კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

***

ყოველ ქალს სამი პერიოდი აქვს: პირველ პერიოდში მამის ნერვებზე თამაშობს‚ მეორე პერიოდში – ქმრის‚ ხოლო მესამეში – სიძის.

***

– მამაჩემს უკვე სთხოვე ჩემი ხელი?

– არა.

– შენ ხომ შემპირდი...

– კი, მაგრამ, ისეთ კარგ ხასიათზე იყო‚ ვარჩიე, პირდაპირ 5 ათასი მეთხოვა სესხად.

***

მივლინებიდან დაბრუნებულმა ოფიცერმა ცოლს საყვარელთან წაასწრო. იარაღი „დააძრო“‚ მეტოქეს ხელი დაავლო და მეორე ოთახში შეიყვანა.

– მისმინე‚ – ჩურჩულით უთხრა შეშინებულ კაცს‚ – მოდი‚ გავარკვიოთ‚ ვინ უფრო უყვარს ამ ქალს. ახლა ორჯერ გავისვრი‚ ორივე დავვარდეთ. ვისაც მივარდება‚ ქალიც იმას დარჩეს.

ორი გასროლის შემდეგ ქალი აივანზე გავარდა:

– შემოდი‚ ზურა! ამ კრეტინებმა ერთმანეთი დაცხრილეს!

***

ახალდაქორწინებულები სოფელში ჩავიდნენ ბებიასთან. საძინებელში ჩაიკეტნენ და აღარ გამოდიან... ერთი დღე‚ ორი... მესამე დღეს ბებიამ ვეღარ მოითმინა და დაუძახა:

– საჭმელი მაინც გეჭამათ!

– ჩვენ სიყვარულით ვძღებით! – გამოსძახა შვილიშვილმა.

– ჭამეთ‚ ჭამეთ‚ ოღონდ კანს ფანჯრიდან ნუ ისვრით‚ ინდაურები იხრჩობიან!

***

მამაკაცი რკინიგზის სადგურში მატარებლის ბილეთს ყიდულობს:

– ფოთის მატარებელზე გაქვთ ბილეთი?

– დიახ.

– გვერდითი‚ ზედა ადგილი ტუალეტთან თუ გაქვთ?

– კი.

– ჩემ წინ რომ ბოშებმა ბილეთები იყიდეს‚ იმ ვაგონში თუ გაქვთ?

– გვაქვს.

– მომეცით ერთი.

სახლში მისულს ცოლი შეეგება:

– უყიდე დედას ბილეთი?

– ვუყიდე! რომ იცოდე‚ როგორ გამიჭირდა! ძლივს ვიშოვე...

***

პატარა გოგონა ზოომაღაზიაში შედის:

– კურდღლის ყიდვა მინდა.

– რომელს აირჩევ: ამ პატარა ნაცრისფერს‚ სიმპათიურ ბაჭიას თუ ამ ფუმფულაბეწვიანს‚ თეთრს?

– სულ ერთია‚ ჩემს მახრჩობელას მათი გარეგნობა ფეხებზე ჰკიდია.

***

– მაგარი ქალი ხარ‚ – ეუბნება ქმარი ცოლს‚ – ლამაზი‚ ჭკვიანი‚ საქმიანი‚ კარგი დიასახლისი... აი‚ სხვისი ცოლიც რომ იყო‚ მართლა განძი იქნებოდი...

***

ფირმის დირექტორმა მდივანი გაათავისუფლა და განყოფილების უფროსს შესთავაზა:

– თუ გინდა‚ შენთან წაიყვანე.

– რატომ ათავისუფლებ?

– ერთი მაგისიც! ჩემი ცოლი უკეთესია...

გავიდა რამდენიმე დღე და დირექტორი განყოფილების უფროსს ეკითხება:

– აბა‚ რას იტყვით ახალ თანამშრომელზე?

– ჰოო... თქვენ მართალი ბრძანდებით‚ თქვენი ცოლი უკეთესია.

***

ჯარისკაცი წერილს წერს.

– დედას სწერ წერილს? – ეკითხება ამხანაგი.

– კი.

– აუ‚ „კაპიროვკა“ არავის გექნებათ!

***

ქორწილზე მეგობარი სასიძოს ურჩევს:

– გეყოფა! მორჩი იმის მტკიცებას‚ რომ ასეთი ბედნიერების ღირსი არ ხარ. დაიცადე‚ დროზე ადრე ნუ მიახვედრებ ცოლს ამის შესახებ...


скачать dle 11.3