომელიც თურქული წარმოშობისაა და თანამდებობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა.

ბეგლარ ერისთავი 1809 წელს ევგენი აბაშიძის მიერ ანა ამილახვრისთვის მიწერილ წერილში მოიხსენიება.

ბეგლარი მარნეულის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ძველი სახელიცაა.

საქართველოში 457 ბეგლარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 363, გორში – 49, კასპში – 45.

669 ბეგლარიშვილი: კასპში – 411, თბილისში – 155, რუსთავში – 32, არიან სხვაგანაც.

გოგლიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგლა.

გოგლიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონიდან, სოფელ უყეშიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ამავე ძირისაა გვარები – გოგილიძე და გოგლიაშვილი.

საქართველოში 874 გოგლიძე ცხოვრობს: თბილისში – 522, გორში – 92, ონში – 78 არიან სხვაგანაც. 158 გოგილიძეა.

ესაიაშვილი – ისაიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ესაია, რომელიც, ებრაულია და ქართულად, უფლისგან ხსნას ნიშნავს. ძველი ფორმაა ისაია, რომელიც მოგვიანებით, ესაიად ჩანს.

1687 წელს, თომა ესაიაშვილი მოიხსენიება მოწმედ ვალის აღების წიგნში.

ამავე ძირისაა გვარი – ისაიაშვილი.

საქართველოში 193 ესაიაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 113, თბილისში – 45, ქუთაისში – 24, არიან სხვაგანაც.

40 ისაიაშვილია.

ლასურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ლასური.

„კუმურდოელი იოანე ლასურიძე ერთგულების პირობას აძლევს მცხეთის კათალიკოსს – დავითს.”

ამავე ძირისაა გვარები – ლასურაშვილი და ლასულიძე.

საქართველოში 216 ლასურიშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 143, თბილისში – 54, საგარეჯოში – 19.

ელიკაშვილი – ელიკაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ელია. ამ საკუთარი სახელიდან რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.

ელია ძველი ბერძნული სახელია და ნიშნავს: „ღმერთი ციხესიმაგრეა ჩვენი.”

ელიკაშვილი და ილიკიშვილი ერთი და იგივე გვარია.

1671 წელს, ელიკა მოიხსენიება ბაადურ ციციშვილის მიერ სამწევრისეული მამულების ნუსხაში, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ნაქონი სამი დღის მიწა კაკალაშვილს ჰქონდა.

1709 წელს, ავნევში მცხოვრები ელიკაშვილი ფალავანდიშვილის წილის ბარათში მოიხსენიება.

ერტისში მცხოვრები ბიძინა ელიკაშვილი 1688 წელს მეფე გიორგიმ მამულითურთ უწყალობა ბეჟან თურქისტანიშვილს.

გიორგი ელიკაშვილი 1781 წელს, სოფელ მუხათში მოიხსენიება.

ელიკაშვილები ცხოვრობდნენ სოფელ ჭანდარში.

ამავე ძირისაა გვარი ელიკაური.

საქართველოში 750 ელიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 305, გურჯაანში – 199, თბილისში – 174. არიან სხვაგანაც.

35 ელიკაურია: თბილისში – 12 გორში – 18, თიანეთში – 5.

ჯაფიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჯაფა, რომელიც არაბულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენთან. ის მძიმე შრომას ნიშნავს.

1873 წელს, სოფელ წყურვილეთში მოიხსენიება გოგოლა ჯაფიაშვილი.

საქართველოში 392 ჯაფიაშვილი ცხოვრობს: გორში – 148, ქარელში – 117, თბილისში – 51. არიან სხვაგანაც.

ნაცარიშვილი – ნაცარაშვილი

გვარის ფუძეა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი – ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი – ნაცარაშვილი.

გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს საერთო არაფერი აქვს.

ნაცარიშვილი ცხოვრებისეული პირობების გამო ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.

აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, დადიანის ნაცარიშვილად მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს. ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.

საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3