როგორ გაამართლა გუგა კუზანოვის ნოვაციამ სტომატოლოგიასთან ტანდემით და რა მოიგეს ამით პაციენტებმა
გუგა კუზანოვი სტომატოლოგიას „შეეკრა”. ქალბატონების სილამაზის სადარაჯოზე მდგარი პროფესიონალი პროფესიულად აფასებს თავისი დარგისა და სტომატოლოგიის ტანდემში მუშაობის უპირატესობებს და ბევრ ისეთ კითხვაზე პასუხობს, რომლებიც უკვე საკმაოდ აქტუალური გახდა. ამას გარდა, „კუზანოვ-დენტის” ხელმძღვანელი იმ განსაკუთრებულ ევროპულ სტანდარტებზე გვესაუბრება, რაც თანამედროვე სტომატოლოგიურ კლინიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
– სტომატოლოგიით დავიწყებ და პირველი კითხვა ბატონ რობერტთან მექნება: არის ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათი?
რობერტ აგამირიანი („კუზანოვ-დენტის“ ხელმძღვანელი): რა თქმა უნდა. ლამაზი ღიმილი და – წარმატებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმულია, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ჯანსაღ კბილებს. დღეს სტომატოლოგიას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. პრობლემა, რომლის მოგვარებასაც რამდენიმე კვირა და თვეც კი სჭირდებოდა, დღეს რამდენიმე საათში წყდება.
– თქვენს კლინიკაში უკვე არის უახლესი მიღწევა სტომატოლოგიაში, ეს არის „ცერეკი”. როგორ გაიგო და მიიღო ის ჩვენმა საზოგადოებამ?
– „ცერეკი” ნამდვილად არის ბოლო სიახლე სტომატოლოგიაში. სიახლეს ცოტა ძნელად იღებენ ხოლმე, მაგრამ, „ცერეკის” შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჩვენი პაციენტები, ვინც უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე მისი საოცარი შესაძლებლობები, ძალიან კმაყოფილები არიან. ზოგს უკვირს, რომ უკვე თბილისშიც არის ის, რაც ევროპაშიც ჯერ კიდევ სიახლეა.
– ძალიან კარგი და უნიკალური სიახლე...
– დიახ. „ცერეკი” არის უმაღლესი სტანდარტი. ძალიან სწრაფი შედეგი და, თან ძალიან ხარისხიანი. ეს არის კომპიუტერი და სტომატოლოგია ერთად, ერთმანეთში შერწყმული. მომავლის ტექნოლოგიაა. ჯერჯერობით მთელ მსოფლიოში სტომატოლოგიაში ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა. როცა პაციენტი ჩვენთან მოდის, ჩვენ ვუხსნით, რა არის ეს, რა შესაძლებლობები აქვს. საკმაოდ მალე ხვდებიან მის უპირატესობებს. არ შეიძლება, აღფრთოვანებული არ დარჩე ხარისხითა და სამუშაოს შესრულების ტემპით. ძალიან მაღალი ტექნოლოგიაა.
„ცერეკით” გაკეთებული კბილი, ფაქტობრივად, არასდროს ფუჭდება. ის მაქსიმალური სიზუსტით აკეთებს ჩანართს, გვირგვინს, აღადგენს დაზიანებულ კბილს, ერთი სიტყვით ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს.
– და ეს სიახლე ძალიან ძვირია? ანუ, ამ ხარისხს შევწვდებით თუ ვერა?
– შეწვდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ამჯერადაც ვერ ვღალატობთ ჩვენს პრინციპს და ვცდილობთ, ფასები ქართულ რეალობაზე მორგებული დავტოვოთ. სტანდარტი და ხარისხი ევროპულია, მაგრამ ფასები, იქაურ ფასებთან შედარებით, ბევრად დაბალია. ისევე, როგორც ცირკონის კბილის, იმპლანტის ან ნებისმიერი პროცედურის შემთხვევაში – კბილების გასწორება იქნება ეს, გაწმენდა თუ ფერის შეცვლა.
– არსებობს კბილებთან დაკავშირებული რამე პრობლემა, რისი მოგვარებაც „კუზანოვ-დენტიში” არ ხერხდება?
