ბრძნული აზრები
რონი: არასდროს დაიწყოთ დღე, თუ ის ჯერ ქაღალდზე არ გაქვთ დაგეგმილი.
ლაფატერი: თუ გინდა, კეთილგონიერი გახდე, მიეჩვიე გონივრული კითხვების ყურადღებით მოსმენას და მშვიდ პასუხს.
ლაროშფუკო: მეგობრობის ყველაზე დიდი ღირსება ის კი არაა, რომ ჩვენი ნაკლი ვუჩვენოთ მეგობარს, არამედ ის, რომ დავანახვოთ მისივე ნაკლი.
ციცერონი: მატყუარის არ გვჯერა, სიმართლესაც რომ ლაპარაკობდეს.
განდი: იუმორის გრძნობა რომ არ მქონდეს, დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს.
ლაიბნიცი: ხალხს ნაკლოვანებები ისე არ სძულს, როგორც სისუსტე და უბედურება.
ავრელიუსი: ცხოვრების სიყვარული – ეს მარტო ჯანმრთელობის ნიშანი კი არ არის, არამედ ავადმყოფობისგან თავის დაღწევის ნამდვილი საშუალებაა.
დემოკრიტე: არ არსებობს იმაზე აუტანელი ბრიყვი, ვისაც ცოტაოდენი განათლება აქვს მიღებული.
საადი: თუ სიბრიყვე სახეზე არ არის ასახული, ეს ნიშნავს, რომ ის გონებაში სამმაგი რაოდენობით არსებობს.
ტულიუსი: სწავლის მსურველთ ხშირად თავიანთ მასწავლებელთა ავტორიტეტი ვნებს ხოლმე.
კონფუცი: ძველად სწავლობდნენ, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწიათ, ახლა სწავლობენ იმისთვის, რომ სხვები გააკვირვონ.
ვილანოველი: იქ, სადაც უდარდელი დროსტარებაა, გენიის სხივი არ ანათებს, იქ არაა დიდებისკენ მისწრაფება, უკვდავების ძიება და წარმოდგენაც კი არ აქვთ სათნოებაზე.
ნიუმენი: ქალის ტანსაცმელი ფერწერაა, კაცის ტანსაცმელი – სკულპტურა.
ბიბლია: მრავალნი არიან ჭირნი მართალნი.
ლაბრიუიერი: ადამიანები ჩივიან, გარდასული დღეები გონივრულად რომ ვერ გამოიყენეს, მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ და არც დარჩენილ დღეებს იყენებენ უკეთესად.
ტოლსტოი: არცოდნაზე სამარცხვინო თავის მოჩვენებაა – თითქოს იცი ის, რაც არ იცი.
მიხეილ ჯავახიშვილი: ჭკვიანთა და პატიოსანთა შორის გიჟობა მირჩევნიან, ვიდრე ჭკვიანობა და პატიოსნება გაგიჟებულ ავაზაკთა შორის.
სვიფტი: მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურვილების უარყოფის ფასად იგივეა, რაც ფეხსაცმელების საჭიროების დროს ფეხების მოკვეთა.
შექსპირი: ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ქვეყნად ისეთი, რაც ფილოსოფოსთ სიზმრადაც არ მოელანდებათ.
ტულიუსი: ფილოსოფია – სულის მედიცინაა.
ჰორაციუსი: ფული თავის მფლობელზე ან ბატონობს, ან ემსახურება მას.
აკაკი ბაქრაძე: ფასი ძლიერის შემწყნარებლობას აქვს, თორემ, უძლური და სუსტი მპატიებელი უნდა იყოს, სხვა რა გზა აქვს.
ბლოკი: მხატვრის პირდაპირი მოვალეობაა, გაჩვენოს, და არა – დაგიმტკიცოს.
ბელინსკი: ვინც არ ესწრაფვის, ვერ მიაღწევს; ვინც ვერ გაბედავს, ვერც მიიღებს.
ჰემინგუეი: უნდა მივდიოთ იმ სიამოვნებას, რომელიც შრომას მოსდევს და არა, რომელიც უსწრებს მას.
ტიურგო: მცდარობა კი არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტების პროგრესს, არამედ ჯიუტობა, ჩამორჩენილობა, ყველაფერი, რასაც კი უმოქმედობისკენ მივყავართ.
უაილდი: ქალები ისეთი განათლებულები გახდნენ, რომ არაფერი მათ არ აკვირვებთ, იღბლიანი ქორწინების გარდა.
ჩეხოვი: სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს ის.