„ანჟი” და გატუზო – გადასვლა მაინც შედგება
მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, ჯენარო გატუზოს გადასვლას მახაჩკალის „ანჟიში” აბსურდულს უწოდებდნენ, 2011 წლის აგვისტოში ტრანსფერი მაინც შედგება და „მილანის” ნახევარმცველი რუსულ პრემიერლიგას „დააჭაშნიკებს“, ხოლო გუნდში მას რობერტო კარლოსი დახვდება, რომელიც „ანჟის” კაპიტნად არის არჩეული. 33 წლის გატუზოს მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, მახაჩკალის კლუბის ყოვლისშემძლე მფლობელმა, მილიარდერმა სულეიმან ქერიმოვმა, თითქმის შეუძლებელი შეძლო და იტალიელი ტიფოზების სათაყვანებელი ფეხბურთელი საშუალო დონის, მაგრამ არნახულად მდიდარ დაღესტნურ კლუბში გადასვლაზე დაითანხმა.