– (იღიმება) არა. თანაც, ჩვენთან გაცილებით სწრაფად კეთდება ყველაფერი, ვიდრე ევროპაში. იქ მიღებულია, პაციენტი წინასწარ ჩაწერონ და რამდენიმე დღე ალოდინონ. იმიჯისთვის ეს აუცილებლად მიაჩნიათ. ჩვენ გვირჩევნია, პაციენტს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ და ამით შევიქმნათ იმიჯი.
– წეღან „ცირკონის” კბილი ახსენეთ. ეს სიახლეც საკმაოდ კარგად მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ?
– ცირკონი აღარ ითვლება სიახლედ, მას უკვე კარგად იცნობენ ჩვენი პაციენტები. ეს არის ძალიან ლამაზი, თითქმის ბუნებრივი, ძალიან მყარი და, ფაქტობრივად, უცვეთი. ამ დროს კბილი ჩვეულებრივად ატარებს შუქს, რაც მეტალო-ფაიფურის ან ოქროს შემთხვევაში არ ხდება. ოქრო კი არის კეთილშობილი ლითონი, მაგრამ, მე მაინც ცირკონს ვურჩევდი ყველას.
– დიდი ხანია, ბატონ გუგასთან ერთად ტანდემში მუშაობთ?
– დიახ, ასე გაცილებით კომფორტულია, უპირველესად, ჩვენი პაციენტებისთვის. სხვათა შორის, ესთეტიკა და სტომატოლოგია ასე ერთად სხვაგან არსად არის. ძალიან ეფექტური ტანდემია.
– ბატონ გუგასაც ვკითხავ: რატომ გახდა აუცილებელი თქვენი პროფესიონალიზმის სტომატოლოგიასთან შერწყმა, ანუ, რატომ „შეეკარით“ „კუზანოვ-დენტს”?
გუგა კუზანოვი: საქმე ისაა, რომ სახე არ არის მარტო ტუჩები, ცხვირი ან კბილები. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში ქმნის ადამიანის პორტრეტს. მაგალითად, თუ ქალს უნდა, რომ ჰქონდეს ლამაზი ტუჩები, მე შემიძლია, მას ასეთი ტუჩები გავუკეთო, მაგრამ, შესაბამისად, ლამაზი უნდა იყოს კბილების განლაგება. მათი ფორმა, ფერი. ხშირად „ახალი” ტუჩი ეფექტურია მხოლოდ კბილების ფორმის შეცვლის შემდეგ; ან, პირიქით, არ აქვს ადამიანს ლამაზი კბილები, დარღვეულია თანწყობა. ის მიდის სტომატოლოგთან, იგვარებს ამ პრობლემას და აღმოჩნდება, რომ ახლა ტუჩი არ არის სათანადოდ, ან, ცხვირ-ტუჩის ნაოჭია შესავსები. ერთი სიტყვით, ის, რაც უკავშირდება სახეს, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ამიტომაც უნდა იმუშაო ტანდემში პროფესიონალთან – ამ შემთხვევაში „კუზანოვ-დენტს” ვგულისხმობ. ახლა უკვე ერთად ვწყვეტთ, რა სჭირდება პაციენტს და ასე გაცილებით კომფორტულია უპირველესად, თავად პაციენტისთვის და ჩემთვისაც, რა თქმა უნდა. შედეგიც უკეთესია და, დროშიც მოგებულები ვრჩებით. მით უფრო, მას შემდეგ, რაც „ცერეკი” გვაქვს. ახლა დრო, ფაქტობრივად, არ იკარგება და პაციენტს რამდენიმედღიანი ლოდინი აღარ უწევს. ორ-სამ საათში გვარდება კბილებთან დაკავშირებული პრობლემა, პაციენტი ბრუნდება ჩემთან და კეთდება კონტურული პლასტიკა.
– ბატონო გუგა, განსაკუთრებით აქტუალური სწორედ ტუჩების გადიდება გახდა და, ამიტომ არ შემიძლია, ბოტოქსის შესახებაც არ გესაუბროთ.
