კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: გამიგია, რომ გოგრის თესლი კარგი საშუალებაა მახვილასთან ბრძოლაში, მართალია?

პასუხი: დიახ, გოგრის თესლი ჭიების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებაა, მაგრამ უფრო მარტივი გზაც არსებობს: პირანტელის ან ვერმოქსის აბები.

კითხვა: რა არის „ფანტომური ტკივილები”?

პასუხი: კიდურის ამპუტაციის შემდგომ, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტი „გრძნობს” არარსებულ ორგანოს, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ძლიერი ტკივილებიც.

კითხვა: რა პრეპარატებით შეიძლება ანურექსიის და ბულემიის მკურნალობა?

პასუხი: ანურექსიის და ბულემიის დროს გამოიყენება ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების ფართო სპექტრი. მკურნალობა უნდა შეარჩიოს ექიმმა.

კითხვა: რა არის ცრუ სახსარი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

პასუხი: მოტეხილობის შეუხორცებლობის შემთხვევაში, შეიძლება, ცრუ სახსარი ჩამოყალიბდეს. ნორმალური სახსრისგან განსხვავებით, მას არ აქვს ხრტილოვანი ზედაპირები და მყესები. საჭიროა ქირურგიული მკურნალობა.

კითხვა: ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ ხშირად მაწუხებს მუცლის შებერილობა. ალბათ, დაირღვა ნაწლავური ფლორა. რის გაკეთება შეიძლება?

პასუხი: უპირველესად, განავლის ანალიზი დისბაქტერიოზზე. კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა ექიმ-გასტროენტეროლოგის კომპეტენციაა.

კითხვა: რა დაავადებაა ვიტილიგო?

პასუხი: ვიტილიგო – კანის დაავადებაა, რომელსაც კანზე დეპიგმენტირებული (ღია ფერის) ლაქების გაჩენა ახასიათებს და მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. სამწუხაროდ, მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

კითხვა: რა არის ქრონიკული ჰაიმორიტი?

პასუხი: სინუსიტი (მისი ნაირსახეობაა ჰაიმორიტი) არის ცხვირის დანამატების ანთებითი დაავადება. სინუსებში ლორწო და ჩირქი გროვდება. სიმპტომები: თავის ტკივილები, ცხვირით სუნთქვის შეფერხება, ტკივილები და შეშუპება ღრუების საპროექციო არეში.

კითხვა: საშიშია თუ არა C ჰეპატიტის ვირუსი?

პასუხი: ვირუსული C ჰეპატიტი, პრაქტიკულად, ყოველთვის ქრონიკული დაავადებაა და ხშირ შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შეიძლება გახდეს ციროზის ან კიბოს მიზეზი. გადამდებია პირადი ჰიგიენის დარღვევის შემთხვევაში.

კითხვა: შეიძლება თუ არა ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა თუ დედა C ჰეპატიტით არის დაავადებული?

პასუხი: შეიძლება. თვეში ერთხელ დედას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა გამწვავების დროულად სამკურნალოდ. მშობიარობის შემდეგ იკვლევენ ბავშვს, არის თუ არა ის ვირუსის მატარებელი და შეჰყავთ იმუნოგლობულინი.

კითხვა: როგორია ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება შაქარზე?

პასუხი: დღე-ღამეში ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის ნახშირწყლების მოთხოვნილება შეადგენს 300-500 გრამს, მათ შორის სახამებლის – 350-450 გრამს და შაქრის – 50-100 გრამს. მაგრამ, ეს მაჩვენებლები შეიძლება სხვადასხვა იყოს განსხვავებული ფიზიკური დატვირთვის დროს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი


скачать dle 11.3