კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარსზე კოსმონავტებს „ტელეღიპუცების“ სკაფანდრებით გაგზავნიან

ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ, „ნასამ“ გამოსცადა სკაფანდრები, რომლებიც მარსზე გასაფრენად არის დამუშავებული. ახალ სკაფანდრში კოსმონავტები კომიკურად გამოიყურებიან – ისინი საბავშვო ტელესერიალ „ტელეღიპუცების“ პერსონაჟებს ჰგვანან.

სკაფანდრი დაკოტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, ინჟინერმა პაბლო დე ლეონმა დაამუშავა. მისი შემოწმება ანტარქტიდაზე, არგენტინის კუთვნილ ბაზა „მარამბიოზე“ ჩატარდა, მარსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში: ძლიერ ქარსა და ორმოცდაათგრადუსიან ყინვაში. გამოცდაში შედიოდა სიარული, მუშაობა მოწყობილობებთან და ნიადაგის ნიმუშების შეკრება.

კოსტიუმის შექმნის ხარჯები „ნასამ“ გაიღო, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 100 ათასი დოლარია. მის დასამზადებლად 350-ზე მეტი სხვადასხვა მასალა გამოიყენეს. აღსანიშნავია კევლარული საფარი ფიჭვური სტრუქტურითა და სამაგრები ნახშირბადის ბოჭკოებით, რომლებიც მასალას მსუბუქს ხდიან, ისე, რომ არ აუარესებენ მის დამცავ თვისებებს. კოსტიუმი გასაბერი სკაფანდრისა და შლემისგან შედგება, რომელიც აღჭურვილია სალაპარაკო მოწყობილობით.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოსმონავტების გაგზავნა მარსის ორბიტაზე დედამიწაზე დაბრუნების გათვალისწინებით, 30-იან წლების დასაწყისში იქნება შესაძლებელი, შემდგომში კი უშუალოდ მარსზე გაგზავნაც იგეგმება.


скачать dle 11.3