– მოგეხსენებათ, როცა უკვე არის საშუალება, გამოიყურებოდე ძალიან ეფექტურად, ამ შანსს იყენებ (იღიმება), მით უფრო, ქალბატონებს, სულ აქვთ სურვილი, სრულყონ საკუთარი გარეგნობა. ახალმა ტექნოლოგიებმა სულ სხვა დონეზე დააყენა როგორც კონტურული პლასტიკა, ასევე სტომატოლოგია. ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება უოპერაციოდ, თან, ძალიან სწრაფად და უმტკივნეულოდ: გასწორდეს, ამოივსოს ნაოჭი, შეიცვალოს ტუჩის ფორმა, სახის ოვალი. რაც შეეხება ბოტოქსს: სულ მეკითხებიან, რა ასაკში უნდა გაკეთდეს ის. მე მყოლია 20 წლის პაციენტიც და ვუკეთებ 60-70 წლის ქალბატონებსაც. ბოტოქსს არ აქვს ასაკობრივი გრადაცია, უნდა გაიკეთო მაშინ, როცა საჭიროა. 18 წლის გოგონასაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი მიმიკური ნაოჭი, რომელიც ბოტოქსს მოითხოვს. მითია ის, რომ, თუ ერთხელ გაიკეთებთ ბოტოქსს, მერე კანი ამას ეჩვევა, ან უფრო მალე ბერდება. პირიქით, რაც უფრო ადრე შეუდგებით კანის მოვლას მეზოთერაპიით, ბოტოქსით, ქიმიური პილინგით ან ბიორევიტალიზაციას გელებით, მით დიდხანს შეუნარჩუნებთ მას სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერს. ძალიან ღრმა ნაოჭი როცა გაჩნდება, მასთან ბრძოლა უკვე რთულდება ბოტოქსითაც კი. მაგრამ ბოტოქსი მართლაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა, ოღონდ, პროფესიონალის ხელში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოტოქსი აუცილებლად უნდა გააკეთოს ექიმმა, პლასტიკურმა ქირურგმა...
– რომელმაც ზუსტად იცის სახეზე ყველა კუნთისა, თუ სისხლძარღვის განლაგება?
– დიახ. მაგრამ, ეს საერთოდ სხვა თემაა და ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, თუმცა, დაუშვებლად მიმაჩნია ის, რაც საქართველოში ხდება – საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გაიკეთო ბოტოქსი სალონში. ბოტოქსის ინიექცია არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც უნდა გაკეთდეს შესაფერის დაწესებულებაში პლასტიკური ქირურგის მიერ – ასეა მთელ მსოფლიოში.
– ზოგიერთი ქალბატონი კანის დაბერებას ძვირად ღირებული მალამოების საშუალებით ებრძვის.
– კანი ბერდება იმიტომ, რომ მას აკლდება კოლაგენი. საცხები და მალამოები, რა თქმა უნდა, შეიცავს კოლაგენს და პრინციპი ამ შემთხვევაშიც იგივეა – მივაწოდოთ კანს კოლაგენი, მაგრამ, კანის ზედაპირიდან ამ ნივთიერების მინიმალური შეწოვა ხდება – მაქსიმუმ 10-15 პროცენტის. დანარჩენი სახეზე რჩება. ბიორევიტალიზაციის დროს ჩვენ კოლაგენი შეგვყავს კანში ინიექციით, თანაც, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ამ ნივთიერების ყველაზე დიდი დეფიციტია, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება კანს. ვაწვდით მას კოლაგენის 90 პროცენტს. თავისთავად ცხადია, რომ ეს პროცედურა გაცილებით ეფექტურია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხარისხიანი მალამოები და კრემები საკმაოდ ძვირი ღირს, პროცედურები მათთან შედარებით იაფიც არის და განსაკუთრებულად ეფექტურიც. ინიექციით კანს ვაწვდით იმდენ კოლაგენს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მას არანაირი კრემი არ სჭირდება.
– ბოტოქსს აქვს მოხმარების შეზღუდული რაოდენობა? ამბობენ, რომ შეიძლება მაქსიმუმ ხუთჯერ გაკეთდესო.
– ესეც მორიგი მითია. თექვსმეტჯერაც გამიკეთებია, წელიწადში ორჯერ სიხშირით. ბოტოქსის ტოქსინი ორგანიზმში იშლება დაახლოებით ექვს თვეში. ამ ხნის განმავლობაში კანი არის დასვენებული, არ იჭმუხნება და, რომც აღარ გაიკეთოთ ბოტოქსი, მაინც იმაზე უკეთესი მდგომარეობა ექნება კანს, ვიდრე ბოტოქსის ინიექციამდე ჰქონდა.
P.S. ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად დარეკეთ: 899 27-71-81; 871 27-71-81; 37-12-61.