კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“უსექსობა პატარა ქალაქში„ – ლალი მოროშკინას ახალი წიგნის პრეზენტაცია

6 აპრილს, კინოთეატრ „ამირანში” ლალი მოროშკინას ახალი წიგნის – „უსექსობა პატარა ქალაქში” პრეზენტაცია გაიმართა. გამომდინარე ლალის წინამორბედი წიგნიდან, „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“, ამ წიგნს უკვე დიდი ხანია, ელოდებოდა მკითხველი. ვფიქრობ, ისიც არანაკლებ სკანდალური და საინტერესო იქნება ნებისმიერი გემოვნების მკითხველისთვის. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის რეცენზენტები და ერთგვარი ფარივით დადგნენ ლალის წინ. რეცენზენტი კი შვიდი, რა თქმა უნდა, მამაკაცია – დემურ გიორხელიძე, მამუკა არეშიძე, ნიკა წულუკიძე, ლექსენი, შალვა რამიშვილი, მიხო ქოჩაკიძე და დავით აქუბარდია. შვიდივე სულ სხვადასხვაგვარად და საკმაოდ ობიექტურად აფასებს ლალის ახალ მხატვრულ ნაწარმოებს. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დაიწყო წიგნების გაყიდვა და ავტოგრაფების დარიგება. საინტერესოა, რომ ერთ საათში უპრეცედენტოდ ბევრი, სამასი ეგზემპლარი გაიყიდა. რაც შეეხება წიგნის ფაბულას, ჟურნალისტ ქალს, რომელსაც მობეზრდება საყვარლებსა და ფეხსაცმელებზე წერა, იწყებს მუშაობას იმ თემებზე, რომელიც მართლა აინტერესებს, რაც ქვეყანას მართლა ადარდებს. მთავარ გმირს საერთო არაფერი აქვს ლალისთან. როგორც თავად თქვა, მასში არაფერია ავტობიოგრაფიული. მხოლოდ მთავარი გმირის სახელი და გვარი, სოფიკო ვაჩნაძე მოვპარე ბებიაჩემს, – აცხადებს ახალი ბესტსელერის ავტორი.


скачать dle 11.3