კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია პირველად ერგო ქალბატონს



2009 წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ მკვლევრებს, ელინორ ოსტრომსა და ოლივერ უილიამსონს ერგოთ. ოსტრომი ინდიანის შტატში არსებულ ბლუმინგტონის უნივერსიტეტს წარმოადგენს, უილიამსონი – ბერკლის ცნობილ უნივერსიტეტს. როგორც ნობელის კომიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, წელს ლაურეატებმა პრემია ეკონომიკური მართვის სფეროში ანალიზის კვლევის წყალობით მიიღეს. ეს მაღალი ჯილდო ორმა მეცნიერმა არასაბაზრო ეკონომიკური ტრანსაქციების ანალიზისთვის მიიღო. ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში 41 წლის წინათ დაფუძნდა. პირველად ეს ჯილდო 1969 წელს ჰოლანდიელ მეცნიერ იან ტინბერგენსა და ნორვეგიელ რაგნარ ფიშს ერგოთ ეკონომიკური პროცესების მათემატიკური ანალიზისათვის. ნობელის პრემიის მფლობელებს შორის ეკონომიკის დარგში რაოდენობით ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ლიდერობენ – ნობელის ეკონომიკური პრემიის 62 ლაურეატიდან 44 – ამერიკის მოქალაქეა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი მამაკაცია. 2009 წლამდე ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ქალბატონი არ ყოფილა.


скачать dle 11.3