კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არც ისეთი ძლიერი

ნებისმიერი, ერთი შეხედვით, ძალიან სუსტი ქალიც კი, გაცილებით ძლიერია ყველაზე ღონიერ მამაკაცზე. არ გჯერათ? – ჰკითხეთ, გერმანელ სპეციალისტებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი ინფექციის, თუ ვირუსის წინაშე, ქალის ორგანიზმი გაცილებით მდგრადია, ვიდრე მამაკაცის. კიდევ ერთი უცნაურობა, როცა ქალი ძალიან არის შეყვარებული, ის, პრაქტიკულად, ავად არ ხდება. მამაკაცი კი – პირიქით. როცა მისი გრძნობა ძლიერია და ყოვლისმომცველი, ისეთი სუსტი და დაუცველი ხდება, შეიძლება, უბრალო გაციებამაც ლოგინად ჩააგდოს.

მამაკაცი იშვიათად არის მზად გმირობის ჩასადენად, მით უფრო, ისეთი გმირობის, რომელიც მას ოდნავ მაინც დააზარალებს. ქალები კი როგორ იქცევიან, როცა უყვართ? – პარტნიორის საამებლად და მისთვის თავის მოსაწონებლად, შიმშილით იკლავენ თავს. უარს ამბობენ საყვარელ, უგემრიელეს კერძებზე. იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს და მტკივნეულ პროცედურებს. იცვლიან თმის ფერს, ვარცხნილობას. ერთი სიტყვით, თავს არ იზოგავენ. ვინ უფრო ძლიერი ყოფილა?! შეყვარებულ მამაკაცს ისიც კი არ შეუძლია, თავის ზოგიერთ ახირებაზე, ან ჩვევაზე თქვას უარი. მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენ მაინც გვიყვარს. თუმცა, ცოტათი ვღიზიანდებით, როცა თავი ძალიან ძლიერებად მოაქვთ.

ეცადეთ, არ იფიქროთ მასზე, როგორც რაინდზე და გმირზე. ამით თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებას. კარგია, როცა მამაკაცები ცდილობენ, თავი გმირებად მოგვაჩვენონ, მაგრამ რეალურად, დიდი ბავშვები არიან – ძალიან უნდათ, ვიღაცამ მათზე იზრუნოს, გაანებივროს და დაიჯეროს ზღაპარი, მამაკაცების ძლევამოსილების შესახებ.


скачать dle 11.3