სტალინის ჩიბუხი, გახარებული გენერალი და მოსკოვიდან გამოგზავნილი მადლობა
თბილისის, კალინინის (ამჟამად მთაწმინდის) რაიონში მილიციის ოპერი ვიყავი და ზემო მთაწმინდას ვკურირებდი, როდესაც ეს ისტორია მოხდა: მაისის ერთ თბილ და მშვენიერ დღეს განყოფილებაში რუსი ეროვნების წყვილი მოვიდა. თავდაპირველად ისინი მამა-შვილი მეგონა, რადგან კაცი 60 წლის, ქალი კი 30 წლის იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, თანაც მამაკაცს საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა. მამაკაცმა, რომელსაც აშკარად კონტუზია აწუხებდა, ძალიან ემოციურად თქვა:
– მე გენერალ-მაიორი პავლე მედვედევი ვარ. ჩემს მეუღლესთან ერთად თქვენს მშვენიერ ქალაქში სტალინის სიყვარულის გამო ჩამოვედი და მაინცდამაინც აქ მომპარეს, უფრო სწორად კი – წამართვეს დიდი ბელადის მიერ ნაჩუქარი ჩიბუხი, – მედვედევმა პაუზა გააკეთა და დაამატა, – თანაც, იმ ლაწირაკებმა მეუღლე გამიუპატიურეს.
– კარგი, პავლუშა, დამშვიდდი... რაც იყო, იყო, არ ღირს გახსენებად, ჩიბუხს კი ახალს ვიყიდით და ბევრად უფრო კარგს, – ამშვიდებდა გენერალს ახალგაზრდა, მომხიბვლელი მეუღლე, თან ეშმაკურად ათვალიერებდა ჯან-ღონით სავსე ქართველ მილიციელებს.
– რას ჰქვია, უკეთესს ვიყიდით, ეს ჩიბუხი ხომ თვით დიდმა სტალინმა მისახსოვრა, როდესაც ის ჩვენს პოლკში იყო მოსული?! – აღშფოთდა გენერალი. აშკარა იყო, ის ჩიბუხზე ნერვიულობდა და ცოლის გაუპატიურებას არაფრად აგდებდა.
როგორც გენერლის მონაყოლით გაირკვა, ცოლ-ქმარი თურმე ტყით მიდიოდა ფუნიკულიორისკენ, როდესაც მათ ათიოდე ყმაწვილმა გადაუჭრა გზა. მათ გენერალი ხეზე მიუბამთ, ქალი ტყეში შეუყვანიათ და რიგ-რიგობით გაუუპატიურებიათ, შემდეგ კი გაქცეულან. როდესაც ყველაფერი დამთავრდა და ქმარი ქალმა ახსნა, გენერალს ჩიბუხი ვეღარ უპოვია და მაშინვე მილიციაში გამოქცეულან.
გაუპატიურება სერიოზული დანაშაული იყო, მაგრამ გენერალი „ჩიბუხი, ჩიბუხიო“, გაიძახოდა და სერიოზულ დანაშაულზე ყურადღებას არ ამახვილებდა. მიუხედავად ამისა, მე და ჩემმა კოლეგებმა ჩემდამი რწმუნებულ უბანს მივაშურეთ, დანაშაულებში შემჩნეული ოციოდე ყმაწვილი დავაკავეთ, მილიციაში მივიყვანეთ და ცოლ-ქმარ მედვედევებს წარვუდგინეთ. ქალი ხმას არ იღებდა, გენერალმა კი გვითხრა:
– მე არ ვიცი, ესენი იყვნენ თუ არა, მაგრამ, ჩემი ჩიბუხი მომიძებნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვში ვიჩივლებ და ყველას „პაგონებს“ დაგაყრევინებთო.
გადაწყდა, რომ გენერალი და ძაღლიანი თანამშრომელი შემთხვევის ადგილზე წაეყვანათ ჩიბუხის მოსაძებნად, ხოლო გენერლის მომხიბვლელი მეუღლე ზინა მედვედევა კი განყოფილებაში დარჩა.
– იცით, – გვითხრა ქალმა, როდესაც მას ოციოდე ეჭვმიტანილი მოზარდი წარვუდგინეთ, – ეს ბიჭები სათითაოდ, ცალკე ოთახში კარგად უნდა დავათვალიერო და ზუსტ პასუხს მერე გაგცემთ. გესმით, ალბათ, რომ დანაშაული განსაკუთრებულ პირობებში იქნა ჩადენილი და მეც ეს ეჭვმიტანილები სათითაოდ, იმ პირობებთან მიახლოებულ ვითარებაში უნდა ვიხილო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზინა მედვედევას სამორიგეო ოთახი გამოვუყავით ეჭვმიტანილების ამოსაცნობად, სადაც რბილი ტახტიც იდგა და „საგამოძიებო ექსპერიმენტიც“ დაიწყო, რომელიც თითქმის ექვსი საათი გაგრძელდა და როდესაც ოთახიდან მეოცე ბიჭიც გამოვიდა, ქალიც უკან გამოჰყვა, გამოგვიცხადა:
– არა, ამხანაგო მილიციელებო, ამ ბიჭებში ბოროტმოქმედი ვერ ამოვიცანი, ისინი კარგი ბავშვები არიან და სახლში გაუშვითო...
საკმაოდ ნასიამოვნები ეჭვმიტანილები სახლებში გავუშვით. ზინა სკამზე ჩამოჯდა და სიამოვნებით გააბოლა. ამ დროს მილიციაში გახარებული გენერალი შემოვარდა, რომელსაც ხელში ჩიბუხი ეკავა. ის ცოლთან მიიჭრა და, ბედნიერი სახით ახარა:
– ზინა, ზინაიდა! ვიპოვე, ვიპოვე ჩიბუხი – იქვე ეგდო, ტყეში და ძალიან ბედნიერი ვარ!
ზინამ მიულოცა ქმარს სტალინის ნაჩუქარი ჩიბუხის პოვნა, შემდეგ წყვილი გამოგვემშვიდობა და წავიდნენ. ერთი თვის შემდეგ კი ჩვენმა მილიციამ ცოლ-ქმარი მედვედევების სამადლობელო წერილი მიიღო.