კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

4 აპრილი

1147 – ივანე დოლგორუკმა დააარსა ქალაქი მოსკოვი.

1850 – ლოს-ანჯელესს მიენიჭა „ქალაქის“ წოდება.

1919 – იტალიაში გაიხსნა სამგზავრო სადირიჟაბლო ხაზი – რომი-ნეაპოლი.

1949 – დაარსდა ნატო.

5 აპრილი

1242 – ჩუდის ტბასთან ალექსანდრე ნეველმა დაამარცხა გერმანელი რაინდები.

1753 – დაარსდა ბრიტანეთის მუზეუმი.

1895 – ოსკარ უაილდმა წააგო სასამართლო საქმე მარკიზ კუინსბერისთან, რომელმაც იგი ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულა.

1933 – ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გრენლანდია დანიის ტერიტორიად ცნო.

1943 – დაარსდა ფრანგი მფრინავების ესკადრილია, რომელსაც შემდგომში „ნორმანდია ნემანი“ უწოდეს.

1994 – თავი მოიკლა ჯგუფ „ნირვანას“ ლიდერმა კურტ კობეინმა.

6 აპრილი

1327 – იტალიელი პოეტი პეტრარკა პირველად შეხვდა ლაურას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი მუზა იყო.

1453 – თურქმა სულთანმა მუჰამედ მეორემ ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს, რომელიც მაისის ბოლოს აიღო კიდეც.

1814 – პარიზში შევიდნენ მოკავშირეების – რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები. იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა უარი თქვა ტახტზე.

1896 – ათენში დაიწყო პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.

1909 – ამერიკელმა რობერტ პირიმ პირველმა მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.

7 აპრილი

1652 – სამხრეთ აფრიკაში დაარსდა ნავსადგური და ქალაქი ქეიფთაუნი.

1930 – საბჭოთა კავშირში დაარსდა „ბანაკთა მთავარი სამმართველო“ ანუ „გულაგი“.

1989 – ატომურ წყალქვეშა ნავ, „კომსომოლეცზე“ მოხდა ავარია – ნავი ჩაიძირა.

8 აპრილი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 563 – ბუდისტები მიიჩნევენ, რომ ამ დღეს დაიბადა სიდჰართხა გაუტამა – ბუდა.

1783 – გამოვიდა იმპერატორ ეკატერინე მეორის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ყირიმი და ყუბანი რესეთს შეუერთდა.

1904 – დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელსაც არაოფიციალურად ეწოდა „შეთანხმება გულით“ (ანტანტა).

9 აპრილი

1940 – გამთენიისას გერმანიის ჯარები შეიჭრნენ დანიაში, ხოლო დილის 9 საათზე დანიის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

1945 – ანტიჰიტლერულ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასაჯეს ფაშისტური გერმანიის ადმირალი, „აბვერის“ ხელმძღვანელი ვილჰელმ კანარისი.

1945 – საბჭოთა ჯარებმა აიღეს კენიგსბერგი.

1989 – თბილისში, მთავრობის სასახლესთან, რუსეთის ჯარებმა დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები.

10 აპრილი

1710 – ინგლისში ძალაში შევიდა მსოფლიოში პირველი კანონი საავტორო უფლებათა შესახებ.

1925 – ქალაქ ცარიცინს დაერქვა სტალინგრადი.

1967 – შედგა თვითმფრინავი „მიგ 23-ის“ პირველი ფრენა (ეს იყო პირველი თვითმფრინავი შეცვლილი ფრთებით).


скачать dle 11.3