“იმიჯ-ცენტრი„ ახალი მოდელების ძებნას იწყებს
5 აპრილს, საიუველირო მაღაზია „ზარაფხანაში“ „იმიჯ-ცენტრის” წარმომადგენლები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მედიისთვის ზუსტი თარიღი ეცნობებინათ თუ როდის გახდება ცნობილი, ვინ აღმოაჩინეს ამ წელს სამოდელო სფეროსთვის. წელს პირველად კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისთვის ერთდროულად ტარდება. უკვე შერჩეულია თხუთმეტ-თხუთმეტი გოგონა და ვაჟი, რომლებიც ინტენსიურად ემზადებიან ფინალური შოუსთვის. კონკურსანტები სისტემატურად გადიან ფიზიკურ მომზადებას ვაკის საცურაო აუზ „ნეპტუნში” და კლინიკა „მედიში”, ფოტოსესიებს კი აწყობენ „კიკალა სტუდიოში”. ფინალი 16 აპრილს, „დიდუბე პლაზაში“, საღამოს რვა საათზე დაიწყება. კონკურსანტები წარმოადგენენ „ჯოვანი ჯენტილეს” ექსკლუზიურ ფეშენ-შოუს. იმ საღამოს დასახელდება ტოპ-ხუთეულები – ხუთი ყველაზე სიმპათიური ვაჟი და ყველაზე ლამაზი გოგონა. ჟიურის თავმჯდომარეა კომპანია „ზარაფხანას” დირექტორი, ქალბატონი ეკა სოფია. სწორედ ამ კომპანიამ დააწესა გარდამავალი პრიზები გამარჯვებულთათვის და სამახსოვრო მედლები ტოპ-ხუთეულებისთვის.