კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჰ, ეს მამაკაცები!

მამაკაცები ყველაფერს უკუღმა აკეთებენ – ასე მიაჩნიათ ქალებს. ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან ისინი ხომ სხვანაირები არიან. თანაც, წარმოუდგენლად ერთნაირებიც. ღირს კი, სკანდალი აუტეხო მას იმისთვის, რაც მიზანმიმართულად არ ჩაუდენია, ღირს კი, იზრუნო მის გადაკეთებაზე ან გამოსწორებაზე? – გაცილებით მარტივი ხომ არ იქნება, მიიღო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ყოფითი წვრილმანები ხშირად „ახერხებენ” ჩვენი გუნება-განწყობის გაფუჭებას. მით უმეტეს, თუკი ავყვებით მათ. თქვენი გულისწყრომა დაუდევრად მიყრილი ნივთებისა და მიწუწული სააბაზანოს გამო, აბსოლუტურად სამართლიანია. მაგრამ, აბა, დაფიქრდით, კიდევ რამდენი, ამაზე გაცილებით სერიოზული უსამართლობაც არსებობს. ნამდვილად არაფერი დაგიშავდებათ, თუ ზოგჯერ ასეთ წვრილმანებზე თვალს დახუჭავთ. მართალია, ძალიან გამაღიზიანებელი წვრილმანებია, მაგრამ თუ ყურადღებას მიაქცევთ, გლობალურ კატასტროფად გადააქცევთ – ვერაფერს შეცვლით, ნევროზი კი განაღდებული გექნებათ.

წინდების „მიგრაციის” პრობლემა მთელ ბინაში, ნებისმიერ ქალს გამოიყვანს წონასწორობიდან. ასეთ დროს, ერთადერთი გამოსავალი ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტია. იფიქრეთ იმაზე, რომ შესაძლოა, თქვენც გაქვთ რაღაც მავნე ჩვევა, რომელიც მამაკაცს აღიზიანებს. ეს თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთან შეგუება ძალიან მარტივია. აბა, თქვენს პარტნიორს ჰკითხეთ, როგორ ვერ იტანს, გაუთავებელ წუწუნს, რომ ჭურჭლის რეცხვით ძალიან დაიღალეთ. ორი ადამიანის თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ მთელი ხელოვნებაა – ძალიან რთული და სერიოზულად აღსაქმელი. ერთი სქესის ადამიანებიც კი, მაგალითად, მეგობრები, ერთმანეთს მტრად გადაეკიდებიან ხოლმე, რამდენიმედღიანი ერთად ცხოვრების შემდეგ. მით უფრო რთულია ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების მშვიდობიან ჩარჩოში მოთავსება. თუმცა, შეუძლებელი არ არის. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და გააცნობიეროთ, რა უფრო ღირებულია თქვენთვის: წინდების „მიგრაციის” პრობლემის მოგვარება, თუ ბედნიერი, მშვიდი ცხოვრება, დაუდევარ, მოუწესრიგებელ, მაგრამ საყვარელ მამაკაცთან.


скачать dle 11.3