ბიჭოლას ფართი “მისონში„
როგორც ჩანს, ცნობილი ადამიანების სახელობითი წვეულებები საკმაოდ მომგებიანია თბილისური კლუბებისთვის. 7 აპრილს ქართული ბომონდის ნაწილი „მისონში” დიზაინერ ბიჭოლას პერსონალურ წვეულებაზე შეიკრიბა. და, ეს ამ კლუბში პირველი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა. კოლეგები, მოდელები, მსახიობები, ჟურნალისტები, წამყვანი ქართული არხების პროდიუსერები და ძალიან ბევრი ფოტოგრაფი ერთად თავს მშვენივრად გრძნობდნენ და კარგად ერთობოდნენ იმ მუსიკაზე, რომელიც მათთვის, სპეციალურად, ბიჭოლამ შეარჩია. გოგონებისთვის „ისი პარის” ახალი სუნამოებისა და ბიჭებისთვის „საფილოს” სათვალის გათამაშებაც მოეწყო. მოსაგებად მსურველებს ძალიან მარტივი შეკითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი, მაგალითად, რამდენი წლისაა თავად ღონისძიების ორგანიზატორი. ოცდაორი წლის დიზაინერი შეგვპირდა, რომ მსგავს პერსონალურ წვეულებებს კიდევ ხშირად გამართავს და თავის მეგობრებს გაახალისებს.