კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ



კითხვა: ორი წლის წინ დავტოვე ქმრის ოჯახი შვილებთან ერთად. განქორწინება გავაკეთე, მაგრამ არც ალიმენტი და არც სხვა ქონება არ მომითხოვია, რადგან ჩემი ყოფილი მეუღლე იმ პერიოდში უცხოეთში წავიდა, იქ შექმნა ოჯახი და შვილიც შეეძინათ. ჩემი შვილები არიან არასრულწლოვნები. მაქვს თუ არა ალიმენტისა და ქონების მოთხოვნის უფლება ორი წლის შემდეგ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ალიმენტის დანიშვნა, ვინაიდან განქორწინების შემთხვევაშიც შვილების მიმართ მშობლებს აქვთ თანაბარი როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები.

ასევე, გაქვთ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების მოთხოვნის უფლება განქორწინებიდან 3 წლის განმავლობაში.

კითხვა: ვარ შრომისუუნარო. მსურს, ჩემს ძმიშვილს გავუფორმო სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც ჩემი ძმისშვილი იკისრებს ჩემ მიმართ სამისდღემშიო სარჩოს ვალდებულებას, რაც გამოიხატება ჩემს მოვლა-პატრონობაში. ხოლო მე ვიკისრებ ვალდებულებას, ჩემს ძმისშვილს, გაწეული მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ, გადავცე ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა. მაქვს თუ არა აღნიშნულის უფლება და ვის უნდა მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოგახსენებთ: სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ქონების გადაცემას, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით, რისი დაუცველობაც იწვევს აღნიშნული ხელშეკრულების არანამდვილობას. შესაბამისად, უნდა მიმართოთ ნოტარიუსს.

კითხვა: გარდამეცვალა მეუღლე, რომლის სახელზეცაა გაფორმებული უძრავი ქონება. გვყავს შვილები. მინდა, გავიფორმო მემკვიდრეობა. ითვლებიან თუ არა პირველი რიგის მემკვიდრეებად ჩემი შვილებიც, ვის შეიძლება მივმართო და როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის მისაღებად უნდა მიმართოთ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროს, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში. თქვენი შვილებიც ითვლებიან პირველი რიგის მემკვიდრეებად.

კითხვა: 2000 წელს გარდამეცვალა დედა, მაგრამ არ მიმიმართავს მემკვიდრეობის მისაღებად ნოტარიუსისთვის. დედაჩემის სახელზე ირიცხებოდა 3-ოთახიანი ბინა. მე და დედაჩემი, მას შემდეგ, რაც მან ბინა შეიძინა, ვცხოვრობდით ერთად ამ ბინაში. ვარ ბინაში ჩაწერილი და ვცხოვრობ დღემდე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრეობა მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში მიმართა განცხადებით შესაბამის ნოტარიუსს, ან ფაქტობრივად, შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს და წარუდგინოთ ყველა ის დოკუმენტი, რითაც დადასტურებული იქნება, რომ თქვენ ფაქტობრივად, ფლობთ მისაღებ მემკვიდრეობას.

კითხვა: 1999 წელს ბიძაჩემმა პატიმრობის დროს შეადგინა ანდერძი, რომელიც დაამოწმა თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსმა. ანდერძით მან თავისი ქონება მთლიანად მე დამიტოვა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 2001 წელს, მან შეადგინა ახალი ანდერძი, რომლითაც მთელი ქონება უანდერძა ქალიშვილს. ეს ანდერძი მან ხუთი წლის შემდეგ გააუქმა ნოტარიუსთან განცხადების შეტანით. ბიძაჩემი გარდაიცვალა. მე მოვითხოვე სამკვიდრო მოწმობა, რაზეც უარი მივიღე. როგორ მოვიქცე, სწორია თუ არა ნოტარიუსის უარი?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შემდგომში შედგენილი ანდერძის გაუქმება იწვევს წინა ანდერძის აღდგენას. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის უარი უნდა გაასაჩივროთ სასამართლოში, როგორც უკანონო.

კითხვა: 2007 წელს გავასესხე 15 000 დოლარი. შესაბამისად, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მხარემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც იძულებული გავხდი, მიმემართა სასამართლოსთვის თანხის დაკისრებისა და ბინის რიალიზაციის მოთხოვნით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარვადგინე სააღსრულებო ბიუროში იძულებით აღსრულების მიზნით, სადაც აღმოჩნდა, რომ ბინა იყო იპოთეკით დატვირთული და მე ვიყავი მე-3 რიგის იპოთეკარი. აღმასრულებლის განმარტებით, აუქციონზე ნივთი გაიყიდება თავისი ღირებულებს 50 პროცენტად, ხოლო მეორე აუქციონზე ნივთის ღირებულების 25 პროცენტად შეესაბამება თუ არა აღნიშნული ქმედება კანონმდებლობას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამართულ იძულებით საჯარო პირველ აუქციონზე ნივთის ღირებულება შეადგენს ნივთის საბაზრო ღირებულების (რომელიც დადგენილია ექსპერტის მიერ შესაბამისი დასკვნით) 50 პროცენტს, ხოლო მეორე აუქციონზე ნივთის ღირებულება შეადგენს ნივთის საბაზრო ღირებულების (რომელიც დადგენილია ექსპერტის მიერ შესაბამისი დასკვნით) 25 პროცენტს.



ადვოკატი

ქეთი უტიაშვილი


скачать dle 11.3