ერთთვიანი აქცია საპატრულო პოლიციაში: „საგზაო წესების ორი დარღვევა ერთი ჯარიმის ფასში“.
***
სვანი ბიჭი პაემანზეა. გოგონა ძალზე აღელვებულია, ლამის იტიროს.
– რა მოგივიდა? – ეკითხება ბიჭი.
– იცი, ვნერვიულობ. აი, შენ მიმიყვან სახლში, გამაცნობ მშობლებს... რომ დამიწუნონ, ჩვენს ქორწინებაზე არ დაგთანხმდნენ?!
– ნუ ნერვიულობ, სხვას მოვიყვან...
***
რა არის ფეხბურთი?
22 ადამიანი არ სვამს, არ ეწევა, მისდევს სპორტს, შემოსავალიც ნორმალური აქვთ... მოკლედ, ცხოვრობენ კარგად და ჯანმრთელი ცხოვრების წესით.
ათასობით ადამიანი კი მათ გულშემატკივრობს, ეწევიან, ნერვიულობენ, ტოტალიზატორებში ფულს დებენ, „ტოტოებში“ ფულს ხარჯავენ, მოკლედ, ვნებენ თავიანთ ჯანმრთელობასაც და სხვებსაც.
***
ბილიარდის თამაშის ოქროს წესია: ბურთს უნდა დაარტყა ნაზად... როგორც ქალს...
***
სვანს დედას გაუუპატიურებენ. დამნაშავეებს დაიჭერენ და ასამართლებენ. სასამართლოში მოსამართლე გამოაცხადებს:
– ბრალდებულები მარჯვნივ დასხედით, დაზარალებულები – მარცხნივ.
ადგება სვანი და იკითხავს:
– კი მარა, დედამო...ები სად დავსხდეთ?
***
– რატომ ელაპარაკები შენს პარიკმახერს სულ ამინდზე?
– ო, გიჟი უნდა იყო, რომ მაკრატლითა და თმის უთოთი ხელში შენს თავთან მდგარს პოლიტიკაზე ელაპარაკო...
***
ბებერი ბროკერი სიკვდილის პირასაა და უგონოდ წევს. შეიკრიბნენ ექიმები იმ ოთახში და ბაასობენ:
„გუშინ 39 გრადუსი ჰქონდა სიცხე, დღეს – 40, ხვალ, ალბათ, 41 ექნება და ეგ იქნება დასასრული“.
ბროკერი წამოხტება:
– 41 რომ გახდება – გაყიდეეეთ!
***
– კინოში უბილეთოდ შესვლას როგორ ახერხებ?
– კონტროლიორი სვანია და უკან-უკან, ზურგით რომ შევდივარ ხოლმე, იმას ჰგონია, გამოვდივარ.
***
გურიის სოფელში ტაქსი ავიდა. მობრუნებულს გზაზე გურული ქალი დახვდა და სთხოვა ურეკამდე ჩამიყვანეო. ურეკში ქალი მანქანიდან გადმოვიდა:
– მადლობა, ძამა...
– მადლობა შენთვის შეინახე, მე კიდე მომსახურების ფული გადამიხადე!
– ფული აქეთ გადამიხადე, შენს მანქანაში რომ ვიკადრე ჩაჯდომა!..
– ე... შენ ვინ ყოფილხარ, რა ადგილზეც მოფსამ, ბალახი არ ამოვა.
– ეტყობა, შენი გამოცდილებით ამბობ, ოჯახში ჩემზე უარესი გყოლია – ერთი ღერი თმა არ გაქვს თავზე...
***
ქმარი სახლში ადრე დაბრუნდა‚ საშინელ ხასიათზეა.
– რა მოხდა? – ეკითხება ცოლი.
– სამსახურიდან გამომიშვეს...
– კი მაგრამ‚ რატომ?
– შეფის ცოლი მოვიდა ძაღლით. მიეგებნენ‚ მიესალმნენ‚ კომპლიმენტებით აავსეს‚ განსაკუთრებით ძაღლს ეფერებოდნენ... მეც მინდოდა თავი გამომეჩინა და ვკითხე: ესეც ძუკნაა-მეთქი...
***
ოსმა ფანჯარაში გაიხედა და თქვა:
– წიმს...
– რით ვერ დაიმახსოვრე, წიმს – არა, „ვ“ სად წაიღე?
– ჰო, წიმსვ...
***
– ესე იგი‚ სულ ტყუილია‚ რომ ამბობენ‚ ქალებს ყურებით უყვართო... ჩემსას ჯიბით ვუყვარვარ!
***
– მამი‚ თვალი რატომ გაქვს ჩალურჯებული?
– პირველად იყო სიტყვა‚ შვილო...
***
მსოფლიო გაგიჟდა: ყველაზე კარგი რეპერი თეთრკანიანია‚ გოლფის ყველაზე კარგი მოთამაშე – ზანგი‚ საფრანგეთი ამერიკას ამპარტავნებაში ადანაშაულებს‚ გერმანიას ომი არ უნდა...
***
მეცნიერებმა მყრალა (სკუნსი) თუთიყუშთან შეაჯვარეს. რა თქმა უნდა‚ ის შედეგი ვერ მიიღეს‚ რასაც ელოდნენ‚ მაგრამ ახლა ეს ცხოველი ბოდიშს მაინც იხდის.
***
ქალი პორნოგრაფიულ ფილმს უყურებს. ოთახში პატარა ბიჭი შემოვიდა.
– დედი‚ რას უკეთებს ეს ბიძია იმ ქალს? – ჰკითხა გაოცებულმა ბავშვმა.
– იცი‚ შვილო‚ ეს ბიძია ექიმია და დეიდას მკურნალობს.
– ასე მხოლოდ ქალებს მკურნალობენ?
– არა... არის კიდევ არატრადიციული მედიცინა...
***
სამოთხიდან გამოძევებული ადამი და ევა ოფლში გაწურულები ყანას თოხნიან. მიცურდა მათთან მაცდუნებელი გველი და ეუბნება:
– აბა‚ როგორ მოგწონთ დემოკრატია?
***
– ექიმო‚ თქვენ რომ წამალი გამომიწერეთ‚ ვსვამ‚ მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა არ მომიგვარდა‚ არავითარი შედეგი...
– ე‚ ბატონო‚ თქვენ ეტყობა აბს არასწორი მხრიდან ყლაპავთ...
***
– ექიმო‚ მართლა სრულიად გამოვჯანმრთელდი‚ არანაირი ტუბერკულოზი აღარ მჭირს?
– დიახ‚ აბსოლუტურად...
– დიდი მადლობა‚ ჩემო გადამრჩენელო‚ მოდი‚ უნდა გაკოცო...
– ო... არ არის საჭირო!
***
– მანქანა გამოვცვალე‚ უფრო დიდი ვიყიდე – 5 ადამიანი და სიდედრი თავისუფლად ეტევა.
***
ქუჩაში ბიჭს გოგონა მოეწონა:
– გოგონი‚ „ფეისბუქზე“ ხართ?
– არა.
– სამწუხაროა... არადა‚ როგორ მინდოდა თქვენი გაცნობა.
***
– ფეხმძიმედ ვარ.
– შეყვარებულმა თუ იცის?
– კი‚ ვუთხარი. ორივემ ფული შემომთავაზა აბორტისთვის. ძალიან ვინანე... რომ მხოლოდ ორი მყავს...