კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაქვს სხვადასხვა მოხაზულობის წარბები. როგორ შეიძლება ამ ასიმეტრიის გამოსწორება?

პასუხი: სახეზე ასიმეტრია პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს, ზოგს მეტად, ზოგს – ნაკლებად. ხშირად კი ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცით, რადგან გარეშე თვალისთვის ის შეუმჩნეველია. წარბების ასიმეტრია, შეგიძლიათ, შემდეგნაირად გაათანაბროთ: ჯერ შეეცადეთ, პინცეტით მისცეთ ერთნაირი ფორმა, შემდეგ კი დაიხმარეთ თვალის „ჩრდილი” და კოსმეტიკური ფანქარი.

კითხვა: მაქვს პატარა და ახლო-ახლოს ჩამჯდარი თვალები. როგორი მაკიაჟი მომიხდება?

პასუხი: პირველ ყოვლისა, პინცეტით ამოიქენით წარბები ცხვირის გასწვრივ, ისე, რომ წარბების სიგრძე ოდნავ შეამციროთ. შემდეგ, ღია ფერის ფანქარი წაისვით ქვედა ქუთუთოს წამწამების ძირში, შიგნითა მხრიდან, შიდა კუთხეში. კონტურული ფანქრით ან „ლაინერით” მიეცით თქვენს თვალებს კატის თვალების ფორმა, ზედა ქუთუთოს გარე კუთხესთან კი წაისვით მუქი ფერის „ჩრდილი”.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მზადდება სახლის პირობებში სახის კანზე გაფართოებული ფორების შესავიწროებელი კრემი ან ნიღაბი.

პასუხი: ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, შეაზილეთ 50 გრამი მშრალი ხაჭო, 1 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი” და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით ცხიმიანი კანის მკვებავი.

კითხვა: სახეზე რუჟის წასასმელად როგორი ფუნჯის გამოყენებაა რეკომენდებული – ნატურალური თუ ხელოვნური ბეწვით?

პასუხი: თუ გსურთ, რომ რუჟი (ან პუდრი) სახეზე თანაბრად განაწილდეს, სასურველია, შეიძინოთ ნატურალურბეწვიანი ფუნჯი.

კითხვა: რით ჯობია ძილის წინ სახიდან მაკიაჟის მოშორება – თბილი წყლითა და საპნით, ტონიკით თუ სხვა საშუალებით?

პასუხი: ძილის წინ მაკიაჟის მოშორება უმჯობესია, კოსმეტიკური რძით ან გელით, შემდეგ გაიწმინდეთ ტონიკით და ბოლოს წაისვით თქვენი კანის შესაფერისი ღამის მკვებავი.

კითხვა: როგორი უნდა იყოს იდეალური მელირება?

პასუხი: იდეალურად მელირებული თმა უნდა ჰგავდეს მზეზე სიმეტრიულად გახუნებულს და არა შეღებილს. ამ ეფექტის მისაღებად სტილისტი თმას იღებს სხვადასხვა სისქის ზოლებად და თქვენი თმის ბუნებრივ ფერთან შედარებით 1-1,5 ტონით აბაცებს.

კითხვა: რა არის ზრდასრულ ასაკში სახეზე გამონაყარის გაჩენის მიზეზი?

პასუხი: უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები. ასეთ დროს, მოზარდთათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების გამოყენება შედეგს არ მოგცემთ, თან, ეს პრეპარატები ძალიან აშრობს კანს. გირჩევთ, აფთიაქში შეიძინოთ კოსმეტიკა პრობლემური კანისთვის, რომლის შემადგენლობაში შედის თუთია.


скачать dle 11.3