კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათმობა და კომპრომისი

მთავარია იცოდე – რა დათმო, როდის დათმო და რატომ დათმო... როდის ვისთან წახვიდე კომპრომისზე, რომ თავი დაზარალებულად არ იგრძნო. სამწუხაროდ, ადამიანებს სწორედ დათმობა და კომპრომისზე წასვლა უჭირთ. მსოფლიო პოლიტიკაში ამას მშვიდობა ეწირება. ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანის ცხოვრებაში კი – ადამიანური ბედნიერება. როცა ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დათმო?! იქ უკვე ზედმეტია ლაპარაკი სიყვარულზე. მართლაცდა, რატომ არ უნდა დათმო, თუკი გიყვარს?! რატომ არ უნდა წახვიდე კომპრომისზე, თუკი მასთან ერთად ყოფნა გინდა?!

ერთად ცხოვრება – ეს კომპრომისია და დათმობა, დათმობა და კომპრომისი... და ასე დაუსრულებლად. იქ, სადაც არ არის დათმობა და არ არის კომპრომისი – არც სიმშვიდეა. გაუთავებელი ჩხუბი და კამათი, კლავს სიყვარულს.

კომპრომისს ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვს. დროთა განმავლობაში ის ჩვევად იქცევა და სიხარული მოაქვს. დათმობაზე კი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დათმობითვე გიპასუხებენ.

თავიდანვე შეეგუეთ იმას, რომ ერთნაირი შეხედულებები, სურვილები და ჰობი არ გექნებათ. ეს არც არის აუცილებელი. მთავარია, ისინი ერთმანეთს შეუთავსოთ. ან გააკეთოთ ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. თუ ერთმანეთი მართლა გიყვართ და პატივს სცემთ, არც დათმობა გაგიჭირდებათ, არც კომპრომისზე წასვლა. მით უფრო, არ იფიქრებთ იმაზე, რომ ამით თქვენი ღირსება ზარალდება.


скачать dle 11.3