კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ გავახარო სახლის პირობებში ლიმონი და თუ არის შესაძლებელი ლიმონის გახარება ნაყოფში არსებული თესლით?

პასუხი: ნაყოფში არსებული თესლით ლიმონს ვერ გაახარებთ, ამ თესლით მხოლოდ ველური ლიმონი გაიზრდება, რომელიც საჭმელად უვარგისია. ნამდვილი ლიმონის გასამრავლებლად აუცილებელია ნამყენის შეძენა ან მცენარის დამყნობა. ლიმონის ნამყენი ძალიან იოლი მოსაძიებელია. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ყვავილების მაღაზიაში, ასევე გამოფენაზეც. ნამყენის ჩარგვის შემდეგ, ის მოათავსეთ თბილსა და ნათელ ოთახში. ეცადეთ ნიადაგი ძალიან არ გამოუშროთ. თუ თქვენ ასეთ პირობებში ამყოფებთ ლიმონს, ის აუცილებლად გაიზრდება და ნაყოფსაც გამოიღებს.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოვრწყა სპარმანია წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?

პასუხი: ზრდასრულ მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება. სითბოში, შეგიძლიათ, ყოველდღე მორწყათ, ზამთარში კი, დასვენების პერიოდია და, მორწყვა შედარებით შეამცირეთ. როდესაც ნიადაგი შეშრობას დაიწყებს, მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდეთ წყალი ამ სეზონზე. გაზაფხულზე ორ კვირაში ერთხელ სპარმანიას ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ.

კითხვა: როგორი სინათლე სჭირდება კალას და სად მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: გაფოთლილ მცენარეს კაშკაშა სინათლეში ყოფნა მოსწონს. თუ ბინაში ახალბედა კალა გაქვთ, ეცადეთ, მწველ მზეს მოარიდოთ, მაგრამ კარგი განათება არ მოაკლოთ. ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია, მაგრამ, თუ თქვენ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ, ის ისეთ თაროზე დადგათ, სადაც სინათლეზე იქნება.

კითხვა: რა ტემპერატურა სჭირდება რეოს კარგად გახარებისთვის?

პასუხი: მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთარში მინიმუმ 16 გრადუსი მაინც უნდა იყოს, რომ მცენარემ კარგად გამოიზამთროს და დასვენების პერიოდში დაღუპვის საფრთხე არ დაემუქროს. გახსოვდეთ ერთი რამ: რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება ნიადაგს. ამ მცენარის მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ტენი ასევე სჭირდება იმისთვის, რომ ფოთლის წვეროები არ გაუხმეს მაღალი ტემპერატურის გამო.

კითხვა: როგორ გარემოში ხარობს კარგად პილეა?

პასუხი: ეს მცენარე თავს საუკეთესოდ გრძნობს ჩრდილში. მოარიდეთ მზეს, განსაკუთრებით კი – მწველი მზის სხივებს, რადგან, შეიძლება, მცენარეს ფოთლები გაუხმეს. თუ მაღალ ტენიანობას ვერ შეუქმნით მცენარეს, მაშინ ზაფხულში სიცხეს მოარიდეთ. ზამთარში მისი მინიმალური ტემპერატურა 11-14 გრადუსია. პილეას ზედმეტი წყალი ვნებს, ამიტომ ძალიან ხშირად არ მორწყათ და მიწას შეშრობა აცადეთ.


скачать dle 11.3