კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტურისტს – სიცოცხლე!



„თვალი მიჭირავს შენზედა“

ის, რომ ჩვენი გეზი ნატო-ევროკავშირია (ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის დონეზე), სულაც, არ გვიშლის ხელს, რომ გულში სინგაპურზე ვიოცნებოთ, ხოლო ცალი თვალით დუბაისკენ ვიმზიროთ. ამ თუ სხვა მიზეზით, გასულ კვირას, რადიო „კომერსანტმა“ გვამცნო, რომ საქართველოში დუბაის მეტროს ანალოგი იქმნება და თითქოს, ამ პროექტზე „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს.

რაკი ჯერჯერობით საქმის დეტალები არ ხმაურდება, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დუბაის მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი კომფორტული და ფეშენებელურია. მეტიც, მხოლოდ მიწისქვეშ არ ეტევა (იმიტომ, რომ მრავალსართულიანია) და მის ბოლო სართულზე სავაჭრო ცენტრია, თავის რესტორნებ-კაფეებიანად. ცნობილია ისიც, რომ დუბაიში მეტროს პროექტს ხორცი შეიხის ინიციატივით შესხმია და ფუნქციონირება 2009 წელს დაუწყია.

მეორე მხრივ, რაკი საბჭოთა დროს აგებული და პოსტრევოლუციურად განახლებული მეტროპოლიტენის ძირითადი მგზავრები ამ ჩვენი ქვეყნის შედარებით ხელმოკლე მოქალაქეები არიან, რომლებიც არც სავაჭრო ცენტრებში იძენენ საქონელს (ბაზრობა და მისი ჯანი) და, მაინცდამაინც, არც რესტორან-კაფეების ხშირი სტუმრები ბრძანდებიან, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ხელმოკლეებს ფეშენ-მგზავრობასთან მიახლება მიწისქვეშ მოუწიოთ, ჯიბესავსეებმა კი მეტროს ზედა სართულებით ისარგებლონ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, წინასწარი ინფორმაციით, დუბაიური მეტროს ანალოგის აშენების მიზანი ტურისტების მოზიდვაა, არც ისაა გამორიცხული, იმ მეტროში არც ჩაგვასუნინონ და არც ამოგვასუნინონ.

ერთი სიტყვით, ამ კონკრეტული ინიციატივის ლაიტმოტივი ასე პოეტურადაც შეიძლება, გამოვხატოთ: „ღმერთო, ტურისტი მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“!


скачать dle 11.3