როგორ „დავაწყნაროთ“ პრობლემური კანი
პრობლემური კანი განსაკუთრებულ მოვლასა და ზრუნვას მოითხოვს და, ამიტომ, უმჯობესია, კოსმეტოლოგს მიაკითხოთ. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ, საუკუნეებით გამოცდილ ხალხურ საშუალებებს მიმართოთ. თუმცა, თავდაპირველად, აუცილებელია, თქვენს მენიუს, ნაღვლის ბუშტსა და კუჭ-ნაწლავის გამართულ მოქმედებას მიხედოთ, რადგან გამონაყარი კანზე უმრავლეს შემთხვევაში ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისა და ცხიმიანი, ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღების გამო ჩნდება. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი კანი ყოველდღიურად საჭიროებს ღრმა გაწმენდას, კვებასა და დატენიანებას. ასევე, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ კოსმეტიკის შერჩევისას, ანუ, არჩევანი უნდა გააკეთოთ ჰიპერალერგიულ საშუალებებზე. კიდევ უფრო უკეთესია, თუ კანს შინაური ნიღბებით გაანებივრებთ, მაგალითად, შეგიძლიათ, მოამზადოთ ბანანის ნიღაბი: 1 ცალი პატარა ბანანი კარგად დასრისეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი”, ცალკე მიქსერით ათქვიფეთ 2 ცალი გათლილი კივი, გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა უცხიმო რძეში და ნარევი შეაზილეთ ბანანისა და „ჰერკულესის” მასას. შემდეგ კარგად გაიწმინდეთ კანი ტონიკით და სქლად წაისვით ნიღაბი. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი კრემი.
ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.