კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებდნენ ოჯახის წევრები ლიკა ქორქიას სამი დღის განმავლობაში და რატომ იყო ის დროში აჭრილი

მშვენიერი ლიკა ქორქია სულ ახლახან ლონდონში იმყოფებოდა მივლინებით. ის ბიონსეს კონცერტსაც დაესწრო და მეგობრებთან ერთად კარგადაც დაისვენა. თუმცა, ჩვენი საუბრის თემა მოგზაურობას გასცდა და ცხოველებსა და ფრინველებზეც ვისაუბრეთ.



ლიკა: ჯერჯერობით სექტემბრამდე ვისვენებ. თუმცა, გადაწყვეტილი არ მაქვს, სექტემბრიდან ისევ ტელევიზიაში ვიქნები, რამე გადაცემა მექნება, თუ სხვა საქმით დავკავდები. ამ ეტაპზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო ეს ორი თვე. ისეთი საქმეების გაკეთებას ვაპირებ, თან, რომ გავერთობი, დასვენებაშიც ჩამეთვლება და საქმის კეთებაშიც.

– ზოგადად, როგორი საქმის კეთება გიყვარს?

– ზამთარში მიყვარს, როდესაც რაღაც საქმეში მთლიანად ჩართული ვარ, აქტიურად ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ, როგორც კი ზაფხული მოდის, მაშინვე ვდუნდები. სულ მეძინება, ქრონიკულად მინდა დასვენება. სწავლასაც ნორმალურად ვერ ვუდებ გულს. გამოცდა რომ მაქვს, ბოლო დღემდე ვერ ვსწავლობ და მერე ღამეს ვათენებ. რომ ვიცი, გარეთ კარგი ამინდია, ხალხი დადის, თავში ყველაფერი მეფანტება და ვერაფერს ვაკეთებ.

– მოდი, ბიონსეს კონცერტზეც მომიყევი.

– ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთები ჩვენ გადაცემაში თამაშდებოდა. ორმა ადამიანმა მოიგო კიდეც და გაემგზავრნენ ლონდონში. მივლინებით, ანუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, გამაგზავნეს ლონდონში და რა თქმა უნდა, ჩემს პირად საქმეებსაც მივხედე. კონცერტი საკმაოდ გრანდიოზული და შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ იმდენი ხნის განმავლობაში ვამბობდი, ბიონსეს კონცერტზე დასასწრები ბილეთები თამაშდება-მეთქი, რომ ბოლოს უკვე ვამბობდი, ეს ქალი ყელში მაქვს, დანახვა აღარ მინდა-მეთქი. თუმცა, კონცერტიდან იმხელა შთაბეჭდილებები მივიღე, რომ როდესაც თბილისში ჩამოვედი და ანი მეკითხებოდა, რა იყო და როგორი იყო, ვპასუხობდი, რა ვიცი, კარგი იყო-მეთქი. კონცერტს უამრავი ადამიანი ესწრებოდა, იმდენად ბევრი, რომ ცოტა არ იყოს, მასის შემეშინდა.

– საერთოდ თუ უსმენ ბიონსეს?

– ვიზუალურად ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე, რომ ვთქვა მის რეპერტუარზე ვგიჟდები-მეთქი. ძალიან კარგი მომღერალია, კარგი ხმა აქვს, კარგი სიმღერები, უბრალოდ მე ცოტა სხვა მიმდინარეობას ვუსმენ. ასე რომ, ვიზუალურად უფრო მომწონს.

– რომელ მუსიკალურ სტილს უსმენ?

– გააჩნია ხასიათს, განწყობას, გარემოს. ხანდახან მე რაღაცის მოსმენა მინდა, მაგრამ ისეთი სიტუაციაა გარშემო, რომ ასეთ რამეს ვერ მოვუსმენ. ამიტომ კონკრეტულად, რომ გითხრა, პაპსას ვუსმენ, ან როკს, რეპს-მეთქი, ასე არ არის. ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგი და ხარისხიანია.

– ვისთან ერთად იყავი ევროპაში?

– მე ვიყავი, გიორგი კიკალიშვილი, მისი მეუღლე ანი რიონელი და კიდევ ბევრი ჩვენი მეგობარი, რომელიც იქ ცხოვრობს. სხვათა შორის კიკალა, ძალიან ცუდად გახდა, რაღაცამ მოწამლა. ლონდონში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, საავადმყოფოში გაატარა. ცოლიც სულ მასთან ერთად იყო, ძლივს გამოკეთდა. რაც შემეხება მე, ჩემთვის კარგად ვერთობოდი მეგობრებთან ერთად. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ – უნდა შეგარგოთ ის დასვენება, რისთვისაც ჩამოხვედიო. დაახლოებით ორ კვირაზე მეტხანს ვიყავი და იმდენად დავიტვირთე შთაბეჭდილებებით, რომ დამავიწყდა სამი დღის განმავლობაში სახლში დამერეკა. ჩემთან სახლში სრული გაუგებრობა იყო, მეძებდნენ ყველგან. დღესაც ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან და მომცეს ერთი ბილეთი სადმე წასასვლელად, ისე წავალ, რაც მეცმევა, სხვა ტანსაცმელსაც არ წავიღებ.

