კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა ჰომოსექსუალობის ბუნება ამოხსნეს

„მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმს განსაზღვრული ფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს: სეროტონინის – „ბედნიერების ჰორმონის“, ან, მისი აღმქმელი სისტემის უკმარისობას, შეუძლია, ნებისმიერი ბრუტალური მამრი ბისექსუალი გახადოს“, – ასეთი დასკვნა პეკინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა იან ლიუმ და მისმა კოლეგებმა გააკეთეს.

ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს, ჰომოსექსუალიზმი დაეკავშირებინათ სეროტონინის ნეირონების აქტივობასთან, რომლებიც მგრძნობიარენი არიან „ბედნიერების ჰორმონის“ მიმართ. ეს ნეირომედიატორი, რომელიც იმპულსებს ერთი ნეირონიდან მეორეს გადასცემს, რიგ შემთხვევებში ჰორმონის როლსაც თამაშობს – უზრუნველყოფს მამაკაცების ერექციის მდგომარეობას, ეაკულაციას და, აგრეთვე, ორგაზმს. მისმა უკმარისობამ, გარდა ცუდი განწყობისა და დაბალი ტონუსისა, შეიძლება, ორიენტაციის შეცვლა გამოიწვიოს.

სეროტონინი ძუძუმწოვართა ორგანიზმში მხოლოდ ტრიპტოფანის ამინომჟავისგან წარმოიქმნება, ამიტომ, საკმარისია კვებითი რაციონიდან მისი ამოღება, რომ მამრი მამრით დაინტერესდეს. იგივე ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს საჭმელში ქლოროფენილალანინის ჩაყრამ.

თაგვები, რომლებზეც ასეთი ცდები ჩატარდა, კარგავდნენ ადეკვატური შეფასების უნარს და ვერ არჩევდნენ, ვინ იყო მათ წინ – მამალი თუ დედალი. ასეთივე ეფექტს იწვევდა იმ ფერმენტის დაზიანება, რომელიც ორგანიზმში სეროტონინის სინთეზზე იყო პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში, ჰომოსექსუალიზმი შექცევადია. სეროტონინის მოლეკულის შეყვანიდან 35 წუთის შემდეგ, მამრები კვლავ იჩენდნენ მდედრებისადმი ინტერესს.

საკამათოა საკითხი, რამდენად თამამად შეიძლება მიღებული მონაცემების ექსტრაპოლირება ადამიანზე.


скачать dle 11.3