კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

მალიში ასფრანკიანი ფრანგული კუპიურა არ გამოიყენება – გადახდისუუნაროა‚ რადგან მასზე თავისუფლების გამომსახველი ნახევრად შიშველი ქალია გამოსახული‚ რაც ამ ქვეყანაში უხამსობად ითვლება.

* „იუნაითედ პრეს ინტერნეიშენალის“ სააგენტოს განცხადებით‚ ამერიკას კოლუმბამდე გაცილებით ადრე ნორმანები ესტუმრნენ – ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ძველ ინდიელთა ნასახლარების გათხრების დროს ნორმანული მონეტა აღმოაჩინეს.

* პერუში ავოკადოს ნაყოფი ყველაზე ძლიერაღმგზნებ საშუალებად ითვლება. ამიტომ, ავოკადოს მწიფობის დროს, წინდახედული პერუელი მამები თავიანთ ქალიშვილებს სახლიდან შორს არ უშვებენ.

* ეპიკურელები ბრაზს „ხანმოკლე სიგიჟეს“ ეძახიან.

* სანამ სპირტიან სასმელს შესვამენ‚ ფრანგები ამბობენ: „ა ვოტრ სანტე“‚ „სკოლ“ – ამბობენ შვეციელები‚ „ცუმვილ“ – ამბობენ გერმანელები‚ „ბუდემ ჟიც“ – ამბობენ რუსები....

* გასანადგურებლად მომზადებულ ფულის ძველ კუპიურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში „მკვდარ პრეზიდენტებს“ ეძახიან.

* ცნობილი როკ-მუსიკოსის – სტინგის ერთ-ერთ ალბომს „ვერცხლისწყლის დაცემა“ ჰქვია. მისი თქმით‚ ამ ალბომში შესული სიმღერები ზამთრის განწყობას შეესაბამება – როდესაც ცივა‚ ანუ ჰაერის ტემპერატურა დაბალია და თერმომეტრში ვერცხლისწყალი ეცემა.

* ესპანეთში‚ ალბასეტის პროვინციაში, ძროხებს გვერდებზე თეთრი საღებავით‚ დიდი ასოებით აწერენ „ძროხას“‚ რათა ნადირობის მოყვარულ ქალაქელ ტურისტებს ისინი ირემი არ ეგონოთ.

* კარტოფილი ესპანეთში მეთექვსმეტე საუკუნეში შეიტანეს‚ რუსეთში – მეთვრამეტე საუკუნეში. კოლორადოს ხოჭო საფრანგეთში 1918 წელს გავრცელდა‚ ესპანეთსა და ბელგიაში – 1935 წელს‚ გერმანიაში – 1936 წელს‚ საბჭოთა კავშირში – 1949 წელს.

* „შარიათი“ არაბულად „პირდაპირ გზას“ ნიშნავს.

* დღეს მოდაში მუქი სახის კანია და გასარუჯად ადამიანები ხშირად აკითხავენ სოლარიუმებს. უფრო ადრე მოდაში ფერმკრთალი სახე იყო და ფერუმარილს ან პუდრს იყენებდნენ‚ მანამდე კი ათას ხერხს მიმართავდნენ: სვამდნენ ძმარს‚ დიდი ხნის განმავლობაში ისხდნენ უჰაერო‚ ბნელ ოთახებში‚ ყლაპავდნენ ცარცს‚ ტყვიას‚ სვამდნენ ვერცხლისწყალს...

* შვეციაში გამოუშვეს საკეტი‚ რომელიც აჩვენებს დროს‚ ტემპერატურას და გამოსცემს 30 მელოდიას.

* 1923 წელს იაპონიაში მომხდარი ცნობილი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სახელმწიფო ახალი პროექტების შემუშავებას შეუდგა‚ რათა მოსახლეობისთვის‚ რომლებიც სეისმოსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, უსაფრთხო მშენებლობების პროექტები შეემუშავებინათ. თუმცა მოსახლეობა არ დაელოდა კანონის მიღებას და თავად ააშენა სახლები ძველ ნასახლარებზე.

* ხელოვნური სუნთქვის სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს მედიკოსებმა: სილვესტერმა‚ ჰოვარდმა‚ შეფერმა‚ ნილსენმა... ახლა ამას ძირითადად აპარატები ასრულებენ.


скачать dle 11.3