– სად დაყავდი მეგობრებს?

– ჩემი გაღვიძება იყო პრობლემა, იმიტომ, რომ „ავიჭერი“ დროებში, ვეღარ ვხვდებდი, როდის მეძინა და როდის მეღვიძა. ძალით რომ დამადგებოდნენ, ახლა გაიღვიძე, უკვე დროაო, მერე ვდგებოდი და მივდიოდით ხან სად, ხან კიდევ სად. ფეხით იმდენს დავდიოდი, რომ სახლში მოსულს აღარაფერი მინდოდა, დამაწვინეთ-მეთქი, კუნთები მქონდა მთლიანად დაჭიმული. ყველაფერი მოვიარეთ და ვნახე, ზოგი ახალი, ზოგი კი გაგონილი.

– სად ცხოვრობდი?

– სახლში მეგობართან.

– გიყვარს მოგზაურობა?

– მიყვარს მოგზაურობა, ოღონდ ისეთ ხალხთან, ვისთანაც სამხრეთ აფრიკაში, ჯუნგლებშიც შეგიძლია, კარგად იმოგზაურო და გაერთო. უფრო ჩემი დის ჭკუის ხალხთან. ხანდახან მაქვს ისეთი მომენტები, დავიღალე, მეძინება. ანის არ აქვს ასეთი მომენტები, მთელი ცხოვრება „ნონ სტოპი“ აქვს, არ მაინტერესებს შენი ძილი, დროზე გამოფხიზლდიო. მოვა, უამრავ ყავას დაგალევინებს, ან ჩაის და საბოლოოდ გამოგაფხიზლებს, მერე ერთობა ბოლომდე და შენც, რომ მიყვები, ერთობი.

– კარვებით რამდენიმე დღის განმავლობაში მიდიხართ ხოლმე?

– არა, იმიტომ რომ, საშინელი შიში გვაქვს ქვეწარმავლების, ჭიების, მაგალითად, ხვლიკის, მატლის, მათი დანახვა ჩვენთვის კატასტროფაა. ამას მირჩევნია ლომთან შემაგდონ გალიაში, ობობის დანახვით იმხელა სტრესს ვიღებ, რომ შეიძლება გადავირიო, მოვკვდე. თუმცა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სახლში მყავდა დეკორატიული ხვლიკი.

– არ იყო ხვლიკის მოვლა ძნელი?

– დედაჩემმა მომიყვანა გამოფენიდან, იისფერი ხვლიკი იყო და დავარქვით იაშკა. გულით და სულით, აქტიურად ვუვლიდით ამ ხვლიკს, ძალიან გვიყვარდა. ჩვენი იაშკა ჩვენს ოთახში ცხოვრობდა. ბოლოს ჩამოვიდა ბებიას ნათესავი ბიჭი სვანეთიდან, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში დარჩა ჩვენთან. ერთ დღესაც გამოდის და ბებიაჩემს ეუბნება სვანურ კილოზე – მამაიდა, იქ ხვლიკი დაღოღავდა და ჩავაკალი. გადავირიეთ, იმის შემდეგ ის ბიჭი არ გვინახავს. მის შესახებ არ გაგვიგია არანაირი ინფორმაცია და არც გვაინტერესებს. დავმარხეთ და კი ვიგლოვეთ მთელმა ოჯახმა, პატარები ვიყავით და ჩვენთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. სხვათა შორის საკმაოდ დიდხანს გვყავდა კუ, ზღარბი და წიწილა – უშანგი, რომელიც ასევე ტრაგიკულად დაიღუპა. ოჯახის წევრივით იყო, ძალიან გავასუქეთ, ბაფთებს ვუკეთებდით. საშინელ დღეში გვყავდა. დასასვენებლად, რომ წავედით ერთი დღით, დავუტოვეთ ბებიას მოსავლელად და იმ დღესვე შეგვიჭამა კატამ. ყვავიც გვყავდა სახლში, ანიმ მოიყვანა. მტრედიც გვყავდა, რომელიც მეზობლემა კისტის თოფით დაჭრა და ანიმ ოპერაცია გაუკეთა, ფრთიდან ამოუღო ტყვია.

ნათია უტიაშვილი

скачать dle 11.3