კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

ბარაკ ობამა „ფეისბუქზე” მიტინგობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით არჩევისთვის ემზადება, გეგმავს, ჩაატაროს წინასაარჩევნო „მიტინგი” სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე”. ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა, კითხვა დაუსვას ობამას, რის შემდეგაც შეირჩევა საუკეთესო კითხვების ჩამონათვალი, რომლებზეც ობამა პასუხს გასცემს. ცნობილია მიტინგის თემატიკა: ეს არის ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ამერიკული საზოგადოებისთვის. მიტინგზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა „ფეისბუქის” 7 ათასმა მომხმარებელმა. საინტერესოა, რომ ბარაკ ობამა ქსელში შეკრებილ საზოგადოებას პალო-ალტოდან - „ფეისბუქის” სათავო ოფისიდან მიმართავს და ამ მუშაობაში მას მარკ ცუკერბერგი დაეხმარება. მიტინგის ჩატარება 20 აპრილს არის დაგეგმილი.

ბერლუსკონი

სასამართლოსგან იმალება

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი არ გამოცხადდა სასამართლოს პირველ სხდომაზე, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვან გოგონასთან, კერძოდ, მოცეკვავე ქარიმა ელ-მარუგთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტს. მოსამართლის გადაწყვეტილებით მეორე მოსმენა 31 მაისს გაიმართება და მასზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვთ ბერლუსკონის ვილაში გამართულ სექსუალურ ორგიებთან. მოწმის სტატუსით სასამართლოს მოწვევა უკვე გაეგზავნა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯორჯ კლუნის, ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინის.

ანგელა მერკელი მენისკმა შეაწუხა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს გერმანულ კლინიკა „შარიტში“ მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიარულში უშლიდა ხელს. აღსანიშნავია, რომ მერკელი იმავე ღამეს გაწერეს კლინიკიდან, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში მას ყავარჯნების საშუალებით მოუწევს გადაადგილება. აპრილის ბოლომდე, სანამ პოსტ-ოპერაციული პერიოდი ჩაივლის, კანცლერი საკუთარი სახლიდან აპირებს მართოს ფედერაციული რესპუბლიკა.

გვატემალაში დიდი ვნებათაღელვაა

გვატემალის უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტ ალვარო კოლომისა და მისი მეუღლის – სანდრა ტორესის განქორწინების პროცესი. გასულ კვირას სანდრა ტორესმა განაცხადა, რომ მზად, არის გაშორდეს მეუღლეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოახერხოს, რადგან, გვატემალის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახის წევრებს აკრძალული აქვთ არჩევნებში მონაწილეობა და, ასევე, პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრა. განქორწინების პროცესის შეჩერება გვატემალელი სტუდენტების მოთხოვნით შედგა, რადგან, მათი აზრით, განქორწინების შემდეგ სანდრა ტორესი მაინც პრეზიდენტის ოჯახის წევრად ჩაითვლება და მისი მონაწილეობა არჩევნებში კონსტიტუციის უხეში დარღვევა იქნება.

კადაფის უგანდაში ელიან

უგანდის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ლიბიის ჯამაჰირიის ლიდერს, პოლკოვნიკ მოამარ კადაფის ოფიციალური თავშესაფარი შესთავაზოს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუკი ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს ლიბიის საზღვრები. უგანდა პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ ინიციატივით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და მასში დასავლეთის ავიაცია ჩაერია ნატოს ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ თავშესაფარი არა, მაგრამ, ღია მხარდაჭერა კადაფის რეჟიმს გამოუცხადეს ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის ლიდერმა უგო ჩავესმა.

უკრაინელი და პოლონელი პოლიტიკოსები დანიძლავდნენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი და პოლონეთის ექსპრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი დანიძლავდნენ, რომ 2022 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე შეხვდნენ კიევში, რომლის დასრულების შემდეგ აზაროვმა განაცხადა, რომ 10 წლის შემდეგ უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში აზაროვის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ და ვარაუდობენ, რომ იანუკოვიჩის პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდება იუშჩენკოს პოლიტიკისგან და პრემიერის განაცხადი საკმაოდ თამამია, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, უკრაინა არ აკმაყოფილებს ევროკავშირში მოხვედრის აუცილებელ მოთხოვნებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე დანიძლავდნენ აზაროვი და კვასნევსკი.


скачать dle 11.3