კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ნეტარი ავგუსტინე: სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტისმოქმედ ადამიანებში. თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილებათა გვირგვინი – ხატი და მსგავსება შემოქმედი ღმერთისა – გვიყვარდეს.

ეგნატე ბრიანჩანინოვი: იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ, რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხონება წარწყმედილებს სჭირდებათ. ცნობის მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა, რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარეთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.

სერაფიმე როუზი: სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება თუ მარადიული სიკვდილი. სხეულიდან გასვლის შემდეგ ყოველი ქრისტიანის სულს ელოდება ღვთის პირუთვნელი სამსჯავრო; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „წინა-უც კაცთა ერთგზის სიკვდილი და მისი შემდგომად სასჯელი“.

იოანე ოქროპირი: სამსჯავრო უკვე კარზეა მომდგარი, ის ასე ახლოს რომც არ იყოს, უზრუნველად ყოფნა მაინც გაუმართლებელი იქნებოდა. სიცოცხლის დასასრულს თითოეული მომაკვდავისთვის იგივე აზრი აქვს – სამომავლო ცხოვრების თვალსაზრისით, რაც – სამყაროს აღსასრულს.

პაისი მთაწმინდელი: გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისგან. ჭეშმარიტად გონიერია იგი, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის.

იოანე სინელი: გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე განცდით.

ტიხონ ზადონელი: ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი – მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის გულმოწყალების სიდიადეზე, რათა იუდას სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე.

იოანე კიბისაღმწერელი: ვისაც სურს, ღმერთმა შეისმინოს მისი ლოცვა, როდესაც მის წინაშე წარდგება ხელაღპყრობილი, უწინარეს ყოვლისა, თვით საკუთარი სულისთვის ლოცვის დაწყებამდე, მთელი გულით მტრებისთვის უნდა ილოცოს. ამ სიკეთისთვის ღმერთი შეისმენს მის ვედრებას, თუკი ლოცვის საგანი სათნო იქნება მისთვის.

ნილოს სინელი: დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს.

ბასილი დიდი: თუ ვინმეს შეუძლია, სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუტოლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.

ნიკოლოზ სერბი: რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.

ანტონ ჭყონდიდელი: საყვარელო, ენით იმარხვე, ვითარცა დავით წინასწარმეტყველი გიბრძანებს: „დააცხურე ენა შენი ბოროტისგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა“.


скачать dle 11.3