კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შაქარი ნავთობზე ძვირი ხდება



შაქრის ფასი მთელ მსოფლიოში კატასტროფულად იზრდება და ეს საშუალებას აძლევს ეკონომისტებს, განაცხადონ, რომ შაქარი, შესაძლოა, მალე მეორე ნავთობი გახდეს. 2009 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოს სავაჭრო ბაზრებზე შაქრის ფასი ორჯერ გაიზარდა და ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ისტორიულად ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე შაქრის ფასი ფუტზე 10-12 ცენტს აღწევდა, 2009 წლის სექტემბერში კი შაქრის ფასმა 24,85 ცენტს მიაღწია. ეს მაქსიმალური მაჩვენებელია შაქრისთვის 1981 წლიდან. აღსანიშნავია, რომ შაქრის ფასი საწვავზე ფასების ზრდის პარალელურად იწევს, რასაც თავისი მიზეზები აქვს: გადაუღებელი წვიმების გამო შაქრის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში შაქრის უდიდესი მწარმოებელია. ამასთან, შაქრის ლერწმის დიდ ნაწილს ბრაზილიაში საწვავის ეთანოლად ამუშავებენ. გარდა ამისა, ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში შაქრის მოხმარების უდიდეს ბაზრად რჩება, მასშტაბური წვიმების გამო შაქრის ექსპორტიორიდან იმპორტიორად გადაიქცა. მკვლევრები შაქრის გაძვირების ძირითად მიზეზებად სწორედ ბრაზილიასა და ინდოეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, რამაც მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა.


скачать dle 11.3