ვალუევი რუსეთის დუმაზე ფიქრობს
ბრუტალური აღნაგობის მოკრივე, ნიკოლაი ვალუევი, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კენჭი იყაროს 2011 წელს დანიშნულ რუსეთის დუმის არჩევნებში.
„ეს აზრი დიდი ხანია, მიტრიალებს თავში, მაგრამ, არ მინდა, გავუსწრო მოვლენებს და ჯერჯერობით თავს შევიკავებ კომენტარისგან”, – განუცხადა ვალუევმა რუს ჟურნალისტებს. მათი ცნობით, გოლიათმა მოკრივემ, რომელმაც რუსულ კინოშიც კი მოსინჯა ძალები, დეპუტატად გახდომა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ ვალუევი პუტინის პარტიის – „ედინაია რასიას” წევრია და მოახლოებულ არჩევნებში, რომელიც დეკემბერში ჩატარდება, ის სწორედ ამ პარტიის რიგებიდან შეეცდება დეპუტატის მანდატის მოპოვებას.