კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ტიპის ადამიანებისთვის გადის დრო სწრაფად და რა კავშირშია ამასთან სქესი და ტემპერამენტი

მართალია, დრო ნებისმიერი ადამიანისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის მისი სწორად შეფასება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დრო განსხვავებულად მიდის, კერძოდ, ხან იწელება და ხან ძალიან სწრაფად გადის. ადამიანის შინაგანი ქრონომეტრის მუშაობაზე განსხვავებული ფაქტორების სიმრავლე სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს და ეს ასტროლოგიაში ცნობილი ფაქტია.

საათის ისრები ქალისა და მამაკაცისთვის განსხვავებულად მოძრაობს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები წუთებს ზუსტად და სწორად აღიქვამენ, ემოციური ქალები კი, შეიძლება, შეცდნენ.

ასევე, დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზეც. მაგალითად: 10 წლამდე დრო უსასრულოდ გაწელილი გვეჩვენება. რაც უფრო გადის დრო, გაცილებით უფრო ზუსტად შევიგრძნობთ საათებსა და წუთებს. დროის დინების სათანადოდ შეფასებასა თუ ვერშეფასებაზე გავლენას ახდენს სუნთქვა და პულსის სიხშირე. ადამიანებისთვის, რომლებსაც შენელებული გულის რიტმი და ნელი სუნთქვა აქვთ, დრო ნელა გადის, ხოლო მათთვის, ვისაც გახშირებული გულის რიტმი და მეტად ინტენსიური სუნთქვა აქვთ – ჩქარა.

არ შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა ანგარიში არ გაუწიოს საკუთარ ბიოლოგიურ საათსაც. მაგალითად, „ტოროლები”, ანუ, ის ადამიანები, ვინც დილით ადრე იღვიძებენ, ოპტიმისტები, საქმიანი ადამიანები არიან და დროსაც აქტიურად, დატვირთულად და ნათლად აღიქვამენ. „ბუები” და ისინი კი, ვინც გვიან იძინებს და გვიან დგება, შფოთიანები და მოუსვენრები, ასევე, ხშირად უფრო ზანტები არიან და, როგორც წესი, დროის შეგრძნებაზეც ადეკვატურად რეაგირებენ. ანუ, მათში დროის შეგრძნება, შესაბამისად, შენელებულია.

ადამიანის შინაგან საათზე ყველაზე მეტად ტემპერამენტი მოქმედებს. ამ მხრივ, ჩვენ ოთხ ტიპად ვიყოფით და თითოეულ ტიპს დროის შეგრძნების სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია. კერძოდ: ემოციური ტიპის ადამიანებს ეჩვენებათ, რომ სამყარო ისეთივე დარჩა, როგორიც მათი ახალგაზრდობის წლებში იყო. მომხდარ მოვლენებს მხოლოდ ემოციურობისა და სიცხადის თვალსაზრისით აფასებენ. ამ ტიპის ადამიანებისთვის დრო თითქოს წრიულად ბრუნავს. ისინი ხშირად უბრუნდებიან წარსულს და არ აქვთ აწმყოს შეგრძნება.

ანალიტიკოსების ტიპის ადამიანები, ემოციური ტიპების მსგავსად, დროს როგორც წარსულიდან მომავლისკენ მიმართულს, ისე აღიქვამენ. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორი და ყველა დეტალში თანმიმდევრობა. ძალიან ფრთხილები, წინდახედულები არიან და არსებულ რეალობაზე საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ.

სენსუალისტების ტიპის ადამიანებს კი, განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. წარსულის გამოცდილება მათთვის დიდს არაფერს ნიშნავს. უყვართ სიახლეები, ახალი მიზნების დასახვა და დროის ხანგრძლივობას არ აცნობიერებენ. მათთვის მნიშვნელოვანია აწმყო, რეალობა. ასეთი ადამიანები, ყოველივე ზემო ჩამოთვლილის გამო, ადვილად აღწევენ წარმატებებს.

და მეოთხე, ინტუიციური ტიპის ადამიანები ზემოთ ნახსენები სამი ტიპისგან რადიკალურად განსხვავდებიან. მათ დასახული მიზნის მისაღწევად მოთმინება და მუყაითობა არ ჰყოფნით. ამ ტიპის ადამიანები დროს წინ არ უსწრებენ, თუმცა, არც უკან ჩამორჩებიან.

ასე რომ, გაარკვიეთ, რომელ ასტროლოგიურ ტიპს განეკუთვნებით დროის თვალსაზრისით და, თავად მიხვდებით, რატომ არ გყოფნით ხშირად დრო საკუთარი მიზნების მიღწევისთვის.


скачать dle 11.3