კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: უკვე წელიწად-ნახევარია, ჩემი ძაღლი ცოფზე არ ამიცრია. ძალიან საშიშია თუ შესაძლებელია, კიდევ რამდენიმე თვე არ ავცრა?

პასუხი: ძაღლის ცოფზე ვაქცინაცია აუცილებელია, გაუკეთდეს 3 თვის ასაკიდან და შემდეგ ყოველ 11 თვეში ერთხელ. ამიტომ, თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია, სასწრაფოდ გაუკეთოთ თქვენ ძაღლს აცრა. უნდა გახსოვდეთ, რომ ცოფი ძალიან საშიში დაავადებაა და მის შემთხვევაში ლეტალობა 100 პროცენტია.

კითხვა: ჩემს ძაღლს ჭამის შემდეგ ბოლო დროს ხშირად ერევა გული. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ეს, შეიძლება, საკვების ბრალიც იყოს, ანუ, აძლევთ ისეთ საკვებს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას, რაც შემდგომ იწვევს გასტრიტს, დუოდენიტსა და ქოლეცისტიტს. ყოველივე ამას გართულება რომ არ მოჰყვეს, საჭიროა, დროულად მიიყვანოთ თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინართან.

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა იწვევს ძაღლის სიბრმავეს?

პასუხი: ძაღლის სიბრმავე შეიძლება, ასაკმა გამოიწვიოს. როგორც ასაკოვან ადამიანებს ემართებათ კატარაქტა და გლაუკომა, ასევე შეიძლება, დაემართოს ძაღლსაც და თანდათან გაუუარესდეს მხედველობა. გარდა ამისა, შესაძლოა, სიბრმავე ტრავმის შედეგიც იყოს. თუმცა, ძაღლს იმდენად ბალანსირებული ორგანიზმი აქვს, რომ სიბრმავის მიზეზი მხოლოდ ასაკიც შეიძლება გახდეს.

კითხვა: როგორ უნდა დავუმუშაოთ ოთახის ძაღლს ბრჭყალები?

პასუხი: ბუნებრივ პირობებში ბრჭყალების დამუშავება მექანიკურად, ხახუნის გზით ხდება. რაც შეეხება ბინაში მცხოვრებ ძაღლებს, მათი ბრჭყალების ჰიგიენა საკმაოდ დიდი პრობლემაა. ამ შემთხვევაში ბრჭყალების დამუშავება აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთან, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით.

კითხვა: მაინტერესებს, ჯღიბა მხოლოდ გარეთ ბინადრობს თუ სახლშიც შესაძლებელია მისი შემოძრომა?

პასუხი: ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის. თან, თუ ჯღიბა სახლში შემოვიდა, შეიძლება ის, ადამიანზეც გადმოვიდეს. რა თქმა უნდა, საშიშია, თუ ჯღიბა დაავადებულია. ეს მკბენარი ძაღლს იმიტომ ანიჭებს უპირატესობას, რომ მისი სისხლი, ადამიანის სისხლისგან განსხვავებით, ბევრად თბილია. სხვათა შორის, ადამიანისთვის, ისევე როგორც ძაღლისთვის, საშიშია მიწის რწყილები. თუ მიწის რწყილი მომრავლდა ძაღლის ცოცხლად შეჭმა შეუძლიათ – სისხლის წოვით ძაღლს ისე დაასუსტებენ, რომ ქექვის თავიც აღარ ექნება. ამიტომ, ძაღლს დილა-საღამოს უნდა გადავუწიოთ ბალანი და გადავათვალიეროთ, ხომ არ ჰყავს მას ჯღიბა ან რწყილი.

მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3