შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1969 წლის 8 სექტემბერს, დილის 8-9 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით მისაღები და კარგია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთი, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაი, ავსტრია, ბრაზილია, პორტუგალია, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 18 ნოემბერს, საღამოს საათებში. რომელი პროფესია იქნება სამომავლოდ ჩემთვის წარმატებების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, ოკულტური ხელოვნება, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული სამუშაო, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამეცნიერო-ტექნიკური სფერო, საკონსტრუქტორო-საგანმანათლებლო საქმე, ფსიქოთერაპია.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 17 იანვარს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან იქნება გამართლებული ჩემი ქორწინება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა. მერწყულთან, მორიელთან, კუროსთან, თევზებთან და ქალწულთან.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 15 აპრილს, 12 საათზე. მაინტერესებს, რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან ვიქნები ბედნიერი საქორწინო ურთიერთობებში და რომელი სპეციალობებია ჩემთვის მეტად მისაღები?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატებების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, დასვენების ინდუსტრია, სახელმწიფო აპარატის სტრუქტურაში ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, საინჟინრო საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სამეცნიერო, კვლევითი სფერო, ფსიქოთერაპია; სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კი უკეთესია ურთიერთობა კუროს, თევზების, ლომის, მერწყულის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 9 მაისს. ჩემი რჩეული გოგონა კი დაბადებულია 1981 წლის 13 ივლისს. ვეწყობით თუ არა ერთმანეთს ასტროლოგიური კუთხით?
პასუხი: თქვენ შორის ურთიერთობა ნამდვილად მისაღებია. პრობლემების გაზიარება და ატანა ორივეს შეგიძლიათ, ასევე, ფულის ყაირათიანი ხარჯვაც გაერთიანებთ. ერთადერთი, გირჩევთ, ერთმანეთის მიმართ არ მოადუნოთ ყურადღება.
კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 1990 წლის 28 იანვარს. უყვარს ფეხბურთი. წარმატებული იქნება თუ არა მისთვის სპორტის ეს სახეობა?
პასუხი: თუ მას ამ სფეროში კარგი მონაცემები აქვს, ფეხბურთი კარგია, მაგრამ, აუცილებელია, იმოქმედოს აქტიურად, იყოს ოპტიმისტი, რომ მეტად წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ამით მეტი შანსი მიეცემა სპორტში წარმატებების მისაღწევად.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 14 სექტემბერს. რომელი ქვა ვატარო წარმატების მისაღწევად?
პასუხი: თქვენთვის კარგია ოქროსფერი ტოპაზი, სარდიონი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და გიშერი. სწორედ ამ ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულების ტარება მოგიტანთ წარმატებებს ცხოვრებაში.