მოამარაგეთ ორგანიზმი კალიუმით
ასაკში შესვლასთან ერთად, ადამიანმა მეტი რაოდენობით უნდა მიიღოს კალიუმი საკვებიდან. როგორც წესი, საჭიროა ორჯერ გაზარდოთ კალიუმის მიღება თაფლის, ახალი ბოსტნეულისა და კენკრის სახით.
კალიუმი საჭირო და აუცილებელია არა მარტო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ კალიუმსა და ნატრიუმს შორის ბალანსის დასაცავად.
წითელი წიწაკა კალიუმის საბადოა. ის, რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით უნდა მოიხმაროთ კერძებში, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 50 წელს გადააბიჯა.
კალიუმის კიდევ ერთი წყაროა წყალში გახსნილი თაფლი და ვაშლის ძმარი.
შტოშის ან ვაშლის ერთი ჭიქა წვენი სასურველია, დღეში ორჯერ მიიღოთ, რადგან ის ორგანიზმს უზრუნველყოფს საჭირო კალიუმით.
კალიუმი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის ცვლას. ძვლის ცუდი შეხორცების ან მოტეხილობის დროს, აუცილებელია, მეტი კალიუმით მოიმარაგოთ ორგანიზმი და მისი ნაკლებობა სასწრაფოდ შეივსოთ.